ლეშტუკოვის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეშტუკოვის ხიდი
Лештуков мост
კოორდინატები 59°55′37″N 30°19′54″E / 59.926944° ჩ. გ. 30.331667° ა. გ. / 59.926944; 30.331667
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ტიპი საფეხმავლო, საავტომობილო
სიგრძე 52,2 მ
სიგანე 14,2 მ
გახსნის თარიღი 1907

ლეშტუკოვის ხიდი (რუს. Лештуков мост) — ხიდი სანქტ-პეტერბურგში, ცენტრალურ რაიონში. მდინარე ფონტანკაზე. აკავშირებს სპასკისა და უსახელო კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 52,2 მეტრი, სიგანე - 14,2 მ.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეშტუკოვის ხიდი მდებარეობს ჯამბულის შესახვევის დასაწყისში. ხიდთან ახლოს განთავსებულია გ. ა. ტოვსტონოგოვის სახელობის დიდი დრამატული თეატრი.

დინების ზემოთში მდებარეობს ლომონოსოვის ხიდი, ხოლო ქვემოთ — სემიონოვის ხიდი.

უახლოესი მეტროსადგურია „ზვენიგოროდსკაია“.

მოძრაობა ხიდზე, ისევე როგორც ახლოს მდებარე ჯამბულის შესახვევზე და ასევე დიდი დრამატული თეატრის მხარეზე, ცალმხრივია. მდინარე ფონტანკის სანაპიროზე მოძრაობა მარცხენა მხრიდანაა, ასე რომ ხიდზე ასვლა შესაძლებელია მხოლოდ ლომონოსოვის ქუჩის მხრიდან. სტეფანოვკის ქუჩის მხარეს პირდაპირი მოძრაობა არ არის. აქედან გამომდინარე, მანქანების ნაკადი ლომონოსოვის ხიდისკენ მიდის, მაგრამ თეატრალური შენობის უკან მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ აპრაქსინის ეზოდან.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავისი სახელწოდება ხიდმა მიიღო ჯამბულის შესახვევის ძველი სახელწოდებისაგან, რომელიც ატარებდა ლეშტუკოვის შესახვევის სახელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1907 წელს, სპეციალურად სუვორინის (ამჟამად დიდი დრამატული თეატრი) თეატრის მაყურებლებისათვის ააგეს ხის ხუთმალიანი ხიდი. ხიდი არაერთხელ გარემონტეს. 1952 წელს ხის მალები გამოცვალეს მეტალის კოჭებით. 1971 წელს მიმდინარეობდა საყრდენების კაპიტალური რემონტი. ხის საფარი შეიცვალა ორმაგი ხეფენილით. 1988 წელს „Легипроинжпроект“-ის ინჟინერმა ლ. ნ. სობოლევმა შეადგინა ხიდის რეკონსტრუქციის პროექტი. 1993 წლიდან 1999 წლამდე ლეშტუკოვის ხიდი კაპიტალურ რემონტშია. სამუშაოს ვამკვეთი იყო ხიდების მეურნეობის სამმართველო, ხოლო გენერალური დამპროექტებელი „Легипроинжпроект“. პროექტის მთავარი არქიტექტორი იყო ალექსი იურის ძე შოლოხოვი, ჯგუფის ხელმძღვანელი — ი. გ. შინდინი, ინჟინერ-კონსტრუქტორი — ნ. ს. ლებედევი, მჭედელი — ვ. ვოლკოვი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]