შინაარსზე გადასვლა

სადიყჯანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სადიყჯანი
აზერ. Sadıqcan

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი სადიყ მირზა ასად ოღლუ აზერ. Sadıq Mirzə Əsəd oğlu
დაბ. თარიღი 1846
დაბ. ადგილი შუშა, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1902
გარდ. ადგილი შუშა
დასაფლავებულია შუშა
საქმიანობა მუსიკოსი
ინსტრუმენტ(ებ)ი თარი, ქამანჩა
სადიყჯანი ვიკისაწყობში

სადიყჯანი (აზერ. Sadıqcan, ნამდვილი სახელი: სადიყ მირზა ასად ოღლუ, აზერ. Sadıq Mirzə Əsəd oğlu; 1846, შუშა1902, იქვე) — აზერბაიჯანელი ხალხური მუსიკოსი, თარისტი, აზერბაიჯანული თარის შემქმნელი.

სადიყ მირზა ასად ოღლუ დაიბადა ქალაქ შუშაში დარაჯის ოჯახში.  ბავშვობიდან დიდი ინტერესი გამოიჩინა ხელოვნებისადმი, ასრულებდა ხალხურ სიმღერებს. მამამისმა ასადულაჰმა იგი ცნობილი მუსიკოსის ჰარატ გულუს სკოლაში წაიყვანა. სადიყის ხმის შემოწმების შემდეგ ის იქ მიიღეს[1][2]. ამ სკოლის კურსდამთავრებულები, გარდა სადიყჯანისა, იყვნენ შუშას ყველაზე ცნობილი მუღამის შემსრულებლები - ჰაჯი ჰუსუ, მაშადი ისი, შაჰნაზ აბასი, ბულბულჯანი, ჯაბარ გარიაგდიოღლუ და სხვები[3].

18 წლის ასაკში სადიხჯანმა ხმა დაკარგა, რის შემდეგაც ისწავლა სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, როგორიცაა კამანჩა, ფლეიტა, ნეი, თარი. მას თარზე დაკვრა ასწავლა ცნობილმა შუშელმა თარისტმა მირზა ალი ასკერმა.

XIX საუკუნის დასაწყისისთვის შუშა კულტურის ერთ-ერთი კერა იყო[4][5]. აქ ჩამოდიოდნენ პოეტები, დრამატურგები, ცნობილი მუსიკოსები და მხატვრები მთელი კავკასიიდან, იმართებოდა თეატრალური წარმოდგენები და იმართებოდა მუსიკალური შეხვედრები. სადიყჯანის, როგორც თარისტის აღიარებისას, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შუშაში გამართულმა მუსიკალურმა მეჯლისებმა და შეხვედრებმა, რომლებიც ცნობილი იყო აზერბაიჯანში[4][6]. ამ მეჯლისებს აწყობდნენ მირ მოჰსუნ ნავაბი და ხურშიდბანუ ნათავანი. აქ მომღერლები თავის ნიჭის დემონსტრირებას ახდენდნენ.

სადიყი მონაწილეობდა ასეთ მეჯლისებში, რომლის წყალობითაც მისი სახელი ცნობილი გახდა მეზობელ ქვეყნებში[7].

მირზა ფათალი ახუნდოვის სპექტაკლის "მუსიე ჟორდანი - ბოტანიკოსი და დერვიშ მასტალი-შაჰი" ტფილისისაფიშა (29 დეკემბერი, 1886 წ.). ნახსენებია, რომ თარისტი სადიყი დაუკრავს შუალედებში.

მირზა სადიყი ხშირად მართავდა კონცერტებს შუშასა და ტფილისში. 1886 წლის 29 დეკემბერს ტფილისის „არწრუნის“ თეატრის შენობაში დაიდგა მირზა ფათალი ახუნდოვის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „მუსიე ჟორდანი - ბოტანიკოსი და დერვიშ მასტალი შაჰი“, რომლის შუალედებში მირზა სადიყი და ცნობილი ხანენდე - მუღამის შემსრულებელი- მირზალი ერთად გამოდიოდნენ[8].

