შინაარსზე გადასვლა

ინგლისის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინგლისის ხიდი
Английский мост
კოორდინატები 59°54′57″N 30°17′28″E / 59.915833° ჩ. გ. 30.291111° ა. გ. / 59.915833; 30.291111
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ტიპი საფეხმავლო
სიგრძე 60,8 მ
სიგანე 5,5 მ
თარიღდება 1905-1906

ინგლისის ხიდი (რუს. Английский мост) — საფეხმავლო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში. მდინარე ფონტანკაზე. აკავშირებს პოკროვსკისა და უსახელო კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 60,8 მეტრი, სიგანე - 5,5 მ.

ინგლისის ხიდი მდებარეობს ინგლისის პროსპექტის პირდაპირ.

დინების ზემოთში მდებარეობს ეგვიპტის ხიდი, ხოლო ქვემოთ — სტარო-კალინკინის ხიდი.

უახლოესი მეტროსადგურია „ბალტიისკაია“ (1,3 კმ).

ხიდმა სახელი მიიღო ახლოს მდებარე ინგლისის პროსპექტის მიხედვით, რომელმაც თავის მხრივ სახელი მიიღო ინგლისის სანაპიროს მიხედვით. 1906-1920 წლებშიხიდს ეწოდებოდა ინგლისის საფეხმავლო ხიდი, 1920 წლიდან კი მოქმედებს ამჟამინდელი სახელი — ინგლისის ხიდი.

1906-1908 წლების პერიოდში ინგლისის პროსპექტის გასწვრივ ააგეს ხის ხუთმალიანი საფეხმავლო ხიდი,რომლის პროექტის ავტორიც იყო პ. ა. ლიხაჩევი.

თანამედროვე ხიდი ააგეს 1962-1963 წლებში, რათ აღნიშნულ ადგილზე გაეტარებინათ გათბობის მილები. ხიდის პროექტი შეიმუშავეს „Ленгипроинжпроект-ის“ ინსტიტუტში. პროექტის ავტორები გახდნენ ინჟინრები ა. ა. კულიკოვი, არქიტექტორები პეტრე არტემის ძე არეშევი და ვლადიმერ სერგის ძე ვასილკოვსკი.

ამჟამინდელი ინგლისის ხიდი სამმალიანია და მეტალისგანაა აგებული. საფეხმავლო ნაწილი ასფალტითაა მოპირკეთებული. ხიდის მოაჯირები თუჯისგანაა დამზადებული და მხატვრულადაა გაფორმებული.

თავისი კონსტრუქციით იდენტურია ახლოს მდებარე წითელარმიელების ხიდთან. აღნიშნულ ხიდთან და ეგვიპტის ხიდთან ერთად ქმნის ერთგვარ ანსამბლს.

  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]