მუღამის ტრიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუღამის ტრიო (აზერ. Muğam üçlüyü) — ტრადიციული აზერბაიჯანული მუღამის ანსამბლი, რომელიც შედგება სამი ელემენტისაგან: გავალი, თარი, ქამანჩა.[1] [2]

შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუღამის ტრიო არის აზერბაიჯანული სახალხო მუსიკის მუღამის შემსრულებელი ჯგუფია[3] და შედგება სამი მუსიკოსისგან და სამი მუსიკალური ინსტრუმენტისგან: ჰენანდე (ამავდროულად გავალისტი), თარის შემსრულებელი და ქემანჩის შემსრულებელი[4].

ჰენანდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰენანდე  — მუღამის შემსრულებელი, რომელიც მუღამის ტრიოს შემადგენლობაშია. იმადროულად არის გავალის შემსრულებელი. ის მთავარი შემსრულებელია. გავალი — დასარტყამი ინსტრუმენტის ნაირსახეობაა. ეს არის მრგვალი ხის გერგვი, რომელზეც გაჭიმულია ზუთხის კანი (ხანდახან პლასტიკური გარსი), მეტალის საკიდებით, რომლებიც გამოსცემენ ხმას. ფოლკლორული მუსიკის მუღამის ჟანრის შესრულებაში აუცილებელი ელემენტია.

მეთარე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეთარე— მუსიკალური ინსტრუმენტის თარის შემსრულებელი. თარი 11-სიმიანი ინსტუმენტია, რომელიც წარმოადგენს ამ სამი ინსტუმენტიდან საბაზოს აზერბაიჯანული მუღამის შესრულებისას. თარზე შესრულების აზერბაიჯანული ხელოვნება 2012 წელს შევიდა იუნესკოს ზეპირი და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შედევრების სიაში[5].

ქამანჩისტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქამანჩისტი — მუსიკალური ინსტრუმენტების ქემანჩის შემსრულებელი. ქამანჩა - სიმებიანი მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელიც მუღამის ტრიოს მესამე ძირითადი ელემენტია.  2017 წელს იუნესკოს ზეპირი და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შედევრების ნუსხაში შეტანილი იქნა ქემანჩის აზერბაიჯანული და ირანული ხელოვნების წარმოება და შესრულება[6].

ადგილი კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უძველესი ტრადიციებისა და წესების მიხედვით აზერბაიჯანულ ქორწილებში სამუღამო ტრიოს ყოფნა აზერბაიჯანულ ქორწილებში, განსაკუთრებით სამხრეთ რეგიონში, სავალდებულო იყო. როგორც წესი, შემსრულებლებს წინასწარ უსმენდნენ, ხოლო შემდეგ, როდესაც ისინი ქორწილის უფროსებისგან ღებულობდნენ თანხმობას, მათ ქორწილში პატიჟებდნენ[7]. XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში საქორწილო მუღამის ტრიო გადაიზარდა კონცერტებში. თეატრის სცენებზე აწყობდნენ მუსიკალურ საღამოებს სხვადასხვა მუღამის ჯგუფების მონაწილეობით[8].

ხელოვნებაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუღამის ტრიო ასევე იყო ხშირი თემა აზერბაიჯანელი მხატვრებისა და მოქანდაკეების ნამუშევრებში. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ მხატვარი თოღრულ ნარიმანბეკოვის ნამუშევარი „მუღამი“[9], ასევე ზაქირ აჰმედოვის სკულპტურა[10]. ამის გარდა წარმოებაში იყო ტანსაცმლის კოლექცია გავალის, თარისა და ქამანჩის სურათებით[11].

კინოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ХХ საუკუნის ბევრ აზერბაიჯანულ ფილმებში მონაწილეობას იღებენ მუღამის შემსულებლები. მაგალითად, 1956 წელს ფილმში „ეს თუ არა, ის“ საქორწილო სცენაში მონაწილეობა მიიღო ცნობილმა მუღამის ტრიომ - ჰენანდე ხან შუშინსკიმ, მეთარემ ბაჰრამ მანსუროვმა და ქამანჩისტმა თალიათ ბაქიხანოვმა[12].

ცნობილი მუღამის ტრიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკონომიკაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსიკალური ინსტრუმენტების მუღამის ტრიო — გავალი, თარი და ქემანჩა გამოსახულნი არიან 1 აზერბაიჯანულ მანათზე, რომელიც გამოიცა 2005 წელს[13]; ასევე 1 აზერბაიჯანულ კაპიკზე, რომელიც გამოიცა 2006 წელს[14].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]