თარზე დაკვრის აზერბაიჯანული ხელოვნება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თარზე დაკვრის აზერბაიჯანული ხელოვნება (აზერ. Azərbaycan tar ifaçılıq sənəti) — აზერბაიჯანული მუსიკის შესრულების ხელოვნება თარზე, სიმიან მუსიკალურ ინსტრუმენტზე, რომელსაც გრძელი ყელი გააჩნია.

თარზე შესრულება, ისევე როგორც მისი წარმოების ხელოვნება განვითარებულია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ამ ტრადიციასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აზერბაიჯანის კულტურული იდენტურობის ჩამოყალიბებაში. თარი გამოიყენება ხალხური მუსიკის შესრულებაში. ეს მუსიკალური ინსტრუმენტი ძირითადად გამოიყენება მუღამის ტრიოს შემადგენლობაში წამყვან ინსტრუმენტად. ის არის აზერბაიჯანული ხალხური ფოლკლორული ორკესტრისა და ანსამბლების მთავარი ინსტრუმენტი. თარი ითვლება აზერბაიჯანის მუსიკალურ სიმბოლოდ. თარზე დაკვრის აზერბაიჯანული ხელოვნება შედის იუნესკოს ზეპირი და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლებული აზერბაიჯანული თარის შემქმნელი. მირზა სადიღი (სადიღჯანი)

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თარი პოპულარული გახდა XVIII საუკუნეში. ისტორიულად თარს გააჩნდა 5 სიმი, მსხვილი და ღრმა კორპუსი. იგი იყო მძიმე და დაკვრისას მას მუხლებზე იკავებდნენ[2].

70-იან წლებში თარი რეკონსტრუირებული იყო მუსიკოს და კომპოზიტორ მირზა სადიღის მიერ, რომელიც ხალხში ცნობილი იყო, როგორც სადიღჯანი. თავიდან მან სიმების რაოდენობა გაზარდა 18-მდე, ხოლო შემდეგ შეამცირა 13-მდე. კორპუსის სისქე იქნა შემცირებული, ხოლო გვერდები გასწორებული. კორპუსის ზედა ნაწილი გაფართოებულ იქნა, რამაც გახმოვანების ძალა გაზარდა. ინსტრუმენტის დაჭერა შესაძლებელი გახდა მკდერდთან[2].

რეკონსტრირებული მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელსაც „აზერბაიჯანული თარი" უწოდეს დიდი გავრცელება ჰპოვა XIX საუკუნეში კავკასიის, თურეთისა და ცენტრალური აზიის ტერიტორიაზე. 1929 წელს, იმისათვის, რომ თარი ყოფილიყო უფრო მდგრადი, სიმების რაოდენობა 11-მდე შეამცირეს[2].

აზერბაიჯანულ მუსიკაში თარს უმთავრესად იყენებდნენ მუღამის ტრიოს შემადგენლობაში.

30-იანი წლების დასაწყისში ეროვნული მუსიკალური ინსტრუმენტების წინააღმდეგ დაწყებული იყო კომპანია, მათ შორის თარის წინააღმდეგაც. თარის დასაცავად გამოვიდნენ ისეთი კულტურის მოღვაწეები, როგორიცაა მიქაილ მუშვიგი, უზეირ ჰაჯიბეკოვი და სხვა. ზუსტად ამ უკანასკნელმა შეძლო და შეინარჩუნა ინსტრუმენტი 12 ტონიანი წყობა. ამის და მიხედვით უზრუნველყოფილ იქნა თარის შეყვანა სანოტო, საოპერო და სიმფონიური ორკესტრების შემადგენლობაში. პირველ სანოტო ორკესტრში, რომელიც 1931 წელს უზეირ ჰაჯიბეკოვმა და მუსლიმ მაგომაევმა შექმნეს, თარს მოწინავე ადგილი ეკავა. მისი ტექნიკური და მხატვრული შესაძლებლობები გაავრცელა უზეირ ჰაჯიბეკოვის სანოტო სკოლამ[2][3].

პირველი აზერბაიჯანული სანოტო ორკესტრი ეროვნული ინსტრუმენტებით.

XX საუკუნის დასაწყისში აზერბაიჯანულ მუსიკაში გავრცელება ჰპოვა მუღამური ოპერის ახალმა ჟანრმა. ამ ჟანრის შემქმნელი უზეირ ჰაჯიბეკოვი იყო. სავოკალო პარტიები ამ ოპერებში თარის თანხლებით სრულდებოდა[2].

