შინაარსზე გადასვლა

ინდური ასტროლოგია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ასტროლოგია
ისტორია
ასტროლოგიის ისტორია
ასტრონომიის ისტორია
ასტროლოგია და ასტრონომია
ტრადიციები
არაბული/სპარსული ასტროლოგია
ბაბილონური ასტროლოგია
ჩინური ასტროლოგია
ელინისტური ასტროლოგია
ინდური ასტროლოგია
დასავლური ასტროლოგია
კიდევ...
ჰოროსკოპული ასტროლოგიის
განშტოებები
ნატალური ასტროლოგია
არჩევითი ასტროლოგია
საათობრივი ასტროლოგია
პოლიტიკური ასტროლოგია
კიდევ...
კატეგორიები
ასტროლოგები
ასტროლოგია ტრადიციის მიხედვით
ასტროლოგია ტიპის მიხედვით
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

ინდური (ვედური) ასტროლოგია, ანუ როგორ მას ინდოეთში უწოდებენ, ჯიოტიშა (სანსკრ. ज्योतिष jyotiṣa "სინათლის ბატონი" (jyoti "სინათლე" + isha "უფალი", "ღმერთი"), - ეს არის ასტროლოგიის ინდური მიმართულება, რომელიც წინასწარმეტყველების მეცნიერება და ტექნოლოგიაა. ჯიოტიშა ინდოეთში ჯერ კიდევ 5000 წლის წინ იყო განვითარებული, ამის ნათელი მაგალითია უძველესი ინდური ასტროლოგიური ტრაქტატი ბრიჰატ–პარაშარა–ჰორა–შასტრა, რომელიც ჩვ. წ. აღ–მდე 3000 წლის შეიქმნა. ჯიოტიშა იყოფა სამ ნაწილად (სკანდად): ჰანიტა (ასტროლოგიის ასტრონომიული საფუძვლები), სამჰიტა (მომასწავებელი ნიშნების ასტროლოგია) და ჰორა (ჰოროსკოპული ასტროლოგია). სხვა კლასიფიკაციის მიხედვით, ჯიოტიშა ექვსი განშტოებისგან შედგება:

გარდა ამისა, ინდოელი ასტროლოგები ხშირად იშველიებენ ნუმეროლოგიას, ფიზიოგნომიკას და ქირომანტიას.

ზემოთ მოტანილი ასტროლოგიის ნაწილები მჭიდროდაა ურთიერთდაკავშირებული, მაგრამ ასტროლოგის ყველაზე დიდ ყურადღებას დაკვირვების და გამოთვლების (გოლა და განიტა) ნაწილები ითხოვდნენ, რომელიც ყველა დანარჩენი განშტოების საფუძველია. ჯიოტიშ (ასტროლოგ) ვარაჰამიჰირას (505 - 587 წ.წ.) თქმით, "შეცდომა განიტაში ისეთივე საშინელი ცოდვაა, როგორც წინასწარმეტყველის მკვლელობა".

ინდური ასტროლოგიის საფუძვლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სტატიები თემატიკაზე
ინდუიზმი
ისტორია · პანთეონი
მიმართულებები · მითოლოგია
რწმენა და პრაქტიკა
 · მოკშა
კარმა · სამსარა
დჰარმა პუჯა · მაია
ნირვანა ·
ვედანტა ·
იოგა · აიურვედა
იუგა · ვეგეტარიანელობა
ბჰაკტი
მწერლობა
ვედები  · უპანიშადები  · არანიაკა
მაჰაბჰარატა (ბჰაგავადგიტა)  · რამაიანა
პურანები
შიკშაპატრი · ვაჩანამრუტი
დაკავშირებული თემები
დჰარმული რელიგიები ·
ინდუიზმი ქვეყნების მიხედვით
მასწავლებლები · მანდირი
ვარნები · მანტრა
ტერმინოლოგია
კამასუტრა
დღესასწაულები
მურტი

    

თუ ევროპული ასტროლოგიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი "ბედისწერის" დაძლევაა, ანუ ჰოროსკოპში ჩადებული ნეგატიური ტენდენციების გამოსწორებაა (იხ. ჰუმანური ასტროლოგია), ინდური ასტროლოგია უფრო ფატალისტურია: ითვლება, რომ ჰოროსკოპი ადამიანის კარმის შესახებ შეიცავს ინფორმაციას, რომელსაც ყველა უნდა შეეგუოს და მიიღოს. (იხ. ასტრალური ფატალიზმი).

