შინაარსზე გადასვლა

კრისტიან ჰიუიგენსი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კრისტიან ჰიუგენსი (გერმ. Christiaan Huygens; დ. 14 აპრილი, 1629, ჰააგა — გ. 8 ივლისი, 1695, იქვე) — ნიდერლანდელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი და გამომგონებელი.

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] ქრისტინ ჰიუგენსი დაიბადა 1629 წლის 14 აპრილს ჰააგაში, მდიდარი გერმანელების ოჯახში. იგი იყო კონსტანტინ ჰიუგენსის მეორე შვილი. მისი დედა იყო სუზან ვან ბაერლი. კრისტიან ჰიუგენსის დის, სუზანის დაბადების შემდეგ იგი მალევე გარდაიცვალა. კრისტიანს ოჯახს ხუთი შვილი ჰყავდა: კონსტანტინი (1628), კრისტიანი (1629), ლოდვიკი (1632), ფილიპი (1632) და სუზანი (1637).

აღსანიშნავია, რომ კრისტიან ჰიუგენსი მეცნიერულ საქმიანობასთან ერთად იყო პოეტი და მუსიკოსი. მისი სამეგობრო წრე მოიცავდა ძალზედ ცნობილ პიროვნებებს (მაგალითად გალილეო გალილეი, მარენ მერსენი და მრავალი სხვა). 16 წლამდე ჰიუგენსი განათლებას სახლში იღებდა. მისმა მამამ კრისტიანს კარგი განათლება მიაღებინა: იგი სწავლობდა უცხო ენებს და მუსიკას, ისტორიას და გეოგრაფიას, მათემატიკას, ლოგიკას და რიტორიკას, აგრეთვე მას ასწავლიდნენ ცეკვას და ცხენის ტარებას .

1645-1647 წლებში მამამისმა კრისტიან ჰიუგენსი გაგზავნა ლეიდენის უნივერსიტეტში მათემატიკისა და კანონების შესასწავლად. ორი წლის შემდეგ ჰიუგენსი სწავლას აგრძელებს „ორეინჯ კოლეჯში“ (ბრედა). ნახსენებ კოლეჯში მისი რექტორი იყო ანდრე რივეტი. ეს კოლეჯი მან დაამთავრა 1649 წლის ოქტომბერში.

თავდაპირველად მამამისს სურდა კრისტიანი კარგი დიპლომატი გამოსულიყო, თუმცა მოგვიანების მიხვდა, რომ მის შვილს ეს სფერო არ აინტერესებდა.

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] კრისტიან ჰიუგენსი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ექსპერიმენტულ სამუშაოებს. იგი ყოველთვის ცდილობდა შეემოწმებინა ყოველი თეორია თუ საკმაოდ დაუმტკიცებლად მოეჩვენებოდა. ამით იგი გამორიცხავდა ყველა მცდარ ჰიპოთეზას. ჰიუგენსი აწარმოებდა ქანქარის რხევის გამოკვლევებს. ამ კვლევის შედეგად მან დაადგინა, რომ ქანქარას კანონები მართავდა, აგრეთვე დაადგინა დამოკიდებულება ქანქარის სიგრძესა და რხევის პერიოდს შორის. მან ქანქარა საათში გამოიყენა და გახდა პირველი ქანქარიანი საათის კონსტრუქტორი.

ქანქარაზე დაკვირვების გარდა ჰიუგენსი აგრძელებდა მყარი სხეულების დინამიკის გამოკვლევებს, რომლებიც დააიწყო გალილეო გალილეიმ და დაამთავრა ისააკ ნიუტონმა, რომლებმაც მოგვცა სამი ცნობილი კანონის ფორმულირება. ჰიუგენსის დამსახურებას წარმოადგენს დაჯახების კანონებისა და ცენტრისკენული ძალის აღმოჩენა.

ჰიუგენსი ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც სინათლის ტალღური თეორიის ფუძემდებელი. სწორედ მან წამოაყენა ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ სინათლეს აქვს ტალღური ბუნება და წარმოადგენს „ეთერის“ რხევის შედეგს. „ეთერის“ ცნება მან შემოიტანა, იმიტომ, რომ ამით შეძლებოდა აეხსნა სინათლის გავრცელება ვაკუუმში.

მანვე ახსნა სინათლის არეკვლისა და გარდატეხის მოვლენა. ამას გარდა მეცნიერს აინტერესებდა სხეულთა დრეკადობის პრობლემები, აგრეთვე ასტრონომიაც. სწორედ მან აღმოაჩინა სატურნის რგოლები.

კრისტიან ჰიუგენსი გარდაიცვალა 1695 წლის 8 ივლისს, ჰააგაში.

დაბ. თარიღი 14 აპრილი, 1629              
დაბ. ადგილი ჰააგა, გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკა
გარდ. თარიღი 8 ივლისი, 1695        (66 წლის)
გარდ. ადგილი ჰააგა, გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკა
დასაფლავებულია Grote of Sint-Jacobskerk
მოქალაქეობა გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკა
საქმიანობა ასტრონომი , მათემატიკოსი, ფიზიკოსი , მუსიკოლოგი, გამომგონებელი, მუსიკის თეორეტიკოსი, ფიზიკოს-თეორეტიკოსი, ენტომოლოგი და instrument maker
მუშაობის ადგილი საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემია
ალმა-მატერი ლეიდენის უნივერსიტეტი , ანჟეს უნივერსიტეტი და Orange College of Breda
განთქმული მოსწავლეები Denis Papin და გოტფრიდ ლაიბნიცი
მამა Constantijn Huygens
დედა Suzanna van Baerle
ნათესავ(ებ)ი Christiaan Huygens
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი
გავლენა მოახდინეს
კრისტიან ჰიუგენსი ვიკისაწყობში

ავტორი:ტატო ლაგვილავა