კირილიზაცია
კირილიზაცია — 1930—1940-იან წლებში რუსეთის, მონღოლეთის და ტუვის სახალხო რესპუბლიკის ხალხთა ლათინურიდან კირილური დამწერლობის გრაფიკაზე გადაყვანის პროცესი.
კირილიზაციის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კირილური ანბანი რუსეთის იმპერიის ხალხთა ენებისათვის
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კირილური დამწერლობის გავრცელება, მართლმადიდებლობასთან და მართლმადიდებლურ ლიტერატურასთან კომპლექსში, შეადგენდა არაქრისტიან არასლავ ხალხთა ურთიერთობაში რუსეთის იმპერიის აქტიურობის მთავარ ნაწილს, პირველ რიგში იმ ხალხთან, რომელთა ტერიტორიები რუსეთის იმპერიაში შევიდნენ შეიარაღებული წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ. იმპერიის აზიურ ნაწილში ამ სამუშაოების მაკოორდინირებელი მთავარი ცენტრი გარკვეულ პერიოდში იყო ყაზანი, თავიდან წმინდა სინოდის ეგიდით, შემდეგ ფუნქციები გაიყო ეკლესიასა და ყაზანის უნივერსიტეტს შორის. 1840-იან წლებში ყაზანში გამოიცა რამდენიმე მართლმადიდებლური სალოცავი წიგნი კირილიზებულ მონგოლურ ძველი დამწერლობის ენაზე.
ლათინიზაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1920-იან წლებში საბჭოთა კავშირში დაიწყო ქვეყანაში მცხოვრები ხალხის დამწერლობის ლათინიზაცია. პირველ რიგში, ლათინიცაზე, „მარქსის და ენგელსის დამწერლობა“, გადაჰყავდათ დამწერლობები, რომლებიც იყენებდნენ არაბულ ან მონღოლურ გრაფიკას. თურქული ენებისათვის შეიქმნა (ლათინურის საფუძველზე) ერთიანი იანალიფი (ახალი თურქული დამწერლობა). ასევე იქმნებოდა დამწერლობები ადრე უდამწერლობო ხალხისთვის. ეს ღონისძიებები ხელს უწყობდა გაუნათლებლობის ლიკვიდაციას, რაც იყო ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომლის დეკლარირებასაც საბჭოთა ხელისუფლება ახორციელებდა. ლათინიზაციის პიკზე, 1930-იანი წლების დასაწყისში, ლათინიცაზე გადავიდა იმ ხალხის დამწერლობებიც, რომლებიც ძველი დროიდან იყენებდნენ კირილიცას (კომი და სხვა).
კირილიზაციის დასაწყისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1930-იანი წლების პირველ ნახევარში, როდესაც ლათინიზაციის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდებოდა, საბჭოთა კავშირის ხალხთა ზოგიერთი ენის დამწერლობისთვის გადაწყდა შენარჩუნებულიყო კირილური გრაფიკა, თუმცა მათთვის ლათინიზებული დამწერლობის პროექტები უკვე შედგენილი, ხოლო ზოგიერთებისთვის დამტკიცებულიც კი იყო (ჩუვაშური, მორდვული, მარიული). ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ამ ენებზე ჯერ კიდევ ოქტომბრის რევოლუციამდე, ასევე 1920-იან წლებში, გამოცემული იყო ბევრი ლიტერატურა კირილიცაზე.
ამავე პერიოდში, ქვეყნის სხვადასხვა რაიონებიდან (უკიდურესი ჩრდილოეთი, მთიანი ალთაი, დაღესტანი და სხვა) მასწავლებლებისგან და ადგილობრივი საბჭოებიდან მოდიოდა საჩივრები იმ სირთულეებზე, რომელიც დაკავშირებული იყო ლათინიცაზე სწავლასთან.
[მოსწავლეებს]… დღეისათვის უმოკლეს პერიოდში ერთდროულად უწევთ გაეცნონ ორ საკმაოდ განსხვავებულ გრაფიკულ სისტემას, ამ დროს ერთი სისტემის ნიშნებს ხშირად ურევენ მეორე სისტემის ნიშნებთან[1].