ცნობილია, რომ მე-18 საუკუნიდან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, მათ შორის აზერბაიჯანში, მომღერლებსა და შემსრულებლებს, რომლებმაც ხალხში აღიარება და პოპულარობა მოიპოვეს, სახელი ან ფსევდონიმი „ჯანის“ („სულის“) გამოყენებით მიენიჭათ[9]. ხალხში მირზა სადიყმაც მიიღო სახელი სადიყჯანი. ასეთი პატივი, მის გარდა, მხოლოდ ერთ ცნობილ მომღერალს - აბდულ-ბაგი ზულალოვს, ბულბულჯანს ხვდა წილად[10].

თავდაპირველად, სადიყჯანი იყო ერთ-ერთი ტრიოს ნაწილი, რომელშიც იყვნენ ჰაჯი ჰუსუ და ათა ბაღდაგიულ ოღლუ. მოგვიანებით ის გადავიდა შუშელი ხანენდეს მაშადი ისის ტრიოში. 1880 წელს ამ სამეულის შემადგენლობაში მან მიიღო მიწვევა თავრიზში ნასერ ალ-დინ შაჰ ყაჯარის ვაჟის, მოზაფარ ალ-დინ შაჰ ყაჯარის ქორწილში. ქორწილში ბევრი სხვა მუსიკოსი და მომღერალიც გამოვიდა, მაგრამ ჰაჯი ჰუსუ და სადიყი საუკეთესო ხანენდედ და თარისტად იქნენ აღიარებულნი. ისინი დაჯილდოვეს დაჯილდოვეს „შირი-ხურშიდის“ (ლომისა და მზის ორდენი) ორდენით[10].

XIX საუკუნის 90-იან წლებში სადიყჯანის თაოსნობით შუშაში შეიქმნა ანსამბლი, რომელშიც შედიოდნენ იმდროინდელი ცნობილი მომღერლები და მუსიკოსები. ანსამბლის მუსიკოსებს შორის, აზერბაიჯანელების გარდა, იყვნენ ქართველები, სომხები და ლეკები[9][11]. ანსამბლის წარმოდგენა გაიმართა შუშას, ბაქოს, განჯას, აშხაბადის, თეირანის, სტამბოლის, დერბენტის, ვლადიკავკაზის საკონცერტო დარბაზებში, ტფილისის ბაღებში („მუშთაიდში“) და ერევანში[12].

ბაქოს მუსიკალური შეხვედრის ორგანიზატორის, მაშადი მელიქის ვაჟი, ცნობილი თარისტი და მუსიკოს ბაჰრამ მანსუროვის მამა, მაშადი სულეიმან მანსუროვი, იხსენებდა, რომ როდესაც პირველად ნახა მირზა სადიყი ტფილისში იგი საოცრად უკრავდა თარზე. უკრავდა ვირტუოზულად მიზრაბის გარეშე, ინსტრუმენტს ნიკაპამდე იწევდა და ხანდახან თარს კისერზე იდებდა და ეგრე უკრავდა. ხან კი აშუღებივით ინსტრუმენტის დაკვრისას თავზე ასწევდა[7][13].

სადიყჯანი კარგი პედაგოგიც იყო. მის მოწაფეებს შორის იყვნენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც იყვნენ ყურბან ფირიმოვი, მაშადი ზეინალი, არსენ იარამიშევი, ჰამიდ მალიბეილი, თატევოს არტიუნიანი, მაშადი ჯამილ ამიროვი, შირინ ახუნდოვი და სხვები[14].

სადიყჯანი გარდაიცვალა 1902 წელს შუშაში, 56 წლის ასაკში.

აზერბაიჯანული თარის შექმნა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სადიყჯანი აზერბაიჯანული თარით. 1875, შუშა.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ხუთსიმიანი თარის საშემსრულებლო შესაძლებლობები აღარ აკმაყოფილებდა სწრაფად განვითარებადი აზერბაიჯანული მუღამის ხელოვნების მოთხოვნებს და გაჩნდა საკრავის რადიკალური რეკონსტრუქციის საჭიროება. სადიყჯანმა პირველად ჩაატარა არაერთი მნიშვნელოვანი და გაბედული სიახლე თარის შესრულებასა და საკრავის სტრუქტურაში. ეს იყო ფუნდამენტური ცვლილებები საკრავის კორპუსში, ლადებსა და სიმებში. დრომ აჩვენა, რომ ამ ინოვაციამ შედეგი გამოიღო[15].

