სპარტელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სპარტა დააარსეს დორიელებმა ძვ. წ. IX საუკუნეში პელოპონესის დიდი ნაწილის დაპყრობის შედეგად. მათ აქ დაიმორჩილეს ჯერ ლაკონიკის, შემდეგ კი მესენიის ოლქიც (ძვ. წ. VIII–VII საუკუნეები) იგი საბერძნეთის ყველაზე დიდი პოლისი გახდა. სპარტელები (ძვ. ბერძნ. Σπαρτιᾶται; დაახლ. 10 000 კაცი) სამხედრო ელიტად ჩამოყალიბდნენ. მათ „თანასწრებს“ უწოდებდნენ, რადგან ყველას ერთი ზომის მიწის ნაკვეთი ჰქონდა. ამ მიწებს ამუშავებდნენ სპარტელთა მიერ დამორჩილებული ადგილობრივები — ჰილოტები (დაახლ. 200 000) კაცი. მათ სპარტის მოქალაქეებად არ თვლიდნენ. იყვნენ სრულიად უუფლებონი, მაგრამ სპარტელებს მათი მოკვლის ან გაყიდვის უფლება არ ჰქონდათ. ისინი სპარტელებს უხდიდნენ მოსავლის ნახევარს. მეორე ჯგუფი ადგილობრივებისა — პერიეკები (დაახლ. 60 000 კაცი) ქალაქის განაპირას მცხოვრები ვაჭარ-ხელოსნები, თავისუფლები იყვნენ, მაგრამ არ ჰქონდათ პოლიტიკური უფლებები. სპარტელთა საზოგადოებრივი წყობილების ჩამოყალიბება და კანონების შექმნა უკავშირდება მათი ლეგენდარული მეფის — ლიკურგოსის სახელს.

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]