იაკობ ტრიპოლსკი
| იაკობ (იაშა) ტრიპოლსკი | |
|---|---|
|
იაკობ ტრიპოლსკი | |
| დაბადების სახელი | იაკობ ტრიპოლსკი |
| დაბადების თარიღი |
31 დეკემბერი, 1919 დაბა ფასანაური, დუშეთის რაიონი |
| გარდაცვალების თარიღი |
4 მარტი, 1988 (68 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
| საქმიანობა | მსახიობი |
| ჯილდოები | საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1966) |
იაკობ (იაშა) ვლადიმერის ძე ტრიპოლსკი (დ. 31 დეკემბერი, 1919, ახლანდელი დაბა ფასანაური, დუშეთის რაიონი — გ. 4 მარტი, 1988, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1966).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1941 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1942 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია. შესრულებული აქვს სხვადასხვა ხასიათის როლი, მათ შორის მანუჩა (ვალერიან კანდელაკის „მაია წყნეთელი“), იასონი (შალვა დადიანის „ნინოშვილის გურია“), ტიბალტი, მალვოლიო (უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“, „მეთორმეტე ღამე“), თინიბეგი (მიხეილ მრევლიშვილის „ზვავი“), ბახა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), დათიკო („მე ვხედავ მზეს“ ნოდარ დუმბაძის მიხედვით), გიჟუა, მოურავი (აქვსენტი ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“) და სხვა.
კინოში იღებენ 1943 წლიდან. როლები: თეიმურაზი („ქეთო და კოტე“), პროფესორი („ჭრიჭინა“), ი. სტალინი („მიზნის არჩევა“), ზურაბ გურგენიძე („ქალის ტვირთი“), თორღვაი („ხევისბერი გოჩა“) და სხვა. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1948: „ქეთო და კოტე“ (თეიმურაზი) რეჟ.: ვახტანგ ტაბლიაშვილი, შალვა გედევანიშვილი
- 1954: „ჭრიჭინა“ (პროფესორი) რეჟისორები სიკო დოლიძე, ლევან ხოტივარი
- 1955: „ცისკარა“ (ლურჯი ვეზირი) რეჟ. სერგო ჭელიძე
- 1957: „ქალის ტვირთი“ (ზურაბ გურგენიძე) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1958: „მანანა“ (სერგო – მანანას მამა) რეჟისორები ზაქარია გუდავაძე, შალვა მარტაშვილი
- 1964: „ხევისბერი გოჩა“ (თორღვაი) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1966: „შეხვედრა წარსულთან“ (ანდრია) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1967: „ქალაქი ადრე იღვიძებს“ (მინისტრი) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1970: „წყალდიდობა“ რეჟ. თენგიზ გოშაძე
- 1970: „სემირამიდას ბაღები“ (ლევანი) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1971: „ზოია რუხაძე“ რეჟ. დავით რონდელი
- 1973: „ლევან ხიდაშელი“ (ედიშერ ხუნდაძე) რეჟ. ვახტანგ ტაბლიაშვილი
- 1974: „Выбор цели“ (რუსეთი) (სტალინი) რეჟ. იგორ ტალანკინი
- 1976: „Дума о Ковпаке“ (რუსეთი) (სტალინი) რეჟ. ტიმოფეი ლევჩუკი
- 1976: „გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები)“ რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1977: „Солдаты свободы“ (რუსეთი) (სტალინი) რეჟ. იური ოზეროვი
- 1977: „სიცოცხლე ერმილეს“ რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1981: „მე მოვედი“ (სკოლის დირექტორი) რეჟ. ალექსანდრე (ალეკო) ნინუა
- 1982: „Если враг не сдаётся…“ (რუსეთი) (სტალინი) რეჟ. ტიმოფეი ლევჩუკი
- 1984: „სანამ წვიმა გადივლიდეს“ რეჟ. ქეთი დოლიძე
- 1985: „Битва за Москву (киноэпопея)“ (რუსეთი) (სტალინი) რეჟ. იური ოზეროვი
- 1993: „Трагедия века“ (რუსეთი) (ადრე შესრულებული სტალინის როლის კადრები გამოიყენეს ფილმში) რეჟ. იური ოზეროვი
- 1995: „Великий полководец Георгий Жуков“ (რუსეთი, სირია) (ადრე შესრულებული სტალინის როლის კადრები გამოიყენეს ფილმში) რეჟ. იური ოზეროვი
ნათამაშები როლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარჯანიშვილის თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვალერიან კანდელაკი ს „მაია წყნეთელი“ (მანუჩა )
- შალვა დადიანის „ნინოშვილის გურია“ (იასონი)
- უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ (ტიბალტი)
- უილიამ შექსპირის „მეთორმეტე ღამე“ (მალვოლიო)
- მიხეილ მრევლიშვილის „ზვავი“ (თინიბეგი)
- ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“ (ბახა)
- „მე ვხედავ მზეს“ ნოდარ დუმბაძის მიხედვით (დათიკო )
- აქვსენტი ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ (გიჟუა, მოურავი )
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1950: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი[1]
- 1966: საქართველოს სსრ სახალხო არტისტი[2]
- საპატიო ნიშნის ორდენი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ცუცქირიძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 53.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იაკობ ტრიპოლსკი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- იაკობ ტრიპოლსკი — ეროვნული ფილმოგრაფია
- იაკობ ტრიპოლსკი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაბადებული 31 დეკემბერი
- დაბადებული 1919
- გარდაცვლილი 4 მარტი
- გარდაცვლილი 1988
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- ქართველი მსახიობები
- XX საუკუნის მსახიობები
- საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- მსახიობები ანბანის მიხედვით