შინაარსზე გადასვლა

ეშრეფიდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეშრეფიდები
Eşrefoğulları Beyliği

ბეილიქი

1280 — 1326

ეშრეფიდები.
(რუკაზე ასახულია როგორც Eşrefoğulları)
დედაქალაქი ბეიშეჰირი
ენა თურქული
რელიგია სუნიტური ისლამი

ეშრეფიდები ან აშრაფიდები (თურქ. Eşrefoğulları ან Eşrefoğulları Beyliği) — ანატოლიის თურქმანული ბეილიქი, რომელიც XIII საუკუნეში იმავე სახელობის დინასტიამ დააფუძვნა.

დინასტიის დამფუძნებელი სულეიმან იბნ ეშრეფია. 1284 წელს ილხანთა ყაენის აჰმედ თოგუდანის ბრძანებით, რუმის სულთანი ქეი-ხოსროვ III მოაკლევინეს და ტახტზე მისი ბიძაშვილი მასუდ II ღაის ად-დინი დანიშნეს. მოკლული სულთნის დედამ საკუთარი ორი შვილიშვილის დასაცავად თხოვნით ეშრეფოღულარებს მიმართა და ამ მოტივით ისინი კონიაში მოიწვია. მოგვიანებით მათ მასუდ II-სთან მეგობრული ურთიერთობები დამყარეს და რუმის სასულთნოს ქვეშევრდომობა მიიღეს. ამ დროისთვის ბეილიქის ცენტრი ბეიშეჰირი იყო. სხვა ანატოლიის ბეილიკებთან ერთად ილხანთა — ემირ ჩობანის მორჩილთა შორის ეფშეროღლი მეჰმედ ბეგიც (1314) ითვლებოდა. მეჰმედ ბეგის შემდეგ ემირი სულეიმან-შაჰ II (1326) გახდა. მას დაპირისპირება მოუწია ანატოლიის სხვა მონღოლ გამგებლებთან, კერძოდ კი ტიმურტაშთან. ტიმურტაშმა ბეილიქის დედაქალაქი ბეიშეჰირი დაიაკვა და სულეიმან-შაჰ II მოაკლევინა.

მმართველი მმართველობის პერიოდი
სულეიმან იბნ ეშრეფი (1280-1302)
მუბარიზ ალ-დინ მეჰმედ ბეგი (1302-1320)
სულეიმან II ბეგი (1320-26)
  • Claude Cahen: Pre-Ottoman Turkey, 1969