ამაზონია (სტადიონი)
იერსახე
|
| |
| მდებარეობა | მანაუსი, ამაზონასი, ბრაზილია |
|---|---|
| აშენდა | 2011-2014 |
| გაიხსნა | 9 მარტი, 2014 |
| საფარი | ბალახი |
| ტევადობა | 39 118 |
| გუნდები | |
| „ნასიონალი“ | |
ამაზონია (პორტ. Arena da Amazônia) — საფეხბურთო სტადიონი ამაზონასის შტატის ქალაქ მანაუსში, ბრაზილიაში. აშენებულია ძველი ვივალდანის სტადიონის ადგილას, რომელიც 2011 წელს დაანგრიეს. მისი მშენებლობა 2011-2014 წლებში მიმდინარეობდა. სტადიონის ტევადობაა 39,118[1]. სტადიონის გახსნითი მატჩი 2014 წლის 9 მარტს შედგა, ადგილობრივ „ნასიონალსა“ და „კლუბ რემოს“ შორის (2-2).
„ამაზონიაზე“ გაიმართება 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ამაზონია (სტადიონი)“ ვიკისაწყობში.- ოფიციალური საიტი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Arena Amazonia, Manaus. FIFA.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-19.