სადიხჯანმა ჯერ სიმების რაოდენობა 5-დან 18-მდე გაზარდა, შემდეგ კი 13-მდე შეამცირა. მირზა სადიყმა დაამატა რეზონანსული სიმები, რომლებიც ხმოვანი და ტონალურია. ამან ინსტრუმენტის ტემბრის ეფექტების ხმა უფრო მდიდარი გახადა და გაზარდა შესრულების ტექნიკის შესაძლებლობები. ამ სიმების არსებობამ ხელი შეუწყო თარზე მუღამის განსაკუთრებული ინტერპრეტაციის გაჩენას. ისინი დიდ როლს ასრულებენ რთული ნაწარმოებების შესრულებაში, უზრუნველყოფენ ინსტრუმენტის ჟღრადობის სრულყოფილებას.

სადიყჯანის გარდაცვალების შემდეგ სიმების რაოდენობა 11-მდე შემცირდა[15].

თავდაპირველად სიმების რაოდენობის გაორმაგებამ სერიოზული სირთულეები გამოიწვია. ზედმეტი სიმები იწვევდა თარის კორპუსის მოხრილობას, რაც აუარესებდა ჟღერადობის ჰარმონიას. ამის თავიდან ასაცილებლად სადიყჯანს სჭირდებოდა დამატებითი ცვლილებების შეტანა ინსტრუმენტის კორპუსში. კორპუსის სისქის შემცირებამ და ინსტრუმენტის გვერდების გასწორებამ შესაძლებელი გახადა კორპუსის ზედა ნაწილის გაფართოება, რამაც უფრო ძლიერი ხმის გამოცემას შეუწყო ხელი[16]. კორპუსში გაკეთებულმა ცვლილებებმა გაზარდა ინსტრუმენტის ფიზიკურ-აკუსტიკური შესაძლებლობები. შედეგად გაუმჯობესდა ინსტრუმენტის ჟღერადობის შესაძლებლობები[15].

ინსტრუმენტის წონის დაკლებამ შესაძლებელი გახადა მისი მკერდთან დაჭერა, რამაც შექმნა ვირტუოზული დაკვრის შესაძლებლობა[16].

სადიყჯანმა მთლიანად შეცვალა თარის კორპუსზე ლადების სისტემა. მათი რაოდენობა 27-28-დან 22-მდე შემცირდა[16]. თავად სისტემის წყობა და ლადების თანმიმდევრობა რეგულირდება ხალხური მუსიკის ლადების მიხედვით. ამ ახალმა სისტემამ საშუალება მისცა აზერბაიჯანულ პროფესიონალურ მუსიკას, მათ შორის მუღამ ხელოვნებას, განცალკევებულიყო სპარსული და არაბული მუსიკის დამახასიათებელი ჟღერადობისგან[17].

სადიხჯანმა ასევე შეიტანა ცვლილებები ინსტრუმენტის გარეგნულ ნაწილში. თარის ყელი და მთლიანი კორპუსი მორთულ იქნა სადაფის ფირფიტებით[11].

სადიყჯანის მიერ განხორციელებული ცვლილებების შემდეგ განახლებულ ინსტრუმენტს ეწოდა „აზერბაიჯანული თარი“[15]. ხალხმა ამ ტარს „ჯადოსნური თარი“ უწოდა, სადიყჯანს კი „თარის მამა“[18].

სადიყჯანის შემდეგ უზეირ ჰაჯიბეკოვი თარის სრულყოფით იყო დაკავებული. იგი აგრძელებდა მირზა სადიყის საქმეს.

აზერბაიჯანული თარი ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული ირანის აზერბაიჯანში, სომხეთში, საქართველოში, მოგვიანებით დაღესტანში, თურქმენეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და თურქეთში. ყველა ამ ქვეყანაში უკრავენ აზერბაიჯანულ ტარს - სადიყჯანის თარს. ძველი თარის მოდელი კვლავ გამოიყენება სპარსელი მუსიკოსების მიერ[18].

