ღრიანკალი (ასტროლოგია)
იერსახე
| სიმბოლო: | მორიელი |
| პერიოდი (ტროპიკული): | 23 ოქტომბერი — 21 ნოემბერი |
| პერიოდი (ვარსკვლავური): | 17 ნოემბერი — 15 დეკემბერი |
| პერიოდი (მზის): | 23 ნოემბერი — 29 ნოემბერი |
| თანავარსკვლავედი: | ღრიანკალი |
| სტიქია: | წყალი |
| ჯვარი: | მყარი |
| მმართველი პლანეტა: | პლუტონი |
| განდევნილი: | ვენერა |
| ეგზალტაცია: | ურანი |
| დაცემა: | მთვარე |

ღრიანკალი (♏) — ზოდიაქოს ნიშანი. იგი არის რიგით მერვე ასტროლოგიური ნიშნების სისტემაში. ზოდიაქოს პრინციპების მიხედვით, მზე ამ ნიშანში იმყოფება დაახლოებით 22 (ან 23) ოქტომბრიდან 22 (ან 23 ) ნოემბრამდე. ღრიანკალის (მორიელის) ზოდიაქო განსხვავდება მორიელის თანავარსკვლავედისგან, სადაც მზე 23 ნოემბრიდან 29 ნოემბრამდე მოძრაობს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, მორიელის მმართველია — პლუტონი. თანამმართველია — მარსი. მორიელის ზოდიაქოში „ეგზალტირებულია“ — ურანი, „დაცემულია“ — მთვარე, „გამოძევებულია“ — ვენერა. მინეროლოგიური თვალსაზრისით, მორიელის ძირითადი მინერალია: ბივრილი. მას ასევე შეესაბამება: ოპალი, მარჯანი, ობსიდიანი, სერდოლიქსი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ეტლთა და შვიდთა მნათობთათვის (ასტროლოგიური თხზულება XII საუკუნისა), თბილისი, 1975;
- ვიკტორ ნოზაძე, „ვეფხისტყაოსნის ვარსკვლავთმეტყველება“, თბილისი, 2005;
- ზაურ ქოქრაშვილი, „ბიბლიურ პატიოსან ქვათა და ეტლთა შესახებ“, თბილისი, 2005.
| ვერძი | კურო | მარჩბივი | კირჩხიბი | ლომი | ქალწული | სასწორი | ღრიანკალი | მშვილდოსანი | თხის რქა | მერწყული | თევზები | |