იზმაილოვის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იზმაილოვის ხიდი
Измайловский мост
კოორდინატები 59°55′10″N 30°18′28″E / 59.919444° ჩ. გ. 30.307778° ა. გ. / 59.919444; 30.307778
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ტიპი საავტომობილო
სიგრძე 72,5 მ
სიგანე 15,9 მ
გახსნის თარიღი 1738
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7802259000

იზმაილოვის ხიდი (რუს. Измайловский мост) — ერთ-ერთი უძველესი ხიდი სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში. მდინარე ფონტანკაზე. აკავშირებს სპასკისა და უსახელო კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 72,5 მეტრი, სიგანე - 15,9 მ.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იზმაილოვის ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს ამაღლებისა და იზმაილოვის პროსპექტებს.

დინების ზემოთში მდებარეობს ობუხოვის ხიდი, ხოლო ქვემოთ — წითელარმიელების ხიდი.

უახლოესი მეტროსადგურებია „ტექნოლოგიური უნივერსიტეტი“, „სადოვაია“, „სენის მოედანი“, „სპასკაია“.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდმა სახელწოდება მიიღო იზმაილოვის პროსპექტის მიხედვით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხის ხიდი ამ ადგილზე მოქმედებს 1738 წლიდან. 1786-1788 წლებში მდინარე ფონტანკის გრანტის სანაპიროს მოპირკეთების შემვეგ იგი ქვის ხიდად გადააკეთეს. ეს იყო შვიდი კოშკიანი ხიდიდან ერთ-ერთი, რომელიც აგებული იყო მდინარე ფონტანკაზე ტიპური პროექტით. 1782-1788 წლებში გენერალური გეგმის მიხედვით მდინარე ფონტანკაზე ააგეს შვიდი ხიდი სემიონოვის, ანიჩკოვის, ჩერნიშიოვის, ობუხოვის, იზმაილოვის, სემენოვისა და კალინკინის. ხიდები ააგეს ტიპური პროექტით, რომლის ავტორიც იყო ფრანგი არქიტექტორი ჟან-როდოლფ პერონე.

ისევე როგორც სხვა ხიდებიც მდინარე ფონტანკაზე, იზმაილოვის ხიდიც სამმალიანი იყო, ხის შუა გასახსნელი მალით.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში აუცილებელი გახდა იზმაილოვის ხიდის გაფართოება. 1861 წელს ხიდი გადააკეთეს ინჟინერ ვ. ვ. დიმანის პროექტის მიხედვით. ხიდის კოშკები მოანგრიეს, შუა გასახსნელი მალა შეცვალეს მუდმივი მალით, გააფართოეს სავალი ნაწილი და არქიტექტორ ა. ი. კრაკაუს წინადადებით გაუკეთეს მეტალის მოაჯირები.

2007 წლისათვის იზმაილოვის ხიდი ავარიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და 2008 წელს დაკეტეს კაპიტალური რემონტისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга - Петрограда - Ленинграда.. — Л.: Стройиздат, Ленингр. отд-ние, 1986. — 280 с.
  • Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 88. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.
  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]