კრატოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კრატოსი — გამოგონილი პერსონაჟი და სანტა მონიკას სტუდიას God Of War სერიის მთავარი გმირი, რომელიც დაფუძნებულია ბერძნულ მითოლოგიაზე და მოგვიანებით, სკანდინავიურ მითოლოგიაზე. ის პირველად გამოჩნდა 2005 წლის ვიდეო თამაშში "God of War", რამაც განაპირობა რვა დამატებითი სათაურის შექმნა, რომლებშიც პერსონაჟი იყო მთავარი გმირი. კრატოსი ასევე ჩნდება მთავარ გმირად 2010 და 2018 წლის კომიქსებში და ასევე სამ ნოველაში, სადაც გამეორებულია სამივე თამაშის მოვლენები. პერსონაჟს ახმოვანებდა ტერენს კარსონი 2005 წლიდან 2013 წლამდე.[1] კრისტოფერ ჯუჯმა მიიღო როლი 2018 წლელს თამაშის გაგრძელებაში, სახელწოდებით ომის ღმერთი (God of War). ანტონი დელ რიო ახმოვანებდა კრატოსს როცა იგი ბავშვი იყო თამაშ "God of War: Ghost of Sparta"- ში.

სერიალის მთელი ბერძნული ეპოქის განმავლობაში, კრატოსი ასახულია როგორც სპარტანელი მეომარი, რომელიც ცნობილი ხდება როგორც "სპარტას აჩრდილი" მას შემდეგ, რაც შემთხვევით მოკლა თავისი ოჯახი მისი ყოფილი მენტორის, ომის ღმერთის, არესის ტყუილის გამო. ის მოგვიანებით შურს იძიებს მისი ოჯახის სიკვდილზე და არესის მოკვლის შემდეგ ხდება ახალი "ომის ღმერთი". საბოლოოდ გამოვლინდა, რომ კრატოსი არის ნახევარღმერთი და ზევსის შვილი, რომელიც მოგვიანებით ღალატობს მას. კრატოსი იწყებს ახალ თავგადასავალს, რათა თავიდან აიცილოს კატასტროფა ან შეცვალოს თავისი ბედი. მას, როგორც წესი, ასახავდნენ, როგორც ყველაფრისთვის უყურადღებოს და სტოიცისტს, სისხლისმსმელს და ამპარტავანს ბუნებით, ხშირად ეწევა მორალურად ორაზროვან საქმიანობას და ახორციელებს უკიდურეს ძალადობას. ის ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საკუთარ თავს, განიცდის მძიმე დანაშაულის და საკუთარი თავის სიძულვილის გრძნობას, თვითმკვლელობაც კი რამდენჯერმე სცადა და ზოგადად ასახულია როგორც ტრაგიკული ფიგურა. შურისძიება ბერძნული ეპოქის ცენტრალური თემაა და ამბები ფოკუსირებულია კრატოსის წარმოშობაზე, მის ურთიერთობაზე ოჯახთან და ოლიმპიელ ღმერთებთან. სერიალის სკანდინავიურ ეპოქაში კრატოსი ისწავლის თავისი სიბრაზის გაკონტროლებას და სწავლობს, თუ როგორ უნდა იყოს ნამდვილი მამა და მენტორი შვილის, ატრეუსის, რაც ეხმარება მას შეეგუოს თავის ღვთაებრიობას. მოგზაურობის დროს წყვილი ებრძვის სკანდინავიის მონსტრებს და ღმერთებს, რითაც ძალიან ბევრ მტერს იჩენენ. ბოლოს წყვილი ცდილობს რაგნაროკის თავიდან აცილებას.

"God of War" PlayStation-ის მთავარი ფლაგმანია, ხოლო კრატოსი მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟია. პერსონაჟი მიღებული იქნა კრიტიკოსების მიერ და გახდა ვიდეო თამაშის სახე, შედარებით ახალბედა თამაშების უფრო დამკვიდრებულ პერსონაჟებს შორის, როგორებიცაა მარიო, ლინკი, ზღარბი სონიკი და ლარა კროფტი. პერსონაჟი ახლა ასოცირდება სხვა პროდუქტებთან და ჰქონდა სხვადასხვა გამოსვლები PlayStation-ის თამაშებში "God Of War" სერიის მიღმა.

