შინაარსზე გადასვლა

ფიმბულვინტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სკანდინავიურ მითოლოგიაში ფიმბულვეტრი (ან ფიმბულვინტერი)რაგნაროკის მოვლენების მომასწავლებელი. ეს ნიშნავს „დიდ ზამთარს“. ძველ ინგლისურში ის გამოითქმის როგორც "Fifelwinter".

მოკლე შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიმბულვინტერი, არის მკაცრი ზამთარი, რომელიც წინ უსწრებს სამყაროს დასასრულს და წყვეტს მთელ სიცოცხლეს დედამიწაზე. ფიმბულვინტერი არის სამი ზამთარი ზედიზედ, როდესაც თოვლი მოდის ყველა მხრიდან, ყოველგვარი შუალედური მზის გამოსვლის გარეშე. უთვალავი ომი მოჰყვება.

მოვლენა აღწერილია პირველ რიგში პოეტურ ედაში. "ლექსში Vafþrúðnismál", ოდინი უსვამს კითხვას ვაფშრუდინირს, თუ ვინ გადაურჩება კაცობრიობდან ფიმბულვინტერს. ვაფშრუდინირი პასუხობს, რომ ლიფი და ლიფრასირი გადარჩებიან და რომ ისინი იცხოვრებენ ჰოდმიმის ჰოლტის ტყეში.

მითოლოგია შეიძლება დაკავშირებული იყოს 536 წლის ვულკანურ ზამთართან, რამაც გამოიწვია ტემპერატურის შესამჩნევი ვარდნა ჩრდილოეთ ევროპაში. ასევე არსებობს რამდენიმე პოპულარული იდეა იმის შესახებ, აქვს თუ არა კავშირი მითოლოგიის კონკრეტულ ნაწილს კლიმატის ცვლილებასთან, რომელიც მოხდა სკანდინავიურ ქვეყნებში სკანდინავიური ბრინჯაოს ხანის დასასრულს ჩვ.წ. 650 წლიდან.[1]

დანიაში, ნორვეგიაში, შვედეთსა და სხვა სკანდინავიურ ქვეყნებში ტერმინი ფიმბულვინტერი ნასესხებია ძველი ნორვეგიიდან უჩვეულოდ ცივი და მკაცრი ზამთრის აღსანიშნავად.[2] თუმცა შვედეთში კიდევ ერთი გავრცელებული სიტყვაა "vargavinter" ("მგლის ზამთარი"). [3]

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიმბულვინტერი მომდინარეობს ძველი სკანდინავიურიდან, რაც ნიშნავს "საშინელ, დიდ ზამთარს". პრეფიქსი "ფიმბულ" ნიშნავს "დიდებული/დიდი", ამიტომ სიტყვის სწორი ინტერპრეტაცია არის "დიდი ზამთარი".[2]

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Gunn, Joel (2000). The Years Without Summer: Tracing A.D. 536 and its Aftermath (British Archaeological Reports International. Oxford, England: Archaeopress) ISBN 1-84171-074-1
  • Keys, David Patrick (2000). Catastrophe: An Investigation into the Origins of the Modern World. (New York: Ballantine Pub) ISBN 0-345-40876-4.
  • Larrington, Carolyne (Trans.) (1999). The Poetic Edda (Oxford World's Classics) ISBN 0-19-283946-2
  • Lindow, John (2001). Norse Mythology: A Guide to the Gods, Heroes, Rituals, and Beliefs (Oxford University Press) ISBN 0-19-515382-0
  • Orchard, Andy (1997). Dictionary of Norse Myth and Legend (Cassell) ISBN 0-304-34520-2

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ström, Folke: Nordisk Hedendom, Studentlitteratur, Lund 2005, ISBN 91-44-00551-2 (first published 1961) among others, refer to the climate change theory.
  2. 2.0 2.1 Svenska Akademiens Ordbok, entry for Fimbulvinter [1]
  3. Siv Strömquist (21 February 2011). „Gråbenstankar i vargavintern“ (შვედური). Svenska Dagbladet. ციტირების თარიღი: 6 October 2020.