ინგლისის სანაპირო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინგლისის სანაპირო
Английская набережная
კოორდინატები 59°56′01″N 30°17′30″E / 59.933611° ჩ. გ. 30.291667° ა. გ. / 59.933611; 30.291667
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სიგრძე 1 260 მ
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810692000

ინგლისის სანაპირო (რუს. Английская набережная) — სანაპირო სანქტ-პეტერბურგის საადმირალოს რაიონში. სიგრძე 1 260 მეტრი. მდებარეობს მდინარე დიდი ნევის სანაპიროზე სენატის მოედანსა და ახალი საადმირალოს არს შორის. 1918-1994 წლებში ეწოდებოდა წითელი ფლოტის სანაპირო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანაპირო დააარსეს XVIII საუკუნის დასაწყისში მდინარე დიდი ნევის ქვემო დინებაში. აქედან მომდინარეობს მისი ძველი სახელწოდება „Береговая Нижняя набережная улица“. ისააკის ტაძრისაგან, რომელიც აღმართულია ბრინჯაოს მხედრის სიახლოვეს, წარმოიშვა მისი მეორე სახელწოდება „ისააკის სანაპირო“. მისი მესამე სახელწოდება გალერის სანაპირო, წარმოიქმნა მას შემდეგ, რაც ახალ საადმირალო არხზე ააშენეს გალერების ასაშენებლი ქარხანა. XVIII საუკუნეში აქ დასახლება დაიწყეს ინგლისელმა ვაჭრებმა და გაიხსნა იესო ქრისტეს ანგლიკანური ეკლესია (სახლი № 56) — საიდანაც წარმოსდგება მისი მეოთხე და ამჟამინდელი სახელწოდება.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1918 წელს უწოდეს წითელი ფლოტის სანაპირო, რომელიც მას 1994 წლამდე ერქვა. აღნიშნული სახელი ბალტიის ფლოტის მეზღვაურების პატივისცემის ნიშნად უწოდეს, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ოქტომბრის რევოლუციაში. სანაპიროს ქუჩაზე № 44 სახლის ახლოს დგას სტელა, რომლითაც მონიშნულია კრეისერ „ავრორას“ სადგომი ადგილი 1917 წლის 7 ნოემბერს. სტელა დაამონტაჟეს 1939 წელს არქიტექტორ ალექსანდრე გეგელოს პროექტის მიხედვით. ინგლისის სანაპიროს ისტორიული სახელწოდება დაუბრუნდა 1994 წელს სანქტ-პეტერბურგში დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II-ის ვიზიტისთვის მზადების პერიოდში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 182—183. — 511 с.
  • Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 22. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
  • Соловьёва Т. А. К причалам Английской набережной. СПб., 1998.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — СПб.: Норинт, 2002. — 353 с. — ISBN 5-7711-0019-6.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]