შინაარსი და დიზაინი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრატოსის დიზაინის შექმნის დროს, "God of War"-ის (2005) შემქმნელი და თამაშის დირექტორი დევიდ ჯაფი ცდილობდა შეექმნა პერსონაჟი, რომელიც სასტიკად გამოიყურებოდა, მაგრამ არ ჰგავდა ტიპურ, ტრადიციულ ბერძენ გმირს.[2] პერსონაჟს არ აქვს ტრადიციული ჯავშანი რადგან ჯაფს სურდა, რომ ის ყოფილიყო ინდივიდუალისტი.[3] მიუხედავად იმისა, რომ სრულად შენიღბული პერსონაჟის კონცეპტი დამტკიცდა, ეს დიზინი არ გამოიყენეს რადგან ჩათვალეს, რომ ეს ზედმეტად სულელური იყო.[4] ზოგიერთი პერსონაჟის მოდელი მოიცავდა არატრადიციულ დეტაებს, მაგალითად მას ზურგზე ბავშვი ჰყავდა[5] ან კიდევ ზოგი მოდელი ზედმეტად დეტალური იყო, მაგალითად თმა. [5]

ჩარლი ვენი იყო კრატოსის დიზაინზე პასუხისმეგებელი "God of war" (2005) და "God of War II" თამაშებში. ორჯაჭვიანი ხმლები არჩეულ იქნა კრატოსის საფირმო იარაღად, რადგან ისინი ხაზს უსვამდნენ პერსონაჟის ცხოველურ ბუნებას და ასევე საშუალებას აძლევდნენ ბრძოლისას სითხის შენარჩუნებაში.[6] ვენმა წარადგინა ორმაგი ჯაჭვის ხმლები, როგორც ერთად მოქმედი, როდესაც მათ კრატოსი ისროდა სისასტიკით და სიზუსტით.

ვენმა მიანიჭა კრატოსს მისი ყველაზე შესამჩნევი თვისება, მისი ფერფლისფერი სახის ფერი, სიუჟეტის განვითარების შემდეგ მისი სახის ფერის გამო მას,"სპარტის აჩრდილს" უწოდებენ.[7] სხვა განმასხვავებელი ნიშნებია ჭრილობა მის მარჯვენა თვალზე და დიდი წითელი ტატუ, რომელიც მარცხენა თვალიდან იწყება, მარცხენა ტანზე ტრიალებს და მთავრდება მარცხენა მხარზე. ტატუ თავდაპირველად ლურჯი იყო, მაგრამ მოგვიანებით შეიცვალა.[8] სერიალში, ვლინდება, რომ ჭრილობა ოლიმპიელ ღმერთთან, არესთან ბავშვობაში შეხვედრის შედეგია, ხოლო ტატუ მისი გარდაცვლილი ძმის დეიმოსის პატივსაცემადაა, რომელსაც დაბადებიდან მსგავსი ნიშნები ჰქონდა. "God of War"-ის ადრეული სცენარის მიხედვით, პერსონაჟი არის 2.13 მეტრი სიმაღლის,[9] მაგრამ მისი სიმაღლე მას შემდეგ შეიცვალა, რაც სანტა მონიკას სტუდიომ და გნომონის სკოლამ უფრო კარგად შეისწავლეს კრატოსი და მისი ისტორია და დაადგინეს, რომ იგი 2.34 მეტრი სიმაღლის იყო. სკანდინავიური კრატოსი არის 1,94 მეტრი სიმაღლით და იწონის დაახლოებით 110 კილოგრამს.[10] 2018 წლის "God of War"-ში დიზაინერებმა კრატოსს უფრო სკანდინავიური სახე მიანიჭეს, მათ შორის დიდი წვერი. მათ ასევე შეცვალეს მისი მთავარი იარაღი, ჯადოსნური საბრძოლო ნაჯახით, რათა ბრძოლა უფრო ახლო მანძილზე ყოფილიყო. წინა თამაშებისგან განსხვავებით მოთამაშეებს შეუძლიათ კრატოსის ჯავშნის და მისი ძალების გაძლიერება.

