კირჩხიბი (ასტროლოგია)
იერსახე
| სიმბოლო: | კიბორჩხალა |
| პერიოდი (ტროპიკული): | 21 ივნისი — 22 ივლისი |
| პერიოდი (ვარსკვლავური): | 17 ივლისი — 16 აგვისტო |
| პერიოდი (მზის): | 21 ივლისი — 9 აგვისტო |
| თანავარსკვლავედი: | კირჩხიბი |
| სტიქია: | წყალი |
| ჯვარი: | კარდინალური |
| მმართველი პლანეტა: | მთვარე |
| განდევნილი: | სატურნი |
| ეგზალტაცია: | იუპიტერი |
| დაცემა: | მარსი |

კირჩხიბი (♋) — ზოდიაქოს ნიშანი. იგი არის რიგით მეოთხე ასტროლოგიური ნიშნების სისტემაში. ზოდიაქოს პრინციპების მიხედვით, მზე ამ ნიშანში იმყოფება დაახლოებით 22 ივნისიდან 22 ივლისამდე. კირჩხიბის ზოდიაქო განსხვავდება კირჩხიბის თანავარსკვლავედისგან, სადაც მზე 21 ივლისიდან 9 აგვისტომდე მოძრაობს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, კირჩხიბის მმართველია — მთვარე. კირჩხიბის ზოდიაქოში „ეგზალტირებულია“ — იუპიტერი , „დაცემულია“ — მარსი, „გამოძევებულია“ — სატურნი. მინეროლოგიური თვალსაზრისით, კირჩხიბის ძირითადი მინერალია: ზურმუხტი. მას ასევე შეესაბამება: მთვარის ქვა, სარდიონი, მთის ბროლი, ჰემატიტი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ეტლთა და შვიდთა მნათობთათვის (ასტროლოგიური თხზულება XII საუკუნისა), თბილისი, 1975;
- ვიკტორ ნოზაძე, „ვეფხისტყაოსნის ვარსკვლავთმეტყველება“, თბილისი, 2005;
- ზაურ ქოქრაშვილი, „ბიბლიურ პატიოსან ქვათა და ეტლთა შესახებ“, თბილისი, 2005.
| ვერძი | კურო | მარჩბივი | კირჩხიბი | ლომი | ქალწული | სასწორი | ღრიანკალი | მშვილდოსანი | თხის რქა | მერწყული | თევზები | |