ეგვიპტის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეგვიპტის ხიდი
Египетский мост
კოორდინატები 59°55′02″N 30°17′50″E / 59.917222° ჩ. გ. 30.297222° ა. გ. / 59.917222; 30.297222
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ტიპი საფეხმავლო, საავტომობილო
სიგრძე 46 მ
სიგანე 27 მ
გახსნის თარიღი 1826
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810706002

ეგვიპტის ხიდი (რუს. Египетский мост) — ხიდი სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში. მდინარე ფონტანკაზე. აკავშირებს პოკროვსკისა და უსახელო კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 46 მეტრი, სიგანე - 27 მ. ხიდი არის ისტორიისა და კულტურის ძეგლი.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეგვიპტის ხიდი მდინარე ფონტანკას კვეთასვს ლერმონტოვის პროსპექტის გასწვრივ.

დინების ზემოთში მდებარეობს წითელარმიელების ხიდი, ხოლო ქვემოთ — ინგლისის ხიდი.

უახლოესი მეტროსადგურია „ბალტიისკაია“ (1,1 კმ).

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდმა სახელწოდება მიიღო თავისი გაფორმების მიხედვით. ხიდი გაფორმებულია ძველი ეგვიპტური ორნამენტებით. დაპროექტების დროინდელ საბუთებში ხიდს ეწოდება „დიდი ჯაჭვის ხიდი“. 1928 წლიდან 1836 წლამდე — „ახალი ჯაჭვის ხიდი“, 1836 წლიდან 1867 წლამდე — „ეგვიპტის ჯაჭვის ხიდი“, ხოლო 1867 წლიდან — „ეგვიპტის ხიდი“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ხიდის აგების აუცილებლობა მდინარე ფონტანკაზე განაპირობა ორმა ფაქტორმა: კალინკინისა და იზმაილოვის ხიდებს შორის დაშორებამ და სატრანსპორტო მოძრაობის გაუმჯობესებამ რაიონებს შორის.

ახალი ხიდის პრექტი შეადგინა ინჟინერმა ვასილი ხრისტიანოვიჩმა. მშენებლობის დაწყების თარიღად ითვლება 1825 წელი. ხიდის ყველა მეტალის კონსტრუქცია დაამზადეს ჩარლზ ბერდის ქარხანაში. სფინქსების ქანდაკებაც ასევე ჩამოასხეს ბერდის ქარხანაში პავლე სოკოლოვის პროექტის მიხედვით. კვარცხლბეკები დაამზადეს პეტროზავოდსკში.

ხიდის გახსნის ცერემონიალი შედგა სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე ერთი თვით ადრე. ხიდი გაიხსნა 1826 წლის 25 აგვისტოს. ხიდს აქვს მდიდრული არქიტექტურული გაფორმება „ეგვიპტურ სტილში“.

ეგვიპტის ხიდი ხალხის სამსახურში იყო 79 წელი. ამ ხნის განმავლობაში იგი რამდენჯერმე გაარემონტეს: 1866, 1876, 1887, 1894 და 1900-იან წლებში.

1905 წლის 2 თებერვალს ხიდზე გვარდიის კავალერიის ესკადრონის გადასვლის მომენტში, ხიდი ჩაინგრა. შემთხვევა ადამიანური მსხვერპლის გარეშე დასრულდა. დაიღუპა მხოლოდ სამი ცხენი. დროებითი ხიდი გახსნეს 1905 წლის 16 აპრილს, რომელიც არსებობდა 1955 წლამდე.

1989 წელს სფინქსის ერთ-ერთ ქანდაკებას დაეჯახა მანქანა, ძლიერი დარტყმის შედეგად ქანდაკება გადავარდა მდინარეში, მოგვიანებით სფინქსი ამოიღეს წყლიდან და გაარემონტეს.

2004 წელს მიმდინარეობდა ხიდის კომპლექსური რესტავრაცია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.
  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
  • Кочедамов В. И. Мосты Ленинграда. — Л.: Искусство, 1958. — 60 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]