კრატოსის გარეგნობა ბერძნულ თამაშებში შეიძლება შეიცვალოს დამატებით თამაშში; თამაშში დამატებითი დონეების გარკვეულ სირთულეზე დახუვა მოთამაშეს აძლევს კრატოსის კოსტუმებს. რამდენიმე კოსტუმი ხელმისაწვდომი იყო ექსკლუზიურად წინასწარი შეკვეთით და სხვა აქციებით PlayStation-ის მაღაზიიდან.[11] მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კოსტუმი შეესაბამება თამაშს, ზოგი კოსტუმი იუმორისტულია, მაგალითად ქალის კოსტუმი.[12]

პერსონაჟს სახელი მიანიჭეს თამაშის ჩამოყალიბების ბოლო ეტამზე, როდესაც პერსონაჟს ყველანაირი დიზაინი დამთავრებული და სრულყოფილი ჰქონდა.[13] შემქმნელებმა არ იცოდნენ, რომ ნამდვილი ღმერთი კრატოსი უკვე გამოჩნდა პრომეთეს კავშირში, შემქმნელებმა შემთხვევით აირჩიეს კრატოსი, რაც ნიშნავს "ძალას".[14][13]

2018 წლის God of War-ისთვის თამაშის დირექტორმა კორი ბარლოგმა განმარტა, რომ კრატოსს უნდა შეეჩერებინა ძალადობა და ესწავლა როგორ ეკონტროლებინა სიბრაზე. მან თქვა, რომ კრატოსმა ბევრი ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, რამაც გამოიწვია ოლიმპოს განადგურება და სურდა გაეგო რა მოხდებოდა, თუ კრატოსი კარგ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ბარლოგის ვაჟის გაჩენამ, მას მოუტანა იდეა, კრატოსის პერსონაჟის შეცვლაზე, მას გაუჩინა შვილი, ატრეუსი. კრატოსსა და მის შვილს შორის კავშირი თამაშის შუაგულშია და ბარლოგმა თქვა: "ეს თამაში არის იმის შესახებ, რომ კრატოსი ასწავლის თავის შვილს როგორ იყოს ღმერთი და მისი ვაჟი ასწავლის კრატოსს, როგორ იყოს ისევ ადამიანი."[15]

როლი "God of War"-ის სერიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარსული და კომიქსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთელი სერიალის განმავლობაში კრატოსი ანტიგმირად არის გამოსახული,[16] რომელიც ხშირად საეჭვო მოქმედებებს ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ისტორია ჩანს ორიგინალურ "God of War"-ში, კრატოსის ბავშვობა ვლინდება "სპარტას აჩრდილში" და მისი ქალიშვილის დაბადება არის გამოკვლეული "God of War" კომიქსების სერიაში (2010-11). სპარტის აჩრდილში გამოვლინდა, რომ ორაკულმა იწინასწარმეტყველა, რომ ოლიმპო არ დაიღუპებოდა ტიტანების ხელით, არამედ მეომრის მიერ. ოლიმპიელებს ზევსს, ათენას და არესს სჯეროდათ, რომ ეს მეომარი იყო დეიმოსი, კრატოსის უმცროსი ძმა, რომელსაც დაბადებიდანვე უცნაური ნიშანი ჰქონდა. არესმა და ათენამ ხელი შეუშალეს კრატოსის და დეიმოსის წვრთნას სპარტაში და გაიტაცეს დეიმოსი. კრატოსმა სცადა არესის შეჩერება, მაგრამ არესმა ის გვერდით გადააგდო და მარჯვენა თვალზე ჭრილობა გაუჩინა. სიკვდილის სამფლობელოში გადაყვანილი დეიმოსი დააპატიმრეს და მრავალი წლის განმავლობაში აწამეს სიკვდილის ღმერთის, თანატოსის მიერ. კრატოს სჯეროდა, რომ დეიმოსი მოკვდა, ამიტომ თავისი თავი წითელი ტატუთი მოინიშნა თავისი ძმის პატივსაცემად.[17]


მარვ ვოლფმანის მიერ დაწერილი კომიქსების სერიაში (2010–11) ნაწყვეტში, კრატოსი გაიცნობს თავის მეუღლეს ლისანდრას და მათ ეყოლებათ ქალიშვილი, სახელად კალიოპა. ქალიშვილის გადასარჩენად, კრატოსს დაევალა ეპოვა ასკლეპიოსის ამბროსია, ელექსირი, რომელსაც აქვს ჯადოსნური სამკურნალო თვისებები. ხუთი ღმერთმა დადო ფსონი არესთან: თითოეულმა აირჩია ჩემპიონი ამბროზიის საძიებლად, არესის ჩემპიონი კი კრატოსი იყო. კრატოსმა გადალახა ყველა დაბრკოლება, მათ შორის, ჰადესის ჩემპიონი, ბარბაროსი პრინცი ალრიკი, რომელიც საბოლოოდ გახდა ბარბაროსების მეფე და ამით კრატოსმა გადაარჩინა თავისი ქალიშვილი.[18][19][20]

