შინაარსზე გადასვლა

ჩუბუკოღულარები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩუბუკოღულარები
ჩუბუკოღულარების დინასტია
ubukoğulları


1085 — 1112
დედაქალაქი ხარფუთი
ენა თურქული
რელიგია ისლამი
მმართველობის ფორმა საამირო
დინასტია დანიშმენდები
 - 1085-1092 ჩუბუკ ბეგი (პირველი)
 - 1092-1112 მეჰმედ ბეგი (უკანასკნელი)

ჩუბუკოღულარები (თურქ. Çubukoğulları Beyliği) — მცირე სამთავრო (ბეილიქი), რომელიც 1085 წლიდან 1178 წლამდე არსებობდა აღმოსავლეთ ანატოლიაში (დღევამდელი თურქეთი).

1071 წელს მანასკერტის ბრძოლაში სელჩუკების მიერ ბიზანტიის იმპერიის დამარცხების შედეგად, გამარჯვებული თურქმანული ტომები, მათი სარდლების მეთაურობით ანატოლიაში დასახლდნენ. ჩუბუკი ერთ-ერთი სარდალი იყო, რომელსაც ხარფუთის (დღევანდელი ელაზიღი) აღება დაევალა. მან დავალებას წარმატებით გაართვა თავი და პარალელურად მიმდებარე ტერიტორიების დაპყრობაც გააგრძელა.[1] ჩუბუკმა ამ ტერიტორიებზე საკუთარი სამთავრო დააარსა და სელჩუკთა მფარველობა აღიარა. მისი სმთავრო პალუ, ჩემიშგეზეკს და ეღინს (დღევანდელი ქემალიე) მოიცავდა. 1092 წელს ჩუბუკი გარდაიცვალა და ტახტი მისმა მემკვიდრე მეჰმედმა დაიკავა.[2] მეჰმედი სამთავროს 1112/13 წლამდე მმართავდა, ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ კი სამთავრო ართუქიდების სამფლობელოს შეუერთდა.

მმართველი მმართველობის პერიოდი
ჩუბუკ ბეგი 1085-1092
მეჰმედ ბეგი 1092-1112