ფესვები (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ფესვები)
Jump to navigation Jump to search
ფესვები
ჟანრი დრამა
დამდგმელი რეჟისორი ყარამან მგელაძე
სცენარის ავტორი სულიკო ჟღენტი
როლებში იოსებ ჯაჭვლიანი
დოდო აბაშიძე
ია ფარულავა
ლორანს რაგონი
ლევან აბაშიძე
ალექსანდრე მეძმარიაშვილი
ნუგზარ ყურაშვილი
გორგი გეგეჭკორი
გიორგი ჯიბლაძე
მალხაზ გორგილაძე
კომპოზიტორი ალექსანდრე რაქვიაშვილი
ხმის ოპერატორი დიმიტრი გედევანიშვილი
ოპერატორი აბესალომ მაისურაძე
მონტაჟი გულნარა ომიაძე
მხატვარი შოთა გოგოლაშვილი
ნიკოლოზ ზანდუკელი
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1987
ხანგრძლივობა 86 წთ.
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული

ფესვები — ქართული მხატვრული ფილმი. გადაღება დაიწყო 1985 წლის იანვარში და დამთავრდა 1987 წლის სექტემბერში

სცენარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმი ქართველი ემიგრანტის სამშობლოსადმი განუწყვეტელი ნოსტალგიით აღსავსე ვრცელი ცხოვრების გზაზე მოგვითხრობს. ფილმის მთავარი გმირი (მსახ. დოდო აბაშიძე) საშოვარზე მიემგზავრება საფრანგეთში, თუმცაღა I მსოფლიო ომის დაწყებისა და საზღვრების ჩაკეტვის გამო, სამუდამოდ რჩება საფრანგეთში, მიუხედავად ამისა ის საქართველოში დაბრუნების იმედს არ კარგავს. იგი ქმნის ოჯახს, ცოლად მოყავს ფრანგი გოგონა მადლენი. მისი შვილები ქართულად ვერ საუბრობენ. ორიდან ერთ-ერთი პარტიზანულ-დივერსიული ოპერაციის დროს იღუპება.

ერთ დღესაც იგი ხვდება ძველ ქართველ მეგობარს - მევიოლინეს რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ საფრანგეთში გაიცნო, რომელიც დანანებით ეუბნება რომ ისინი მოწყდნენ თავიანთ ფესვებს და რიტორიკულად ეკითხება "შენი შვილები ლაპარაკობენ ქართულად"? აღნიშნულმა მწარე რეალობამ უბიძგა ფილმის მთავარ გმირს, შვილიშვილისათვის ესწავლებინა ქართული ენა, კულტურა, ისტორია და ადათ-წესები. სიკვდილის წინ იგი ეუბნება შვილიშვილს: "გახსოვდეს, ხის სიმაღლე მიწის ზევიდან კი არ იზომება, ფესვებიდან. შენი ფესვები იქ არის - საქართველოში."

ფილმის სიუჟეტი ვითარდება გზად პარიზიდან საქართველომდე. შვილიშვილს მოაქვს ბაბუას ფერფლი და უყვება აღნიშნულ ისტორიას თანამგზავრს. ფილმის კულმინაცია შემდეგში მდგომარეობს: მაშინ როცა უკვე 60-ზე მეტი წელია ბაბუას საქართველოდან გამგზავრებიდან გასული და შვილიშვილს არც კი ჰგონი თუ ვინმეს ახსოვს მისი პაპა, თავსხმა წვიმაში მატარებლის სადგურზე მთელი სოფელია შეკრებილი და ელოდება მას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]