"God of War"-ის ნაწყვეტის საშუალებით ირკვევა, რომ კრატოსი გახდა სპარტის არმიის ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი, მაგრამ ძალაუფლების წყურვილი ჰქონდა. როდესაც კრატოსი ბარბაროსთა მეფის მეთაურობით ბარბაროსთა ჯარის დამარცხების წინაშე აღმოჩნდა, სპარტანელმა დახმარებისთვის ოლიმპოელ ღმერთს არესს მოუხმო. კრატოს გადაეცა ქაოსის ხმლები და დაამარცხა მისი მტრები. ბრმად გაჰყვა არესს და მოკლა ასობით ადამიანი მისი სახელით. მას შემდეგ რაც არესმა მოატყუა კრატოსი და მოაკვლევინა მისი ცოლი ლისანდრა და მისი შვილი კალიოპა, ათენასადმი მიძღვნილ ტაძარში, იგი შოკირებული იყო მისი სისხლის ლტოლვისგან და უარი თქვა არესისთვის სამსახურის გაწევაზე. ტაძარის დაწვის დროს, კრატოსი დაწყევლა ორაკლემ, იმით რომ მისი კანის ფერი შეიცვლებოდა მისი მოკლული ცოლის და შვილის ფერფლის ფერად, ამიტომ კრატოსს "სპარტას აჩრდილი" უწოდეს.[21]

ამაღლება, ოლიმპოს ჯაჭვები და ომის ღმერთი (2005)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამაღლებაში გამოვლინდა, რომ იმის გამო, რომ კრატოსმა უარყო არესი, მან დაარღვია მისი სისხლიანი ფიცი ღმერთთან და ამიტომ, კრატოსი დააპატიმრეს და აწამეს სამმა ერინიამ. მას დაეხმარა ფიცის მცველი ორკოსი და საბოლოოდ დაამარცხა ერინიები. არესის ფიცისგან სრულიად განთავისუფლების მიზნით, კრატოსი იძულებული გახდა მოეკლა ორკოსი, რომელიც სთხოვდა კრატოსს ამის გაკეთებას. მიუხედავად იმისა, რომ იგი ღმერთისადმი ფიცისგან თავისუფალი იყო, ის ოჯახის მკვლელობის მოგონებებით იტანჯებოდა.[22] შემდეგ მან აღთქმა დადო, რომ ემსახურებოდა სხვა ღმერთებს, რათა მიეღო პატიება და განთავისუფლებულიყო მისი წარსული კოშმარებისგან, მაგრამ ის აშკარად ეწინააღმდეგებოდა ამას.[21]

ოლიმპოს ჯაჭვებში კრატოსს არ სურდა ღმერთების დახმარება, როდესაც ჰელიოსი გაიტაცეს და მიატოვა ისინი, როდესაც პერსეფონემ შესთავაზა მას თავის ქალიშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა. თუმცა, კრატოსი იძულებული გახდა შეეცვალა თავისი გადაწყვეტილება, როდესაც პერსეფონემ გამოიყენა ტიტანის ატლასი, რათა გაენადგურებინა სამყარო და, თავის მხრივ, კალიოპის სული. იმის ცოდნით, რომ მისი ბრძოლაში ჩარევა გამოიწვევდა მისი ოჯახისგან საბოლოოდ განაცალკევებდა, გამწარდა, მოკლა პერსეფონე, დაიჭირა ატლანტი და გაათავისუფლა ჰელიოსი. [23]

"God of War" თამაშის დროს კრატოსი ათი წელი ემსახურებოდა ღმერთებს, დაიღალა მისი მსახურობისა და კოშმარებისგან. როდესაც ის თავის მფარველ ათენას დაუპირისპირდა, მან ურჩია, რომ თუ მოკლავდა მძვინვარე არესს, ღმერთები აპატიებდნენ მას მის ცოდვებს. ამ ეგოისტური მოტივით ის კვლავ დათანხმდა, პანდორას ყუთის პოვნისა და გამოყენების შემდეგ, მან წარმატებას მიაღწია. მიუხდავად იმისა, რომ არესის და ქაოსის ხმლების გავლენისგან გათავისუფლდა და მისი ცოდვები აპატიეს, ის მისი კოშმარებისგან მაინც არ განთავისუფლებულა. უკმაყოფილო და სასოწარკვეთილმა კრატოსმა სცადა თავის მოკვლა, მაგრამ იგი გადაარჩინა ათენამ და მიიყვანა იგი ოლიმპოსში. დაჯილდოვებული ათენას ხმლებით, კრატოსი გახდა ომის ახალი ღმერთი.[21]

