კაკლისებრნი (Juglandaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ხეებია, იშვიათად ბუჩქები. მეტწილად ერთსახლიანი ქარითმტვერია მცენარეებია. ნაყოფი კურკიანაა. ოჯახი აერთიანებს 8 გვარის 70-მდე სახეობას. ძირითადად გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ზომიერ და სუბტროპიკულ სარტყლებში. საქართველოში ბუნებრივად ამ ოჯახის 2 გვარია გავრცელებული კაკალი და ლაფანი. კულტივირებულია პლატიკარია, ციკლოკარია და კარია. კაკლისებრთა ნაყოფს იყენებენ საჭმელში, მერქანს — ავეჯის დასამზადებლად.