როგორც სოლისტური ინსტრუმენტი - ესტრადაზე გამოიყვანა გურბან პრიმოვმა[2].

2012 წლის 5 დეკემბერს იუნესკოს კომიტეტთაშორის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების სხდომომაზე, რომელიც 3-7 დელემბერს მიმდინარეობდა პარიზში, თარზე დამზადებისა და დაკვრის აზერბაიჯანული ხელოვნება შევიდა კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში.

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარი შედგება სამი მთავარი ნაწილისაგან: კორპუსი, გრიფი და თავები, განბრჯენი, კონდახი, ყელი, ფარდა, სადგარები, კოჭები და სიმები. ინსტრუმენტის საერთო სიგრძე - 855 მმ-ია[4], კორპუსის სიმაღლე - 165 მმ, სიგანე - 185 მმ.

თარის გრიფზე 22 კილოა. ინსტრუმენტის კორპუსზე კეთდება ფურჩი და 11 სხვადასხვა დიამეტრის მეტალის სიმი.

თარის კორპუსი რეზონატორის როლს თამაშობს. ის გრძელი და ამობურცულია გვერდებზე.

თარის ყელი გრძელია. წინა მხრიდან ბრტყელი, ქვედა მხრიდან კი მრგვალი.

თარის გამოსახულება აზერბაიჯანულ კუპიურაზე

თავს გააჩნია ვიწრო და ღრმა სახის ყუთი, რომელიც ღიაა წინა, ზედა და ქვედა მხრებიდან. გვერდებზე არის მრგვალი და ფიგურული ჭრილები. ზედა მხრიდან თავზე უკეთებენ სამ დიდ და სამ პატარა კოჭებს. მოპირდაპირე მხარეს კი სამი დიდი კოჭია[4].

სიმების სამ ჯგუფს გამოყოფენ[2]:

  • თეთრი, ყვითელი და დაწყვილებული სიმები;
  • სქელი ოდინარული სიმი
  • ორი წყვილი თხელი და ხმოვანი სიმები.

მასალა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარის კორპუსი მზადდება მთლიანი ხის ნაწილისგან. მისი დამზადებისას, როგროც წესი იყენებენ თუთის ხეს. გრიფის თავებს ამზადებენ კაკლის ხისგან. კოჭებისთვის იყენებენ ან კაკლის ხეს ან მსხლის. ყელის დამზადებისთვის იყენებენ კაკლის ხის გულს. კონდახს ამზადებენ თუთის, კაკლისა და გარგარის ხისგან. განბრჯენი კეთდება ფიჭვის ხისგან[2][5].

ტექნოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანული თარი მზადდება მთლიანი ხის გარკვეული ზომის ერთ-ერთი ნაჭრის მეთოდით. ამ ნაჭერს შიგნიდან თლიან, ზედაპირს კი საჭირო სისქის მიხედვით ხეხავენ. მთლიანი კოპრუსის გათლისას ითვალისწინებენ თუ რომელ სეზონზე იქნა ხე მოჭრილი. კორპუსის დამზადებისთვის ხე უნდა იყოს მოჭრილი იანვრის ან თებერვლის თვეში, როდესაც ხის გატეხვის დონე დაბალია[2][5].

სხვადასხვა წლებში აზერბაიჯანში არსებობდნენ ოსტატები, რომლებიც თარს ამზადებდნენ. დღესაც, აზერბაიჯანში, აგრძელებენ ამ ტრადიციას. აზერბაიჯანული თარები არაერთხელ იყო დემონსტრირებული თურქეთში, ირანში, ინდოეთში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში. მათი ნაწილი ინახება მსოფლიოს წამყვან მუზეუმებში[2][5].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Craftsmanship and performance art of the Tar, a long-necked string musical instrument
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 2.8 2.9 ТАР
  3. Абдуллаев Ҹ. Б. вә б. Азәрбајҹан совет әдәбијјаты. — Бакы: Маариф, 1988. — С. 170. — 543 с. - (აზერბაიჯანული)
  4. 4.0 4.1 Тар
  5. 5.0 5.1 5.2 ТЕХНОЛОГИЯ ИЗГОТОВЛЕНИЯ СТРУННЫХ МУЗЫКАЛЬНЫХ ИНСТРУМЕНТОВ