კომიქსები, სპარტას აჩრდილი და ღალატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომიქსების სერია (2010–11) ასევე აჩვენებს კრატოსის ძიებას ასკლეპიოსის ამბროსიაზე. ამჯერად ის ამბროზიას განადგურებას აპირებს, რადგან არესის თაყვანისმცემლებმა არ გააცოცხლონ არესი. ამ დავალებაში კრატოსმა დაამარცხა რამდენიმე მტერი, მათ შორის ქაოსის გიგანტი გიგესი, სანამ ამბროზია გაანადგურა.[18] მისი მოკვდავი ცხოვრების ცოდვებით დატანჯული კრატოსი, შეეწინააღმდეგა ათენას და ატლანტიდაში დედამისის, კალისტოს საძიებლად წავიდა. კალისტო აპირებდა კრატოსის მამის ვინაობის გამხელას, სანამ იგი თავისი ნების საწინააღმდეგოდ არ გარდაიქმნა მონსტრად, რომელიც კრატოსმა მოკლა. სიკვდილამდე კალისტომ ურჩია კრატოსს, სპარტაში ეძია თავისი ძმა დეიმოსი. კრატოსმა პირველად გაათავისუფლა ტიტანი ტერა პატიმრობიდან, რამაც გამოიწვია ატლანტისის განადგურება, ამან კი პოსეიდონის რისხვა. სპარტაში კრატოსმა შეიტყო დეიმოსის ადგილმდებარეობის შესახებ: იგი გამომწყვდეული იყო სიკვდილის სამყარში. მან იპოვა და გაათავისუფლა დეიმოსი, რომელიც ძმის მიმართ მტრულად იყო განწყობილი. ძმებს შორის შეტაკების შემდეგ, დეიმოსს თავს დაესხა თანატოსი, რომელიც კრატოსმა გადაარჩინა და ერთობლივად შეუდგნენ მტერთან ბრძოლას. ამ დროს თანატოსი ხვდება, რომ არესმა, ათენამ და ზევსმა არასწორი სპარტანელი შეარჩიეს; ეს იყო კრატოსი, რომელიც ორაკულმა იწინასწარმეტყველა და არა დეიმოსი. მიუხედავად იმისა, რომ თანატოსმა მოკლა დეიმოსი, ღმერთი თავის მხრივ მოკლა კრატოსმა. შემდეგ კრატოსი ღმერთებზე განრისხებული დაბრუნდა ოლიმპოზე.[17] ღალატში კრატოსი გაურბოდა სხვა ღმერთებს და გადაწყვიტა თავისი სპარტანელი არმია საბერძნეთის დასაპყრობად გამოეყენებინა. იგი ტყუილად დაადანაშაულეს არგოსის მკვლელობაში, მან მოკლა ცერიქსი, როდესაც მან ხელი შეუშალა კრატოსს ნამდვილი მკვლელის ძებნაში. [24]

ომის ღმერთი II[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამის შემდეგ კრატოსი შეუერთდა სპარტანულ არმიას როდოსში, განადგურების განზრახვით. თუმცა, ზევსმა დაასუსტა კრატოსი და მოატყუა, რათა დაეტოვებინა თავისი ღვთიური ძალები ოლიმპოს ხმალში, რომელიც ზევსმა გამოიყენა კრატოსის მოსაკლავად. მიუხედავად იმისა, რომ მან ყველა დაბრკოლება გადალახა, კრატოსი გაოგნებული იყო ზევსის ღალატზე და სიკვდილის შემდეგ დაიფიცა, რომ შურს იძიებდა. კრატოსი ქვესკნელში ჩავარდა, მაგრამ იგი გეამ გადაარჩინა. პირველი დიდი ომის შემდეგ, სხვა გადარჩენილ ტიტანებთან ერთად გადასახლებული ტარტაროსში, გეა და მისი ძმებს ზევსის სიკვდილი უნდოდათ. გაბრაზებული, კრატოსი ზევსის ღალატით, დათანხმდა ტიტანების თხოვნას, დახმარებაზე. მისი დავალება იყო ეპოვა ბედის დები, რომლებიც მას ზევსის ღალატის მომენტში დააბრუნებდნენ. კრატოსი გახდა სრულიად დაუნდობელი - თავისი მიზნის მისაღწევად მან დაჭრა ტიტანი, მოკლა რამდენიმე ბერძენი გმირი უყოყმანოდ და განზრახ გაწირა ორი მეცნიერი, რათა აღედგინა თავისი ღვთაებრივი ძალები. ბედის სამივე და დაიღუპა, როდესაც ისინი დაუპირისპირდნენ კრატოსს, რომელიც მზად იყო მოეკლა ზევსი საბოლოო დაპირისპირებაში. ზევსი მხოლოდ მაშინ გადურჩა კრატოსს, როცა ათენა ჩაერია და თავი გაწირა მისთვის; მხოლოდ მაშინ გამოავლენს კრატოსი სინანულის გრძნობას. მან მომაკვდავი ათენასგან შეიტყო, რომ ზევსი, მისი მამაა, ეს ფაქტი ზევსმა საიდუმლოდ შეინახა, რადგან სურდა თავიდან აეცილებინა იმის გამეორება, რაც მან გაუკეთა საკუთარ მამას, კრონოსს. კრატოსმა,ამისდა მიუხედავად პირობა დადო, რომ მოკლავდა ზევსს და გაანადგურებდა ოლიმპოს. გაიას წაქეზებით, კრატოსმა გამოიყენა ბედის ძალა ტიტანების დასაბრუნებლად დიდ ომში მათ დამარცხებამდე და მათი დახმარებით შეიჭრა ოლიმპოს მთაზე.

