ბელინსკის ხიდი
ბელინსკის ხიდი Мост Белинского | |
---|---|
კოორდინატები | 59°56′17″N 30°20′35″E / 59.938022° ჩ. გ. 30.343128° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
ტიპი | საფეხმავლო, საავტომობილო |
სიგრძე | 56,6 მ |
სიგანე | 19,06 მ |
გახსნის თარიღი | 1733 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ბელინსკის ხიდი (რუს. Мост Белинского) — ხიდი სანქტ-პეტერბურგში, ცენტრალურ რაიონში. მდინარე ფონტანკაზე. აკავშირებს სპასკისა და უსახელო კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 56,6 მეტრი, სიგანე - 19,06 მ. ხიდი არის რეგიონული მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლი და იცავს სახელმწიფო.
მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხიდის ახლოს მდებარეობს სანქტ-პეტერბურგის დიდი სახელმწიფო ცირკი და სანქტ-პეტერბურგის სვიმეონისა და ანას ეკლესია.
დინების ზემოთ მდებარეობს პანტელეიმონის ხიდი, ქვემოთ კი — ანიჩკოვის ხიდი.
უახლოესი მეტროსადგურებია — „გოსტინი-დვორი“.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველად, 1739 წლის 20 აგვისტოდან ხიდს ეწოდებოდა სიმეონოვსკის ხიდი, გვერდით მდებარე წმინდა სიმეონისა და ანას ეკლესიის გამო. ხიდმა თანამედროვე სახელწოდება მიიღო 1923 წლის 6 ოქტომბერს და ეწოდა მწერალ ბელინსკის ხიდი. ხოლო სიტყვა „მწერლის“ გარეშე სახელი გამოიყენება 1929 წლიდან.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1733 წელს ააგეს ხის ხიდი. 1784-1785 წლებში იგი შეცვალეს ქვის, სამმალიანი ხიდით, რომელიც მდინარე ფონტანკაზე აგებული შვიდი ტიპური ხიდიდან ერთ-ერთი იყო (შემორჩენილია მხოლოდ ორი მათგანი ლომონოსოვის ხიდი და სტარო-კალინკინის ხიდი), რომელიც ხასიათდებოდა კოშკებით. პროექტის ავტორი სავარაუდოდ იყო ფრანგი ინჟინერი ჟან როდოლფ პერონე. ფაქტობრივად ეს ხიდი იყო მათ შორის პირველი. 1859 წელს კოშკები მოანგრიეს.
1890 წელს სავალი ნაწილის გაფართოების მიზნით ხიდი მცირედ გადააკეთეს. დაამონტაჟეს თუჯის მოაჯირები. 1908 წელს ხიდზე გაიყვანეს ტრამვაის ხაზი. 1988 წელს მოიწონეს პროექტი, რომლის მიხედვითაც იგეგმებოდა ხიდისათვის ისტორიული სახის დაბრუნება (ინჟინერი გ. მ. ტოლსტოპიატოვი, არქიტექტორი ი. გ. შინდინი), თუმცა ეკონომიკური სიდუხჭირის დაწყების გამო აღნიშნული პროექტი არ განხორციელებულა. 1997-1999 წლებში მიმდინარეობდა ხიდის კაპიტალური რემონტი. 2003 წელს პროგრამა „ნათელი ქალაქის“ ფარგლებში დაამონტაჟეს დეკორატიული განათება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
- Кочедамов В. И. Набережные Невы. — М.: Гос. издательство литературы по строительству и архитектуре, 1954. — 179 с.
- Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост.
- Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Мост Белинского //СПб ГБУ «Мостотрест»
- [https://web.archive.org/web/20190404011752/http://encspb.ru/object/2804005868 დაარქივებული 2019-04-04 საიტზე Wayback Machine. Мост Белинского] //Энциклопедия Санкт-Петербурга