კარდინალური ნიშანი
იერსახე
კარდინალური ნიშანი (ინგლ. Cardinal Mark) — საზღვაო ნიშანი (ბუი ან სხვა მოტივტივე ან ფიქსირებული სტრუქტურა), რომელიც საზღვაო საპილოტე მომსახურებაში გამოიყენება საფრთხის მდებარეობისა და უსაფრთხო წყლების მიმართულების მისათითებლად.
კარდინალური ნიშნები მიუთითებენ ნაოსნობისთვის უსაფრთხო წყლების მიმართულებას ნავიგაციურ საფრთხესთან მიმართებაში, ჰორიზონტის ძირითადი მიმართულებების (ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი, დასავლეთი) შესაბამისად. სწორედ ამიტომ, ლატერალური სისტემისგან განსხვავებით, ხომალდის მოძრაობის მიმართულების ან მდებარეობის მიუხედავად, კარდინალური ნიშნები ნაოსნობის უსაფრთხო მიმართულების განსასაზღვრად ყოველთვის ერთნაირად იკითხება.
მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარდინალური ნიშანი ჰორიზონტის ოთხი მხრიდან ერთ-ერთზე მიუთითებს და ნაოსნობისთვის უსაფრთხო წყლებს აღნიშნავენ.
- ნიშნის თავზე დამაგრებულია ორი კონუსი. ზემოთ მიმართული კონუსები ჩრდილოეთზე მიუთითებს, ქვემოთ მიმართული კონუსები კი ― სამხრეთზე. წვეროებით ერთმანეთისკენ მიმართული კონუსები დასავლეთს აღნიშნავს, ხოლო ერთმანეთის მიმართ ფუძეებით განლაგებული კონუსები ― აღმოსავლეთს.
- კარდინალური ნიშნები გამოირჩევა შავი და ყვითელი ზოლებით, რომლებიც კონუსების მიმართულების შესაბამისია ― შავი ზოლი ისეა განლაგებული, როგორც კონუსების წვერები (მაგალითად, ჩრდილოეთის კარდინალური ნიშანი შეფერილია ქვემოთ ყვითელი და ზემოთ შავი ზოლით, ხოლო აღმოსავლეთის კარდინალური ნიშანი შავია, შუაში ყვითელი ზომით).
- კარდინალური ნიშნები შეიძლება აღჭურვილი იყოს მოელვარე (ელვარე) შუქით, რომელიც ხშირი ან ძალიან ხშირი გაელვებებისგან შედგება, რომელთა რაოდენობები საათის ისრის მიმართულებით ნიშნების მდებარეობის შესაბამისია (მაგ: ჩრდილოეთის კარდინალური ნიშანი განუწყვეტლივ ელვარებს, აღმოსავლეთის კარდინალური ნიშანი ციკლის განმავლობაში სამჯერ გამოანათებს, სამხრეთის კარდინალური ნიშანი კი 6 საათის შესაბამისად 6-ჯერ ანათებს, რომელსაც 1 ხანგრძლივი შუქი სდევს თან, რათა დასავლეთის კარდინალური შუქისგან უფრო მარტივად გასარჩევი იყოს).
მახასიათებელი | ჩრდილოეთი | სამხრეთი | აღმოსავლეთი | დასავლეთი |
---|---|---|---|---|
ქიმზე კონუსების ურთიერთგანლაგება | ▲ ▲ წვეროები ზემოთ |
▼ ▼ წვეროები ქვემოთ |
▲ ▼ კონუსები ფუძეებით ერთად |
▼ ▲ წვეროები ერთმანეთის მიმართულებით |
ფერი | შავი ყვითლის ზემოთ | ყვითელი შავის ზემოთ | შავი ყვითელი ჰორიზონტალური ზოლით | ყვითელი ნიშანი შავი ჰორიზონტალური ზოლით |
შუქი (თუკი აღჭურვილია) | უწყვეტი ელვარე | 6 ხშირი გაელვება + 1 ხანგრძლივი გაელვება | 3 გაელვება | 9 გაელვება |
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
Knoll-ის ჩრდილოეთის კარდინალური ნიშანი.
-
აღმოსავლეთის კარდინალური ნიშანი ხომალდ Stavros S Niarchos-ს უსაფრთხო ნავიგაციაში ეხმარება, სოლენტი, 2008 წლის აგვისტო.
-
ოთხივე ტიპის კარდინალური ნიშანი ნანაიმოს ნავსადგურში ძველი ბეტონის სტრუქტურაზე აფრთხილებს.
-
აღმოსავლეთის კარდინალური ნიშანი ყინულის ტყვეობაში, ჰელსინკის მახლობლად.
-
სამხრეთის კარდინალური ნიშანი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლატერალური ნიშანი
- უსაფრთხო წყლების ნიშანი
- განცალკევებული საშიშროების ნიშანი
- სპეციალური ნიშანი
- ჩაძირული გემის აღმნიშვნელი საგანგებო ბუი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- ციცქიშვილი, გ. (2021). ნავიგაციური საფრთხეების შემოფარგვლის სისტემები (წიგნში საზღვაო საქმე). ბათუმი. გამომცემლობა „აჭარა“.
- Cunliffe, Tom (2016), The complete day skipper (fifth რედ.), Adlard Coles nautical (an imprint of Bloomsbury), ISBN 978-1-4729-2416-2
- IALA, Cardinal Marks, IALA, http://www.iala-aism.org/web/pages/publications/docpdf/mbsenpdf/mbs6to9.pdf. წაკითხვის თარიღი: 2010-06-01 დაარქივებული 2007-12-14 საიტზე Wayback Machine.
- IALA (2010), Maritime buoyage system and other aids to navigation, IALA (International association of maritime aids to navigation and lighthouse authorities), https://www.irishlights.ie/media/11141/IALA-MBS.pdf. წაკითხვის თარიღი: 11 August 2019
- Noice, Alison (2013), Day skipper for sail & power (second რედ.), Adlard Coles nautical (an imprint of Bloomsbury), ISBN 978-1-4081-9310-5
- RYA (1985), Navigation, an RYA manual (second რედ.), Newton Abbot: David & Charles, ISBN 0-7153-8631-X
- Sanders, John (2018), Cardinal Marks, https://www.boatschool.com.au/cardinal-marks/. წაკითხვის თარიღი: 15 September 2020