ომის ღმერთი III[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ კრატოსმა მოკლა პოსეიდონი, იგი მიატოვა გეამ, როდესაც მისი პირველი შეხვედრა ზევსთან ცუდად დასრულდა. ქვესკნელში ჩაძირულ და ოლიმპიელების და ტიტანებისგან ნაღალატებ კრატოსს,ათენას სულმა ამცნო, რომ მას უნდა ეპოვა ოლიმპოს ცეცხლი, რაც ზევსის დამარცხებაში დაეხმარებოდა. კრატოსი კლავდა ტიტანებს და ღმერთებს, არ ისმენდა მისი მსხვრეპლებისგან გაფრთხილებებს , ოლიმპოს ცეცხლის ძიების დროს. მან გაანალიზა, რომ დრაკონის დასაწყნარებლად და პანდორას ყუთის მოსაპოვებლად თავად პანდორა იყო საჭირო. პანდორა კრატოსს თავის ქალიშვილს ახსენებდა. კრატოსმა გამოიჩინა ჰუმანურობა, როდესაც პანდორა თავს წირავდა ცეცხლისთვის, მან მისი შეჩერება ცადა მაგრამ გოგონამ თქვა, რომ ეს ერთადერთი გზა იყო. ამავე დროს ზევსი ახდენდა კრატოსის პროვოცირებას იმის თქმით, რომ იგი ვერ შეძლებდა ვერაფერს, როგორც თავისი ოჯახის გადასარჩენად ვერ შეძლო ვერაფერი, ამის გამგონე კრატოსი განრისხდა ხელი გაუშვა პანდორას და შეუტია ზევსს. ყუთის სიცარიელეს გაგებით და ზევსის დაცინვით გაბრაზებული, კრატოსი მამამისს კიდევ ერთხელ შეერკინა. მიუხედავად იმისა, რომ გეამ სცადა კრატოსის და ზევსის მოკვლა, ის გაანადგურა კრატოსმა, შემდეგ კი დაამარცხა ზევსი. ზევსი სულიერი სახით დაბრუნდა და თავს დაესხა კრატოსს, რომელმაც იმოქმედა კრატოსის ფსიქიკაზე. კრატოსმა აპატია საკუთარ თავს წარსულის ცოდვები, პანდორას დახმარებით. მოგვიანებით პანდორა გამოჩნდა და უთხრა კრატოსს, რომ იმედი გადაარჩენდა მას. კრატოსი აღორძინდა და ადვილად გაანადგურა ზევსი. ათენა დაუპირისპირდა კრატოსს და მოსთხოვა, დაებრუნებინა იმედის ძალა; [25]