წვლილი აზერბაიჯანულ მუსიკაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სადიყჯანის ანსამბლი. მარჯვნიდან მარცხნივ: კამანჩისტი ათა ბაღდაგიულ ოღლუ, სადიხჯანი, ბულბულჯანი, ნაღარისტი ჰუსეინბალა, ვასო კიკიალიშვილი. ტფილისი. 1878 წ

თარის გაუმჯობესებამ ახალი ფურცელი გახსნა როგორც თავად საკრავის, ისე ზოგადად აზერბაიჯანული მუღამის ხელოვნების ისტორიაში.

სადიყჯანმა მნიშვნელოვანი სიახლეები შეიტანა აზერბაიჯანულ მუღამში. მან გააუმჯობესა „სეიგაჰ“ მუღამი „ზაბულას“ ტონებით, ხოლო მუღამი „მირზა ჰუსეინ სეიგაჰ“ - მუღამი „მუხალიფის“ ტონებით. საგრძნობლად გაუმჯობესებულ იქნა მუღამი „მაჰური“.

1897 წელს შუშაში მირზა სადიყმა აქტიური მონაწილეობა მიიღო რელიგიურ სტილში მუღამ „შაბეჰის“ შექმნაში.

სადიყჯანი ასევე ცნობილია, როგორც რამდენიმე მუღამის შემქმნელი. არსებობდა მხოლოდ ერთი დასტგაჰი, რომელიც წარმოადგენს მუღამის უმსხვილესს მუღამ ფორმას. ეს არის მუღამი „მაჰური“, მოგვიანებით გაჩნდა მისი შესრულების ორი ფორმა – „მაჰურ-ჰინდი“ და „ორთა მაჰური“.

1901 წელს სადიხჯანმა მონაწილეობა მიიღო შუშაში გამართულ პირველ აღმოსავლურ კონცერტში და იქ სოლო მუღამი „მაჰური“ შეასრულა[10].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Müasir Azərbaycan tarının banilərindən biri, Şuşadan olan Mirzə Sadıq Əsəd (Sadıqcan)
  2. Şuşinski F. Sadıqcan (აზერბ.)Б.: Azərnəşr, 2007. — 124 с.
  3. Şuşinski, 2007, с. 18-19.
  4. 4.0 4.1 Azərbaycan tarının yaranmasına dair
  5. Ф. Әбүлгасымов. Азәрбајҹан тарынын атасы (азерб.) // Fəryad. — iyul 1998. — 5 iyul.
  6. Ф.Шушински. Маһир тарзән (азерб.) // Бакы. — 1968. — 29 iyul.
  7. 7.0 7.1 ВЫДАЮЩИЕСЯ СЫНЫ ДРЕВНЕГО И СРЕДНЕВЕКОВОГО АЗЕРБАЙДЖАНА - ЧИНГИЗ КАДЖАР
  8. Шушински, 1985, с. 63.
  9. 9.0 9.1 Mirzə Əsəd oğlu Sadıq-sadiqcan.az
  10. 10.0 10.1 10.2 Sahib Paşazadə. Sadıqcan və Azərbaycan musiqi sənəti
  11. 11.0 11.1 Konservatoriya-გვ.138
  12. Ф. Шушински. Азәрбајҹан тарынын атасы (азерб.) // Әдәбијјат вә инҹәсәнәт. — Б., 1962. — 30 aprel.
  13. Мансуров Мешади Сулейман бек Мешади Мелик бек оглы - организатор бакинских музыкальных меджлисов, меценат и предприниматель
  14. Musiqimizin beşiyi - science.gov.az
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 Тар и его роль в Азербайджанской музыке- Абдулкасумов, Вагиф Амир оглы
  16. 16.0 16.1 16.2 Саадет Абдуллаева (доктор искусствоведения, профессор). Музыкальный инструмент мирового звучания
  17. Ramiz Quliyev. Azərbaycan milli musiqi aləti — tarın formalaşması və təkmillışməsində Mirzə Sadıq Əsədoğlunun rolu // Musiqi dünyası
  18. 18.0 18.1 Морфология дастгяха - Челебиев, Фаик Ибрагим оглы