ერეტნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ერეტნა
Eretnaoğulları

ბეილიქი

Il-Khanate Flag.svg
1335 — 1381 Ottoman flag.svg
Anadolu Beylikleri.png
ერეტნა.
(რუკაზე ასახულია როგორც Eretna)
დედაქალაქი სივასი და კაისერი
ენა არაბული[1]
მონღოლური
სპარსული
თურქული[1]
რელიგია სუნიტური ისლამი
მმართველობის ფორმა მონარქია
სულთანი

ერეტნა (თურქ. Eretnaoğulları) — ანატოლიის ბეილიქი. 1328-1381 წლებში მოიცავდა ცენტრალურ ანატოლიის დიდ ნაწილს; კესარიის (კაისერი), სებასტიასა (სივასი) და ამასეიასას (ამასია) შორის მდებარე ფართო ტერიტორიას. მიუხედავად იმისა, რომ ბეილიქის არსებობა ხანგრძილვ პერიოდს არ მოიცავდა, მან დიდი კვალი დატოვა თურქულ არქიტეკტურაში. სახელი ერეტნა შესაძლოა მომდინარეობდეს სანსკრიტული სიტყვა „რატნა“-დან „ძვირფასეულობა“[2] ან ტუვინური (თურქული ენების ოჯახი) სიტყვა „ერტინე“-დან რაც ასევე „ძვირფასეულობას, ფასეულს, საგანძურს და ა.შ.“ აღნიშნავს.[3][4]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დინასტია დააარსა ილხანიდთა სამსახურში მყოფმა უიღური[5][6][7][8][9] წარმოშობის სარდალმა ერეტნამ.[10] თავდაპირველად ის ტიმურტაშს ემორჩილებოდა, რომელიც თავისთავად ილხანთა საყაენოს დაქვემდებარებაში არსებული ანატოლიის გამგებელი იყო, თუმცა მამის, ემირ ჩობანის მკვლელობის საპასუხოდ, ერიტნას სიუზერენმა მამლუქების მხარდაჭერით, 1327 წელს აჯანყება მოაწყო, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა და მის ნაცვლად ილხანთა ყაენმა აბუ-საიდმა ანატოლიის გამგებლად ერეტნა დანიშნა.

1335 წელს ერეტნამ ილხანთა საყაენოში არსებული შინაომებით ისარგებლა და დამოუკიდებელი ბეილიქი ჩამოაყალიბა. თუმცა 1338-1343 წლებში ის იძულებული გახდა ეგვიპტის მამლუქებს დამორჩილებოდა.[11] ამის შემდგომ ის ისევ დამოუკიდებელია და თავს სულთნად აცხადებს. დედაქალაქი თავდაპირველად სივასში, ხოლო შემდგომ კაისერში მდებარეობდა. ერეტნამ საკუთარი და ცნობილ ილხანიდ მხედართმთავარ ემირ ჩობანის შვილს, ემირ დემირტაშს მიათხოვა. მისი დეიდა კი კარამანიდების დამაარსებელის ცოლი იყო.

ერეტნამ არ მიიღო აზერბაიჯანის მონღოლი გამგებლის ტიმურტაშის შვილის, შეიხ ჰასან უმცროსის შემოთავაზება, რომელიც მას დამორჩილებას სთხოვდა. აღმოსავლეთ ანატოლიის ვრცელი ნაწილის დაპყრობის შემდგომ, შეიხ ჰასან უმცროსი ერიტნეს დასაპყრობად გაემართა. 1343 წელს კარაბიუკში მოწინააღმდეგე მხარეები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, სადაც ერეტნამ გაიმარჯვა და დიდძალ გავლენა მოიპოვა. ერეტნა 1352 წელს გარდაიცვალა და ტახტზე მისი სურვილით უმცროსი შვილი მუჰამედ ღიას ად-დინი ავიდა. უფროსი შვილი ჯაფარი პრეტენზიას აცხადებდა ძალაუფლებაზე, თუმცა მალევე დამარცხდა და იძულებული გახდა ეგვიპტეს შეეფარა თავი.

თავდაპირველად მცირეწლოვანი მეჰმედ ბეგის ნაცვლად რეალური ხელისუფლება მისი ვეზირის ალი შაჰის ხელში იყო, რომელიც მოგვიანებით აჯანყდა და თავი სულთნად გამოაცხადა. მუჰამედ ბეგმა მამლუქების დახმარებით დაამარცხა ალი შაჰი, რომელიც 1364 წელს ბრძოლაში დაიღუპა. 1366 წელს ამასიის ამირას წაქეზებით მეჰმედ ბეგი კეისარში მოკლეს. ტახტზე მისი მცირეწლოვანი შვილი ალი ალა ად-დინი ადის. ქვეყანაში არსებული შინა არეულობა კარამანიდებმა თავის სასიკეთოდ გამოიყენეს და ნიღდესა და აქსარაის დაკავება მოახერხეს. როდოესაც კარამანიდები კაისერს მოადგნენ, ალი ალა ად-დინმა თავი სივასს შეაფარა.