სიტყვასიტყვით, გრაჰა ნიშნავს ნებისმიერ ციურ სხეულს ან წერტილს, რომელსაც ადამიანების საქმიანობაზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. სიმარტივისთვის, გრაჰა შეიძლება ითარგმნოს, როგორც პლანეტები. საგულისხმოა, რომ ინდური ასტროლოგია არ მოიხსენიებს ისეთ ზეპლანეტებს, როგორებიცაა ურანი, ნეპტუნი და პლუტონი, რადგან იგი სეპტენერის პლანეტებსა და მთვარის კვანძებზეა დაფუძნებული; ანუ მარტივად რომ ვთქვათ, შეუიარაღებელი თვალით ხილულ ციურ ობიექტებზე.

ზოგიერთ მეთოდიკაში იყენებენ აგრეთვე ფიქტიურ პლანეტებს (გულიკა, მანდი, ანიუ, დჰუმა, ინდრადჰანუ, პარივეშა).

ქვემოთ მოტანილია ცხრა გრაჰა (ციური სხეული ან "პლანეტა"):

სანსკრიტიქართულიაბრევიატურასქესიგუნაგანასახიერებს
სურია
(सूर्य)
მზესუ ან მზმმსატვასული, მეფე, მაღლა მდგომი პიროვნება, მამა.
ჩანდრა
(चंद्र)
მთვარეჩ ან მთმდსატვაგონება, დედოფალი, დედა.
მანგალა
(मंगल)
მარსიმამმტამასიენერგიული ქმედება, რწმენა და პიროვნული მე
ბუდჰა
(बुध)
მერკურიბუ ან მერაჯასიკომუნიკაცია და ანალიზი.
გურუ
(बृहस्पति)
იუპიტერიგუ ან იუმმსატვადიადი მასწავლებელი
შუქრა
(शुक्र)
ვენერაშკ ან ვემდრაჯასიკეთილდღეობა, სიამოვნება და გამრავლება
შანი
(शनि)
სატურნიშამდტამასიგზის სიმძიმის შემეცნება. კარიერა და დღეგრძელობა
რაჰუ
(राहु)
დემონისებური გველის თავი
მთვარის ჩრდილოეთი კვანძი
რამდტამასიასურა, რომელიც ყველანაირად ცდილობს, რომ თავის მფარველობის ქვეშ მყოფთ ცხოვრება ქაოსად უქციოს.
კეტუ
(केतु)
დემონისებური გველის კუდი
მთვარის სამხრეთი კვანძი
კემმტამასიზებუნებრივი გავლენები
ნომ. სანსკრიტი ქართული დასავლური სტიქია ჯვარი
1 მეშა ვაცი ვერძი ტეჯასი (ცეცხლი) ჩარა (კარდ.)
