ზღარბი სონიკი
ზღარბი სონიკი (იაპონ. ソニック・ザ・ヘッジホッグ Sonikku za Hejjihoggu?); ინგლ. Sonic the Hedgehog) — ვიდეო თამაშების გმირი და მთავარი გმირი Sega-ს მიერ გამოშვებულ სონიკის ვიდეო თამაშებში. ასევე გმირია მრავალი კომიქსისა და ანიმაციური ფილმის. პირველი სონიკის თამაში გამოვიდა 23 ივნისს, 1991 წელს, რათა შექმნილიყო სეგას მთავარი თილისმა და კონკურენცია გაეწია ნინტენდოს მარიოსათვის. მას შემდეგ სონიკი გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გმირი ვიდეო თამაშებში. გაიყიდა მისი თამაშის სერიების 70 მილიონზე მეტი ასლი.[1] 2005 წელს ის, მარიოსთან და ლინკთან ერთად გახდა პირველი ვიდეო თამაშის გმირი, რომელსაც გაუხსნეს ვარსკვლავი.[2]
მხატვარი ნაოტო ოსიმა, დიზაინერი ჰიროკაზუ იასუჰარა და პროგრამისტი იუჯი ნაკა არიან ამ გმირის შემქმნელები.[3] ეს არის ლურჯი, 15 წლის[4] ანთროპომორფიული ზღარბი, რომელსაც შეუძლია ზებგერითი სისწრაფით ირბინოს, დაეხვიოს ბურთივით, ძირითადად მოწინააღმდეგისათვის შეტევისთვის.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-28. ციტირების თარიღი: 2010-08-11.
- ↑ Walk of Game 2005 inductees. ციტირების თარიღი: 2008-04-02.
- ↑ Horowitz, Ken. Sega Stars: Yuji Naka. Sega-16. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2006-06-20.
- ↑ ソニックチャンネル/キャラクター/ソニック. Sonic Channel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-22. ციტირების თარიღი: 2017-03-07.
|