ომის ღმერთი 2018[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"God of War III"-ის მოვლენებიდან მრავალი წლის შემდეგ, კრატოსი, რომელიც გადაურჩა თავის აშკარა სიკვდილს საბერძნეთში იმედის ძალაუფლების გათავისუფლებისგან. იგი აღმოჩნდა ძველ სკანდინავიაში, სკანდინავიურ მიდგარდის სამეფოში და ეყოლა ახალგაზრდა ვაჟი, სახელად ატრეუსი, რომელმაც არ იცის, მისი ნამდვილი ბუნების შესახებ. კრატოსმა მიატოვა თავისი ორმაგი ჯაჭვის ხმლები იმის სიმბოლოდ, რომ იგი აღარ იყო ის ადამიანი, როგორიც ადრე იყო. ამის ნაცვლად, ის იყენებს ჯადოსნურ საბრძოლო ცულს, სახელად ლევიათანის ცული, რომელიც თავდაპირველად ეკუთვნოდა მის მეორე მეუღლეს და ატრეუსის დედას, ლაუფის, რომელიც ახალი გარდაცვლილი იყო. მისი ბოლო სურვილი იყო მისი ფერფლი ცხრა სამყაროს უმაღლეს მწვერვალზე გაფნტულიყო. მიდგარდის მწვერვალზე ისინი იგებენ მიმირისგან, რომ უმაღლესი მწვერვალი რეალურად იოტუნჰაიმშია. მათი მოგზაურობის დროს, მათ აწყდება ასების ღმერთი ბალდრი, თორის ძმა, თორის ვაჟები მოდი და მაგნი ეხმარებიან ბიძას, მაგრამ მოკვდებიან კრატოსის და ატრეუსის მიერ. დაახლოებით ამ დროს ატრეუსი ავად ხდება. მისი განკურნების მიზნით, კრატოსმა უნდა დაიბრუნოს თავისი ძველი იარაღი, ქაოსის ხმლები, რათა შეებრძოლოს ჰელჰეიმის არსებებს, რადგან ლევიათანის ცული იქ უსარგებლოა. ხმლების აღებისას ათენა მიდის მასთან და ახსენებს მას თავისი წარსულის შესახებ. კრატოსი მიემგზავრება ჰელში და იპოვის წამალს ტროლის მოკვლით, რომელიც იცავს სამყაროს. მისი განკურნების შემდეგ კრატოსი ატრეუსს ეუბნება, რომ ის ღმერთია. წყვილი ასევე იღებს დახმარებას ჯადოქრისგან, რომელიც მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს იყო ვანირის ქალღმერთი ფრეია, ბალდურის დედა, რომელმაც უკვდავების ჯადო დაადო ბალდურს, რომელიც იცავს მას, მაგრამ ასევე უთიშავს მგრძობელობას, რის გამოც იგი განაწყენდა. კრატოსი და ბალდური საბოლოოდ იბრძვიან, რომლის დროსაც ბალდურის შელოცვა გაქრება. კრატოსი გადაწყვეტს გაუშვას ბალდური, მაგრამ ბალდური ეცდება ფრეიას მოკვლას, რაც აიძულებს კრატოსს მოკლას იგი. ფრეია იფიცებს შურისძიებას კრატოსზე მისი შვილის მოკვლის გამო და დასცინის კრატოსს იმის გამო, რომ არ გაუმხილა თავისი პრობლემური წარსული ატრეუსს. კრატოსი გადაწყვეტს უთხრას ატრეუსს, რომ მან მოკლა ბერძენი ღმერთები, მათ შორის მამამისი ზევსი, მაგრამ მან და ატრეუსმა უნდა ისწავლონ ამ გამოცდილებიდან, რომ არ გაიმეორონ წარსულის შეცდომები. შემდეგ ეს ორი იოტუნჰაიმისკენ გაემართება, სადაც გაირკვა, რომ კრატოსის ცოლი სინამდვილეში გიგანტი იყო და ატრეუსიც ნაწილობრივ გიგანტია. ასევე გაირკვა, რომ ლაუფის თავდაპირველად სურდა მათი ვაჟისთვის ლოკი დაერქვა, მაგრამ კრატოსმა ამჯობინა ატრეუსი, რომელიც მისი საპატიო სპარტანელი ამხანაგის სახელი იყო. მიდგარდში ფიბულვინტერის პერიოდში, სახლში ძილის დროს ატრეუსს აქვს ხედვა, რომ მათთან თორი მოვა ფიმბულვინტერის ბოლოს.[26]

რაგნაროკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინა თამაშის მოვლენებიდან სამი წლის შემდეგ, ფიმბულვინტერი დასასრულს უახლოვდება და ნაწინასწარმეტყველებია, რომ რაგნაროკი დაიწყება როგორც კი ფიმბულვინტერი დასრულდება. ატრეუსი, რომელიც ჯერ კიდევ იტანჯება წინა თამაშის გამოცხადებებიდან, ეძებს პასუხებს მისი, როგორც ლოკის ვინაობის შესახებ, ასევე გზას, რაგნაროკის თავიდან აცილებაზე. სიმართლის გასარკვევად, კრატოსი და ატრეუსი გაემართნენ პასუხების მოსაძებნად, ეძებდნენ ომის სკანდინავიურ ღმერთს, ტირს, რომელიც ადრე მკვდრად ითვლებოდა. ცხრა სამყაროს გავლისას წყვილს ხვდება ახალი საფრთხეები, მათ შორის თორი, ჭექა-ქუხილის განრისხებული ღმერთი, რომელიც შურისძიებას ცდილობს მისი გარდაცვლილი ვაჟების მაგნისა და მოდის გამო და ფრეია, მათი ყოფილი მეგობარი და მოკავშირე, რომელიც შურისძიებას ეძებს მისი შვილის ბალდურის სიკვდილის შემდეგ.[27]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Carson on Twitter. ციტირების თარიღი: June 13, 2017
  2. Prima Games, ed. (2005), p. 203
  3. Prima Games, ed. (2005), p. 208
  4. Prima Games, ed. (2005), p. 199
  5. 5.0 5.1 Prima Games, ed. (2005), p. 200
  6. Prima Games, ed. (2005), p. 206
  7. Santa Monica Studio. God of War. Sony Computer Entertainment. „Oracle: From this night forward, the mark of your terrible dead with be visible to all! The ashes of your wife and child will remain fastened to your skin, never to be removed! Narrator: And with that curse, all would know him for the beast he had become, his skin white with the ash of his dead family. The ghost of Sparta had been born.“ 
  8. Santa Monica Studio. God of War. Sony Computer Entertainment. 
  9. Miller, Matt (March 17, 2010). „Anatomy Of A Character: Kratos“. Game Informer. GameStop. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 3, 2012. ციტირების თარიღი: March 22, 2010.
  10. Character Rigging & Cinematic Animation in God of War with Erica Pinto & Axel Grossman. YouTube. Gnomon (June 22, 2018). ციტირების თარიღი: June 22, 2018
  11. Chen, Grace. (November 17, 2010) Coming to PlayStation Plus: Discounts on Dead Nation and PSone Classics. PlayStation.Blog. Sony Computer Entertainment America. ციტირების თარიღი: May 11, 2012
  12. Chan, Ken. (October 28, 2010) New God of War: Ghost of Sparta Skins Exposed, Deimos for God of War III Unveiled. playstation.Blog. Sony Computer Entertainment America. ციტირების თარიღი: October 29, 2010
  13. 13.0 13.1 Quinio et al., 2010.
  14. Lowe 2009, p. 82.
  15. Sliva, Marty. (June 14, 2016) E3 2016: God of War Made Me Care About The Series For The First Time. IGN. Ziff Davis. ციტირების თარიღი: June 14, 2016
  16. Levi Buchanan. (March 30, 2007) 'God of War II' is one hell of a ride. NBC News. NBCUniversal. ციტირების თარიღი: March 15, 2008
  17. 17.0 17.1 Ready at Dawn. God of War: Ghost of Sparta. Sony Computer Entertainment. 
  18. 18.0 18.1 Wolfman, Marv (March 22, 2011). God of War. DC Comics, გვ. 144. ISBN 978-1-4012-2972-6. 
  19. God of War #1 Solicitation. DC Comics. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 14, 2016. ციტირების თარიღი: January 4, 2010
  20. God of War Comics. IGN. Ziff Davis Media. ციტირების თარიღი: September 23, 2012
  21. 21.0 21.1 21.2 Santa Monica Studio. God of War. Sony Computer Entertainment. 
  22. Santa Monica Studio. God of War: Ascension. Sony Computer Entertainment. 
  23. Ready at Dawn. God of War: Chains of Olympus. Sony Computer Entertainment. 
  24. Javaground. God of War: Betrayal. Sony Pictures Digital. 
  25. Santa Monica Studio. God of War III. Sony Computer Entertainment. 
  26. Newhouse, Alex; Crossley, Rob. God of War Revealed for PS4 at E3 2016. GameSpot. CBS Interactive (June 13, 2016). ციტირების თარიღი: June 14, 2016
  27. Dornbush, Jonathon. (September 10, 2021) God of War Ragnarok Director on How the Sequel Will Further Explore Kratos and Atreus' Story. IGN. ციტირების თარიღი: September 10, 2021