2 ვრიშაბჰა/ვრიშა ულაყი კურო პრითვი (მიწა) სთირა (ფიქს.)
3 მითჰუნა წყვილი მარჩბივი ვაიუ (ჰაერი) დვიშვაბჰავა (მუტ.)
4 კარკატაკა/კარკა სამაჯური კირჩხიბი ჯალა (წყალი) ჩარა
5 სიმჰა ლომი ლომი ტეჯასი სთირა
6 კანია გოგონა ქალწული პრითვი დვიშვაბჰავა
7 ტულა სასწორი სასწორი ვაიუ ჩარა
8 ვრიშჩიკა ღრიანკალი ღრიანკალი ჯალა სთირა
9 დჰანუშა/ დჰანუს მშვილდი მშვილდოსანი ტეჯასი დვიშვაბჰავა
10 მაკარა თხა თხის რქა პრითვი ჩარა
11 კუმბჰა სურა მერწყული ვაიუ სთირა
12 მინა თევზი თევზები ჯალა დვიშვაბჰავა
  • 1-ლი სახლი [ლაგნა–ბჰავა] - ადგილობრივი, გარეგნობა, ხასიათი, ცხოვრებისეული მიზანი
  • მე-2 სახლი [დჰანა–ბჰავა] - კეთილდღეობა, ოჯახი, საჭმელი, დაწყებითი განათლება
  • მე-3 სახლი [საჰაჯანა–ბჰავა] - უმცროსი დედმამისშვილი, კომუნიკაციის საშუალებები
  • მე-4 სახლი[შუქჰა–ბჰავა] - დედა, განათლება, სახლი, საკუთრება, ტრანსპორტი
  • მე-5 სახლი [პუტრა–ბჰავა] - შვილები, საყვარელი, გამრავლება, ერთგულება, კრეატიულობა
  • მე-6 სახლი [სატრუ–ბჰავა] - ჯანმრთელობა, ბიძა და ბიცოლა, სასამართლო გარჩევა, მსახურები
  • მე-7 სახლი [ჯაია–ბჰავა] - მეუღლე, საქმიანი პარტნიორი, სიკვდილი, ვაჭრობა, ხელშეკრულება
  • მე-8 სახლი [მრიტიუ–ბჰავა] - სექსი, დღეგრძელობა, შეცდომა, მეუღლის ოჯახი, მზითევი
  • მე-9 სახლი [დჰარმა–ბჰავა] - იღბალი, უმაღლესი შემეცნება, მოგზაურობა, რელიგია, მენტორი
  • მე-10 სახლი [კარმა–ბჰავა] - პროფესია, სტატუსი, ძალაუფლება, მამა, დედამთილი/სიდედრი
  • მე-11 სახლი [ლაბხა–ბჰავა] - მეგობრები, იმედები, დანაზოგები, უფროსი დედმამისშვილი, სიძე/რძალი
  • მე-12 სახლი [ვიია–ბჰავა] - ხარჯები, ძილი, შენაწირი, საზღვარგარეთ წასვლა

