სამრეცხაო ხიდი
სამრეცხაო ხიდი Прачечный мост | |
---|---|
კოორდინატები | 59°56′52″N 30°20′11″E / 59.947778° ჩ. გ. 30.336389° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
ტიპი | საფეხმავლო, საავტომობილო |
სიგრძე | 40,9 მ |
სიგანე | 14,3 მ |
გახსნის თარიღი | 1766 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
სამრეცხაო ხიდი (რუს. Прачечный мост) — ხიდი სანქტ-პეტერბურგში, ცენტრალურ რაიონში. მდინარე ფონტანკაზე. აკავშირებს საადმირალოს პირველსა და უსახელო კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 40,9 მეტრი, სიგანე - 14,3 მ. ხიდი არის ერთ-ერთი პირველი ქვის ხიდი ქალაქში.
მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხიდის ახლოს მდებარეობს ზაფხულის ბაღი და პეტრე I-ის ზაფხულის სასახლე.
დინების ქვემოთ მდებარეობს პანტელეიმონის ხიდი.
უახლოესი მეტროსადგურებია — „გორკოვსკაია“ და “ჩერნიშევსკაია“.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამრეცხაო ხიდი ეწოდა იმასთან დაკავშირებით, რომ იქვე ახლოს, სერგიევის ქუჩის კუთხეში მდებარეობდა სასახლის სამრეცხაო[1][2][3].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამრეცხაო ხიდი, გედების ზემო ხიდთან და ერმიტაჟის ხიდთან ერთად, არის სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთი პირველი ქვის ხიდი.
ხიდი ააგეს ნევის გრანიტის სანაპიროსთან ერთად საზაფხულო ბაღის სიახლოვეს. თავდაპირველი პროექტი, რომელიც შეადგინეს 1762 წელს, ითვალისწინებდა სამმალიანი, ქვის ხიდის მშენებლობას, ხის გასახსნელი მალით, თუმცა საბოლოოდ ხიდი სამმალიანი ააგეს და არ იხსნებოდა.
პროექტის ავტორი უცნობია. გრანიტის სანაპიროს მშენებლობას კი ხელმძღვანელობდა არქიტექტორი იური ფელტენი. ხიდის მშენებლობა გრძელდებოდა 1766 წლიდან 1769 წლამდე ი. ლ. როსისა და ტ. ი. ნასონოვის ხელმძღვანელობით.
1887 წელს მიაშენეს ორი ყინულმჭრელი ნევის მხრიდან. 1908 წელს ჩატარდა ხიდის კვლევა, რომელმაც გამოავლინა მნიშვნელოვანი დეფორმაციები. ამავე წელს ქალაქის ტექნიკურმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ხიდის გადაკეთების შესახებ. 1909 წელს ინჟინერმა კ. ვ. ეფიმოვმა შეადგინა პროექტის ორი ვარიანტი ქვით და მეტალის ნაწილებით. თუმცა სამხატვრო აკადემია გამოვიდა ხიდის სახის შეცვლის წინააღმდეგ. ქალაქის საბჭომ სხვა გადაწყვეტილება მიიღო, რაც უკვე სახეს აღარ ცვლიდა.
ეს პროექტი ხორცილედებოდა 16 წელი და დასრულდა 1926 წელს. ამ პერიოდში გარემონტებულმა ხიდმა მოაღწია ჩვენამდე უმნიშვნელო ცვლილებებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
- Кочедамов В. И. Набережные Невы. — М.: Гос. издательство литературы по строительству и архитектуре, 1954. — 179 с.
- Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. *П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.
- Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Прачечный мост //СПб ГБУ «Мостотрест»
- [მკვდარი ბმული] Прачечный мост //Энциклопедия Санкт-Петербурга
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 471. — 511 с.
- ↑ Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 333. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
- ↑ Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 100. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.