პერვანე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

პერვანეოღლუს დინასტია
პერვანე

ბეილიქი

Seljuqs Eagle.svg
1277 — 1322 Candaroğlu according to the Catalan Atlas c.1375.jpg
Trebizond1300.png
პერვანე 1300 წელს.
დედაქალაქი სინოპი
ენა თურქული
რელიგია სუნიტური ისლამი
მმართველობის ფორმა მონარქია
დინასტია პერვანეოღლუს დინასტია
 - 1277—1297 მუ'ინ ედ-დინ მეჰმედ ბეგი (პირველი)
 - 1298—1322 გაზი ჩელები (უკანასკნელი)

პერვანე ან პერვანეოღლუს დინასტია (თურქ. Pervâneoğulları) — თურქმანული დინასტია, რომელიც XIII საუკუნის მეორე ნახევარში და XIV საუკუნის დასაწყისში (1261–1326) ანატოლიის ერთ-ერთ ბეილიქის პერვანეს მართვლები იყვნენ. მათი სამფლობელო მდებარეობდა ანატოლიის ჩრდილოეთ ნაწილში და მოიცავდა შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროში მდებარე უმნიშვნელოვანეს ქალაქ სინოპს და მის მიმდებარე ტერიტორიას.

ბეილიქის დამაარსებელია სულეიმანის ძე მუ'ინ ედ-დინ მეჰმედ ბეგი, რომელიც აგრეთვე პერვანეს ტიტულს ატარებდა, რაც სელჩუკებში სასახლის მეთვალყურეს აღნიშნავდა; ეს ტიტული შემდგომში სამფლობელოს სახელწოდებად იქცა. მეჰმედ ბეგის კარგი ურთიერთობები ჰქონდა მონღოლებთან და ფაქტიურად დამოკიდბეული იყო მათზე. 1297 წელს, მეჰმედ ბეგის სიკვიდლის შემდგომ ტახტზე მისი ძმა მასუდ ბეგი ადის. მასუდ ბეგმა სამფლობელოს მიმდებარე ქალაქები ბაფრა და ამისოსი (სამსუნი) შემოუერთა. ამ დროისთვის სინოპში გენუელების ფაქტორია მდებარეობდა, საიდანაც გენუელებმა მასუდ ბეგი გაიტაცეს კაფაში. უზარმაზარი გამოსასყიდის მეშვეობით მასუდმა ტყვეობისგან თავის დაღწევა მალევე მოახერხა.[1] ამ მომენტიდან პერვანესა და გენუელებს შორის დაძაბულობა მატულობს. მასუდის სიკვიდლის შემდგომ ტახტზე მეჰმედ ბეგის შვილიშვილი გაზი ჩელები ავიდა, რომელიც პერვენეს უკანასკნელი მმართველია. ის მალევე პერვანეს რეგიონალურ საზღვაო ძალად აქცევს და ტრაპეზუნტელი ბერძნების დახმარებით ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე გენუის შავი ზღვის კოლონიებს, ასევე ცნობილი როგორც გაზარიას არბევს. 1319 წელს მან ასევე დაარბია ტრაპიზონის იმპერიის სანაპიროებიც. 1322 წელს მან სინოპის მისადგომებთან გენუელების ფლოტი დაამარცხა. გაზი ჩელები უმემკვიდროდ გარდაიცვალა და მისი სამფლობელო 1322 წელს ჯანდარიდებმა შემოიერთეს.

მართველთა სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მუ'ინ ედ-დინ მეჰმედ ბეგი (1277-1297)
  2. მასუდ ბეგი (1297-1298)
  3. გაზი ჩელები (1298-1322)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Anthony Bryer and Richard Winfield, The Byzantine Monuments and Topography of the Pontos, vol. 1, (Washington D.C.: Dumbarton Oaks, 1985) 73.