ამ სახის გზავნილები ადგილებიდან იგზავნებოდა კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში ჯერ კიდევ 1934 წელს[2]. მიუხედავად იმისა, რომ 1935 წლის დასაწყისში პარტიის უმაღლესმა ხელისუფლებამ გამოხატა თავისი თანხმობა ჩრდილოეთის ხალხის დამწერლობის კირილიზაციაზე, პრაქტიკული ნაბიჯები დიდი ხნის მანძილზე არ იყო გადადგმული.
კირილიზაციის დაწყების კიდევ ერთი მთავარი მიზეზი გახდა საბჭოთა ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა. თუ ადრე ლათინური დამწერლობა განიხილებოდა, როგორც მსოფლიო რევოლუციის ერთ-ერთი იარაღი, ახლა ამ იდეაზე უარის თქმის (და უარის თქმა განეხილათ რუსეთი მხოლოდ, როგორც პლაცდარმი), ცალკეულ ქვეყანაში სოციალიზმის მშენებლობის პოლიტიკაზე გადასვლის და საბჭოთა პატრიოტიზმის გამო ლათინური დამწერლობა განიხილებოდა, როგორც „ბურჟუაზიული“ და „ნაციონალისტური“ მოვლენა. ლათინიცის საწინააღმდეგო სერიოზული არგუმენტი გახდა თურქეთთან ურთიერთობის მკვეთრი გაუარესება; რადგანაც თურქული ენები იყენებდნენ დამწერლობას ლათინიცის საფუძველზე, ეს ფაქტორი განიხილებოდა, როგორც თურქეთის პოლიტიკური გავლენის შესაძლებლობა საბჭოთა კავშირში მცხოვრებ თურქულენოვან ხალხზე.
კირილიზაციის პროცესის მიმდინარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კირილურ საფუძველზე გადაყვანილი პირველი დამწერლობა გახდა ყაბარდო-ჩერქეზული დამწერლობა (1936 წელი). მის შემდეგ (1937 წელი) კირილიცაზე გადავიდა ჩრდილოეთის ხალხის დამწერლობა, 1938 წელს — დაღესტნის ხალხის, ალთაელების და სხვების დამწერლობები. 1940—1941 წლებში კირილიცაზე გადავიდა ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი თურქული ხალხის დამწერლობები — თათრების, ბაშკირების, ყაზახების და სხვა. ყველაზე ბოლოს, უკვე 1940-იანი წლების ბოლოს — 1950-იანი წლების დასაწყისში კირილიცის დამწერლობის გრაფიკა მიიღეს ქურთულმა, უიღურულმა და დუნგანურმა ენებმა. ზოგიერთი დამწერლობა კირილიცაზე გადავიდა დეკლარატიულად: ახალი დამწერლობა ოფიციალურად დამტკიცდა, მაგრამ მისი ლიტერატურა იქიდან არ გამოსულა (ეს შეეხო ნივხურ, ნანაურ და უდეგეურ ენებს).
გრაფიკული თავისებურებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველად ახალი კირილური დამწერლობის თითქმის ყველა პროექტში გადაწყდა საერთოდ უარი ეთქვათ დამატებით ასოებზე. დაგეგმილი იყო რუსული დამწერლობის 33 ასოს, აპოსტროფის, ასევე დიგრაფის, ტრიგრაფის და ტეტრაგრაფების გამოყენება[3][4]. ასეთი დამწერლობა საკმაოდ მოუხერხებელი და გადატვირთული გამოდიოდა, ისინი ვერ ასახავდნენ ბევრი ენების ფონეტიკურ სიმდიდრეს. საბოლოოდ, ზოგიერთ დამწერლობაში შემოღებული იქნა დამატებითი ასოები (თათრული, ყაზახური, იაკუტური და სხვა), ხოლო სხვა დამწერლობებში სპეციფიკური ხმები გამოისახა დიგრაფებით და აპოსტროფებით (ყირიმელი თათრების, კავკასიის და უკიდურესი ჩრდილოეთის ხალხთა ენები). 1940—1950-იან წლებში ზოგიერთ დამწერლობაში (მაგალითად, ალთაური) დიგრაფები ასევე შეიცვალა დამატებითი ასოებით.
