კაპიტანი (არმია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კაპიტნის სამხრე ქართულ არმიაში

კაპიტანი (ფრანგ. Capitaine, ლათ. Capitaneus) — უმაღლესი სამხედრო წოდება უმცროს ოფიცერთა შემადგენლობაში მრავალი ქვეყნის არმიაში და სამართალდამცავ სტრუქტურებში.

ტერმინი სათავეს იღებს გვიანდელი ლათინური სიტყვიდან Capitaneus (მხედარმთავარი) და ნაწარმოებია სიტყვიდან Caput (თავი). პირველად შემოიღეს საფრანგეთში, 1558 წლიდან კაპიტანს უწოდებდნენ ასეულის მეთაურს, უმაღლეს მეთაურს — გენერალ-კაპიტანს.

რუსეთის იმპერიაში წოდების გამოყენება მეთექვსმეტე საუკუნიდან დაიწყეს და თავდაპირველად მას უცხოელ ოფიცრებს ანიჭებდნენ, მეჩვიდმეტე საუკუნიდან კი მთელ რეგულარულ არმიაში შემოიღეს.

საბჭოთა შეიარარებულ ძალებში კაპიტნის წოდება 1935 წელს დააწესეს და გამოიყენებოდა სახმელეთო და საჰაერო ძალებში, საზღვაო ძალებში შესაბამის ჩინს ეწოდებოდა კაპიტან-ლეიტენანტი. საზღვაო ძალებში ასევე არსებობდა პირველი, მეორე და მესამე რანგის კაპიტნის წოდებებიც, რაც სახმელეთო და საჰაერო ჯარების უფროსი ლეიტენანტის, ლეიტენანტის და უმცროსი ლეიტენანტის წოდებებს უთანაბრდებოდა.

ქართულ არმიაში კაპიტანი უფროს ლეიტენანტზე მაღალი და მაიორზე დაბალი სამხედრო წოდებაა.

ნატოს ჯარებში კაპიტნის სამხედრო რანგის კოდირებაა OF-2.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]