ალი ალა ად-დინმა ვეზირად კადი ბარჰან ად-დინი დანიშნა. ის ქნეყანას 1380 წლამდე მართავდა, იქამდე სანამ ჭირით დაავადებული გარდაიცვალებოდა. მისი ადგილი მისმა შვილმა რვა წლის მუჰამედმა დაიკავა. გარკვეული დროის შემდეგ, კადი ბარჰან ად-დინმა მუჰამედ ბეი ტახტიდან ჩამოაშორა და თავი სულთნად გამოაცხადა. კადის ბარჰან ად-დინის შვილის - ზაინ აბიდინ მუჰამედის მმართველობა 1398 წლამდე გაგრძელდა, იქამდე სანამ ბეილიქს ოსმალთა სულთანი ბაიაზიდ I დაიპყრობდა.

ერეტნა ბეგის უმცროსი ძმის ბარაკ ბეგის შვილი - მუტახარტენ ბეგი დიდ როლს თამაშობდა თემურლენგის მიერ ოსმალთა წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობებში. 1375 წლიდან 1404 წლამდე მუტახარტენ ბეგი მართავდა ერზინჯანს. 1379 წელს ის ფლობდა ერზრუმს. მუტახარტენი რომელიც ადრე ბაიბურთის ბეგი იყო, თემურლენგის ქვეშევრდომი გახდა, თუმცა მისი სამფლობელო მალევე ოსმალების ხელში აღმოჩნდა.

ძლიერების ხანაში ბეილიქი თანამედროვე თურქეთის შემდგომ ტერიტორიებს მოიცავდა: ანკარა, ქირშეჰირი, ნევშეჰირი, იოზგათი, თოქათი, ჩორუმი, ამასია, ნიღდე, კაისერი, სივასი, ერზინჯანი, თუნჯელი, სამსუნი, გუმუშჰანე. 1360-იანი წლებისთვის ბეილიქმა დაკარგა: ანკარა, ნიღდე, ქირშეჰირი, ნევშეჰირი და სამსუნი.

მართველთა სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მმართველი მმართველობის პერიოდი
ალა ალ-დინ ერეტნა იბნ ჯაფარ 1336-1352
ღიას ალ-დინ მუჰამედი 1352-1366
ალი 1366-1380
მუჰამედ ჩელები 1380
კადი ბარჰან ალ-დინი 1380—1398

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 "Eretna", C. Cahen, The Encyclopaedia of Islam, Vol. II, ed. B. Lewis, C. Pellatt, J. Schacht, (Brill, 1991), 706.
  2. Clifford Edmund Bosworth-The new Islamic dynasties: a chronological and genealogical manual, p.234
  3. Turkic (Tuvan and Turkish) dictionary
  4. 9 (Tos) Ertine.
  5. Bruce Alan Masters, Gábor Ágoston, Encyclopedia of the Ottoman Empire, Infobase, 2010, p.41, Online Edition, "With the death of the Ilkhanid ruler Ebu Said in 1335, administration of Asia Minor was entrusted to his former governor Eretna Bey, originally an Uighur Turk, who eventually declared himself independent..."
  6. Yılmaz Öztuna, Devletler ve hânedanlar: Türkiye : 1074 - 1990, Vol.2, Türkiye Kültür Bakanlığı, 2005, p.51, Online Edition
  7. John Freely, The companion guide to Turkey, HarperCollins, 1993, p.391, Online Edition "This was erected in 1339 by Eretna, an Uyghur Turk who created an independent principality in central Anatolia after the collapse of the Ilkhanid Mongol Empire in 1335."
  8. Jonathan M. Bloom, Sheila Blair, Oxford University Press, 2009, p.60, Online Edition "In the early 14th century, the city passed to the Uighur chief Eretna."
  9. Speros Vryonis, The decline of medieval Hellenism in Asia Minor: and the process of Islamization from the eleventh through the fifteenth century, (Berkeley: University of California, 1971), p. 139, Online Edition "When the governor Timurlash fled to Egypt in 1327, he was replaced by Ghiyath al-Din Eretna (of Uighur origin) who succeeded in receiving official appointment from the Ilkhan Abu Sa'id."
  10. Ibn Batuta, Sir Hamilton Alexander Rosskeen Gibb, Travels of Ibn Battuta, A.D. 1325-1354, Published for the Hakluyt Society at the University Press, 1962, p. 433. "Ertena, a Mongol officer under the Chobanid Timurtash"
  11. Encyclopedia of Mongolia and Mongol Empire, see: Turkey and Mongol Empire