ნაქშატრა - მთვარის თანავარსკვლავედები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
#სახელწოდებამდებარეობამმართველი პლანეტა
1აშვინი (अश्विनि)0 - 13°20' ვერძიკეტუ
2ბჰარანი (भरणी)13°20' - 26°40' ვერძივენერა
3კრიტიკა (कृत्तिका)26°40' ვერძი - 10°00' კურომზე
4როჰინი (रोहिणी)10°00' - 23°20' კურომთვარე
5მრიგაშირა (म्रृगशीर्षा)23°20' კურო - 6°40' ტყუპებიმარსი
6არდრა (आर्द्रा)6°40' - 20°00' ტყუპებირაჰუ
7პუნარვასუ (पुनर्वसु)20°00' ტყუპები - 3°20' კირჩხიბიიუპიტერი
8პუშია (पुष्य)3°20' - 16°20' კირჩხიბისატურნი
9აშლეშა (आश्लेषा)16°40' კირჩხიბი - 0°00' Leoმერკური
10მაგჰა (मघा)0°00' - 13°20' ლომიკეტუ
11პურვა ფჰალგუნი (पूर्व फाल्गुनी)13°20' - 26°40' ლომივენერა
12უტარა ფჰალგუნი (उत्तर फाल्गुनी)26°40' ლომი - 10°00' ქალწულიმზე
13ჰასტა (हस्त)10°00' - 23°20' ქალწულიმთვარე
14ჩიტრა (चित्रा)23°20' ქალწული - 6°40' სასწორიმარსი
15სვატი (स्वाति)6°40' - 20°00 სასწორირაჰუ
16ვიშაქჰა (विशाखा)20°00' სასწორი - 3°20' მორიელიიუპიტერი
17ანურადჰა (अनुराधा)3°20' - 16°40' მორიელისატურნი
18ჯიეშტა (ज्येष्ठा)16°40' მორიელი - 0°00' მშვილდოსანიმერკური
19მულა (मूल)0°00' - 13°20' მშვილდოსანიკეტუ
20პურვა აშადჰა (पूर्वाषाढ़ा)13°20' - 26°40' მშვილდოსანივენერა
21უტარა აშადჰა (उत्तराषाढ़ा)26°40' მშვილდოსანი - 10°00' თხის რქამზე
22შრავანა (श्रवण)10°00' - 23°20' თხის რქამთვარე
23დჰანიშტჰა (श्रविष्ठा)23°20' თხის რქა - 6°40' მერწყულიმარსი
24სატაბიშა (शतभिषा)6°40' - 20°00' მერწყულირაჰუ
25პურვა ბჰადრაპადა (पूर्वभाद्रपदा)20°00' მერწყული - 3°20' თევზებიიუპიტერი
26უტარა ბჰადრაპადა (उत्तरभाद्रपदा)3°20' - 16°40' თევზებისატურნი
27რევატი (रेवती)16°40' - 30°00' თევზებიმერკური
ვარგაწილადიწილადი ჰოროსკოპიმნიშვნელობა
რაში1D-1ფიზიკური, მატერიალური ცხოვრება
ჰორა2D-2სიმდიდრე, ფული
დრეკანა3D-3დამოკიდებულება და–ძმებთან (ბედნიერება და–ძმებიდან)
ჩატურტჰამშა4D-4უძრავი ქონება, წარმატება, იღბალი, ფასეულობა, კეთილდღეობა
ტრიმშამშა5D-5პოპულარობა, ავტორიტეტი, მორალი, ეთიკა, სულიერი ფასეულობები
შაშტხამშა6D-6ფიზიკური ავადმყოფობა, უბედური შემთხვევა
საპტამშა7D-7ბავშვები – დამოკიდებულება ბავშვებთან მიმართებაში
ნავამშა9D-9საქორწინო პარტნიორი, მეუღლე, ვალდებულება ოჯახთან მიმართებაში
დაშამშა10D-10პროფესია, ძალაუფლება, კარიერა, ლიდერობა, საზოგადოებრივი საქმიანობა
რუდრამშა11D-11სიკვდილი და ნგრევა
დვადაშამშა12D-12მშობლები, ბებია–ბაბუა, წინაპრები, დამოკიდებულება მშობლებთან
შოდაშამშა16D-16სატრანსპორტო საშუალებები, მგზავრობა (ამ დროს სასიკეთო ან უბედურები შემთხვევები
ვიმშამშა20D-20რელიგიური მიდრეკილებები, რელიგიური ან სულიერი განვითარება, სიბრძნე
ჩატურვიმშამშა24D-24სწავლა, ცოდნა, სისტემური (უმაღლესი) განათლება
საპტავიმშამშა27D-27ძალა, შესაძლებლობა, ძლიერი და სუსტი მხარეები
ტრიმშამშა30D-30უიღბლობა, საერთო დანაკარგები, დასჯა
კჰავედამშა40D-40ცხოვრების ხარისხი – ზოგადად ბედნიერი და უბედური მოვლენები
აკშავედამშა45D-45ზოგადად კარგად ყოფნა
შაშტიამშა60D-60კარმა – "წარსულ ცხოვრებაში" დაგროვილი ვალის გამო "ამ ცხოვრებაში" შექმნილი შეზღუდვა
  • ვიკტორ ნოზაძე, „ვეფხისტყაოსნის ვარსკვლავთმეტყველება“, თბილისი, 2005
  • „Hindu Chronology“, Encyclopædia Britannica Eleventh Edition, 1911
  • Maharshi Parasara „BRIHAT PARASARA HORA SASTRA“, New Delhi, 1994