ანიჩკოვის ხიდი
იერსახე
ანიჩკოვის ხიდი (რუს. Аничков мост) — პირველი და ყველაზე განთქმული ხიდია მდ. ფონტანკაზე სანქტ-პეტერბურგში, რუსეთი. ხიდი, რომელიც აიგო 1841-1842 წლებში და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 1906-1908 წლებში, გამოირჩევა მარტივი ფორმითა და რამდენიმე თვალისმომჭრელი დეკორაციით. განთქმული ოთხი ცხენის სკულპტურასთან (1848-1850) ერთად ხიდს ერთ-ერთი ყველაზე საუცხოო ორნამენტებიანი ჭედური რკინის სახელურები აქვს მთელ პეტერბურგში. ამ სტრუქტურას საკუთარ ნაწარმოებებში ხოტბა შეასხეს პუშკინმა, გოგოლმა და დოსტოევსკიმ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Yu. B. Novikov, Mosty i naberezhnye Leningrada, Lenizdat: Saint Petersburg (Russia), ISBN 5-289-00690-7