კირილიზაციის მნიშვნელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კირილიზაციამ ბევრი ხალხის წარმომადგენელს გაუადვილა რუსული ენის შესწავლა, რადგანაც გაქრა გაუგებრობა კირილურ (რუსულ) და ლათინიზირებულ (ეროვნულ) დამწერლობებს შორის. გაადვილდა წიგნების და გაზეთების აწყობა ტიპოგრაფიებში (შესაძლებელი გახდა რუსულიც და ეროვნული ტექსტიც აწყობილიყო ერთი და იგივე ლიტერებით). ამან ხელი შეუწყო საბჭოთა კავშირის არასლავური მუსლიმი მოსახლეობის განათლების დონის ამაღლებას.
ამავე დროს, 1920-იან — 1930-იან წლებში, ასევე რამდენიმე ასწლეულის მანძილზე არაბული (საბჭოთა კავშირის მუსლიმ მოსახლეობაში) და მონღოლური (მონღოლურ ხალხში) დამწერლობების ვარიანტებზე ლათინიზებული დამწერლობით გამოცემული ლიტერატურა გასაგებად გახდა მიუღებელი მათთვის, ვინც განათლება მიიღო მხოლოდ კირილიცაზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- A. Danchev, Bulgarian transcription of English names, Narodna Prosveta, Sofia, 1982 (in Bulgarian)
- R.S. Gilyrevsky (Гиляревский Р. С.), editor: "Practical Transcription of Personal and Family Names" (Практическая транскрипция фамильно-именных групп.) Moscow, Fizmatliz, 2004. ISBN 5-9221-0480-2. — (covers 6 European languages, as well as Arabic, Chinese, Turkish, and Japanese)
- same, 2nd edition; Moscow, Nauka, 2006, 526. ISBN 5-02-033718-8. (11 European languages, as well as Arabic, Chinese, Turkish, Hindi, Vietnamese, Korean, and Japanese)
- R.S. Gilyrevsky (Гиляревский Р. С.), B.A. Starostin (Старостин Б. А.) "Foreign Names in the Russian Text: A Handbook" (Иностранные имена и названия в русском тексте: Справочник). 3rd edition. Moscow, Vysshaya Shkola, 1985.
- D.I. Ermolovich (Ермолович Д. И.) "Personal Names at the Junction of Languages and Cultures" (Имена собственные на стыке языков и культур). Moscow, R. Valent, 2001. ISBN 5-93439-046-5. (23 languages)
- D.I. Ermolovich (Ермолович Д. И.) "Personal Names: Theory and Practice of Interlanguage Transmission at the Junction of Languages and Cultures" (Имена собственные: теория и практика межъязыковой передачи на стыке языков и культур. Moscow, R. Valent, 2005. ISBN 5-93439-153-4.
- R.A. Lidin (Лидин Р. А). "Foreign family names and personal names. Spelling and pronunciation. Practical transcription into Russian: Dictionary Handbook" (Иностранные фамилии и личные имена. Написание и произношение. Практическая транскрипция на русский язык: Словарь-справочник) Moscow, Vneshsigma, 1998.
ბმულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Докладная записка Ямальского (Ненецкого) окружкома Омскому обкому ВКП (б) о переводе ненецкого латинизированного алфавита на русскую основу. Цитируется по: Судьбы народов Обь-Иртышского Севера. Тюмень, 1994
- ↑ Докладная записка Омского обкома ВКП (б) И. В. Сталину «О переводе языков северных национальностей Омской области с латинизированного алфавита на русскую основу». Цитируется по: Судьбы народов Обь-Иртышского Севера. Тюмень, 1994
- ↑ Борыкъуей Т’ут’а. Буквар. — Налшык, 1936.
- ↑ Татар аьдяби телененъ алфавиты хъям орфографиясе. — Казан, 1938.