კარუპანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
კარუპანო
Carúpano
Vista de la ciudad de carupano desde el cerro maturincito.jpg
კარუპანოს სანტა როსა დე ლიმას ეკლესია
დროშა გერბი
Flag of Municipio Bermudez.svg ESC-R-Bermudez.svg

ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
შტატი სუკრე
კოორდინატები 10°40′00″ ჩ. გ. 63°15′00″ დ. გ. / 10.66667° ჩ. გ. 63.25000° დ. გ. / 10.66667; -63.25000
ფართობი 203 კმ²
ცენტრის სიმაღლე 10±1 მეტრი
მოსახლეობა 173 877 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 856 კაცი/კმ²
სატელეფონო კოდი 0294
საფოსტო ინდექსი 6150
ოფიციალური საიტი http://www.carupano.org/index.html
კარუპანო — ვენესუელა
კარუპანო

კარუპანო (ესპ. Carúpano) — ქალაქი აღმოსავლეთ ვენესუელაში, სუკრეს შტატში. მდებარეობს კარიბის ზღვის სანაპიროზე, შტატის დედაქალაქ კუმანადან 120 კმ-ით აღმოსავლეთით.[1] წარმოადგენს ბერმუდესის მუნიციპალიტეტის ცენტრს, რომლის მოსახლეობაც 2010 წლის მონაცემებით 173 877 ადამიანს შეადგენს.[2]

ვენესულის განმათავისუფლებელმა, სიმონ ბოლივარმა 1814 წელს სწორედ კარუპანოში გამოსცა დეკრეტი მონობის გაუქმების თაობაზე.[3]

XIX საუკუნის განმავლობაში კარუპანო იყო ევროპული მიგრაციის სამიზნე, ძირითადად სიცილიიდან და სარდინიიდან.

1962 წლის 4 მაისს, ქალაქი აიღეს რომულო ბეტანკურის მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებულმა სამხედრო ოფიცრებმა.

კოლონიური პერიოდიდან მოყოლებული, ქალაქის მთავარი საექსპორტო პროდუქტებია კაკაო, ყავა, შაქარი, ბამბა, ხე-ტყე და სპირტიანი სასმელები.

1997 წელს მომხდარმა მიწისძვრამ ქალაქი სერიოზულად დააზიანა, ისევე როგორც მთლიანად შტატის უდიდესი ნაწილი.[4][5]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]