ტეტრაგრაფი
ტეტრაგრაფი (ბერძ. τετρα-, tetra-, „ოთხი“ და ბერძ. γράφω, gráphō, „ვწერ“) — ერთი ხმის (ფონემის) ან ხმების შეერთების წარმოსადგენისათვის გამოიყენებული ოთხი ასოს თანმიმდევრობა, რომლებიც აუცილებელი არ არის შეესაბამებოდნენ ცალკეული ასოების მნიშვნელობას. მაგალითად, გერმანულ ენაში ტეტრაგრაფი tsch წარმოადგენს ყრუ პალატოალვეოლარული აფრიკატის — /t͡ʃ/ ხმას. ინგლისურ ენაში ტეტრაგრაფები არ არსებობენ (თუმცა, არსებობს თანმიმდევრობა -ough სიტყვაში through), მაგრამ შენაერთი chth ტეტრაგრაფია ბერძნული წარმოშობის სიტყვებში, როგორიცაა chthonian.
რამდენიმე სიმბოლოებით დაწერილი ფონემები ხშირად იმაზე მეტყველებენ, რომ ან ფონემა, ან დამწერლობა უცხოა ენისათვის. მაგალითად, კირილიცური დამწერლობა ადაპტირებულია კავკასიის ხალხთა ენებისათვის, რომლებიც ფონოლოგიურად საკმაოდ განსხვავდება რუსულისაგან, სადაც ფართედ გამოიყენება დიგრაფები, ტრიგრაფები და ტეტრაგრაფი кхъу-ც კი ხმისთვის /qʷ/ ყაბარდოულ ენაში. ჰმონგის ენისათვის შექმნილი რომანიზირებული პოპულარული დამწერლობა მოიცავს სამ ტეტრაგრაფს: nplh, ntsh და ntxh, რომლებიც წარმოადგენენ რთულ თანხმოვნებს.
ტეტრაგრაფების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კირილიცაში, რომელიც გამოიყენება კავკასიის ხალხთა ენებისათვის არსებობენ ტეტრაგრაფები, როგორც ორმაგი დიგრაფები, რომლებიც გამოიყენება „ძლიერი“ თანხმოვნებისთვის (როგორც წესი, ტრანსკრიპცირებული საერთაშორისო ფონეტიკურ ანბანში, როგორც კირილიცაში გემინალური), ასევე ტრიგრაფების ლაბიალიზებული ჰომოლოგები.
- ⟨кхъу⟩ გამოიყენება ყაბარდოულ ენაში ხმისთვის [qʷ], ტრიგრაფ ⟨кхъ⟩ [q]-ის ლაბიალიზებული ჰომოლოგი, წარმოშობილია დიგრაფ ⟨къ⟩ [qʼ]-ის გამოძახილისგან.
- ⟨кӀкӀ⟩ გამოიყენება ხუნძურ ენაში ხმისთვის [kʼː], დიგრაფ ⟨кӀ⟩ [kʼ]-ის „ძლიერი“ ჰომოლოგი, გამოძახილი (⟨Ӏ⟩) ასო ⟨к⟩ [k]-ის ჰომოლოგი. ხშირად იცვლება ⟨кӀ⟩ [kʼ].
- ⟨цӀцӀ⟩ გამოიყენება ხუნძურ ენაში ხმისთვის [tsʼː]. ხშირად იცვლება ⟨цӀ⟩ [tsʼ].
- ⟨чӀчӀ⟩ გამოიყენება ხუნძურ ენაში ხმისთვის [tʃʼː]. ხშირად იცვლება ⟨чӀ⟩ [tʃʼ].
- ⟨гъӀв⟩ გამოიყენება არჩიბულ ენაში ხმისთვის [ʁʷˤ]
- ⟨ккъӀ⟩ გამოიყენება არჩიბულ ენაში ხმისთვის [qːʼˤ]
- ⟨къIв⟩ გამოიყენება არჩიბულ ენაში ხმისთვის [qʼʷˤ]
- ⟨ллъв⟩ გამოიყენება არჩიბულ ენაში ხმისთვის [ɬːʷ]
- ⟨ххьI⟩ გამოიყენება არჩიბულ ენაში ხმისთვის [χːˤ]
- ⟨хъIв⟩ გამოიყენება არჩიბულ ენაში ხმისთვის [qʷˤ ]
- ⟨хьIв⟩ გამოიყენება არჩიბულ ენაში ხმისთვის [χʷˤ]