შინაარსზე გადასვლა

დულკადირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დულკადირი
Dulkadiroğulları Beyliği

ბეილიქი

1337 — 1522

დულკადირი.
(რუკაზე ასახულია როგორც Dulkadiroğulları)
დედაქალაქი ელბისტანი და მარაში
ენა თურქული
რელიგია სუნიტური ისლამი

დულკადირის ბეილიქი (თურქ. Dulkadiroğulları Beyliği) — ანატოლიის თურქმანული ბეილიქი, რომელიც რუმის სელჩუკთა სასულთნოს დაშლის შედეგად ანატოლიის აღმოსავლეთ მხარეში ოღუზი (თურქმანული) კლანების მიერ ჩამოყალიბდა. ბეილიქი ქირშეჰირსა და მოსულს შორის მდებარე ტერიტორიას მოიცავდა. ოსმალთა იმპერიის გაძლიერებასთან ერთად ის ჯერ ბუფერულ ზონად, XVI საუკუნეში კი ოსმალთა იმპერიის ნაწილად იქცა.

დულკადირის ბეილიქი დღევანდელ — კაისერის, ელაზიღის, აინთაფის, მალათიის და ადიამანის — პროვინციებს მოიცავდა, ხოლო დედაქალაქი ელბისტანში, დღევანდელი თურქეთის ქაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა.

ბეილიქის წარმოქმნა თურქ-ოღუზთა, ბოზოკის კლანის წარმომადგენელ ზულკადარ-ოღლი ზეინიდინ აჰმედ კარაჯა-ბეგის უკავშირდება, რომელმაც 1337 წელს ილხანიდებთან ბრძოლაში ელბისტანი დაიკავა და დამოუკიდებელი ბეილიქი ჩამოაყალიბა. დროთა განმავლობაში ბეილიქის მმართველები ფორმალურად ემორჩილებოდნენ, როგორც ეგვიპტის მამლუქთა სასულთნოს, ასევე ოსმალთა სახელმწიფოს. კარაჯა-ბეგმა რამდენიმე წარმატებული ლაშქრობები წარმართა კილიკიის სომეხთა სახელმწიფოს წინააღმდეგ. მისი დაკნინება მამლუქთა მფლობელობაში მყოფ, ქალაქ ალეპოს მმართველის, ბაი ბუღას მიერ. მამლუქთა სულთნის წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში მონაწილეობით იწყება. რაც შემდგომ მისი დამხობის საფუძველი გახდა. მამლუქებმა კარაჯა-ბეგის ნაცვლად ელბისტანის გამგებლად მისი შვილი ჰალილ-ბეგი დანიშნეს.

თემურლენგის მიერ ელბისტანის, მალათიის და ბესნის დაპყრობის შემდეგ, კარაჯა-ბეგის შვილიშვილმა - მაჰმუდ ბეგმა საკუთარი სამფლობელო დაკარგა. მაჰმუდ ბეგმა კარგი ურთიერთობები დაამყარა ოსმალ მმართველებთან და მათი დახმარებით შეძლო ძალაუფლების აღდგენა. ამავდროულად, ის ასევე ებრძოდა რამაზანიდებსა და კარამანიდებს, რის შედეგადაც კაისერის დაპყრობა მოახერხა.

1442 წელს ტახტზე მაჰმუდ ბეგის შვილი სულეიმან-ბეგი ადის, თუმცა მისი გარდაცვალების შემდგომ სამთავროში მემკვიდრეებს შორის შინა ომები იწყება. საკუთარი კანდიდატის ტახტზე დამტკიცების მიზნით , ბეილიქის შიდა საქმეებში ოსმალები და მამლუქებიც აქტიურად მონაწილეობდნენ. 1479 წელს ოსმალთა დახმარებით ტახტზე ბოზკურტ ალა ად-დინ-დაულა ავიდა. მისი ქალიშვილი აიშა-ხათუნი ოსმალთა სულთნის ბაიაზიდ II ცოლი იყო.

მოგვიანებით ბოზკურტ ალა ად-დინ-დაულა ოსმალებს დაუპირისპირდა. 1515 წელს ის ოთხ შვილთან ერთად მოკლეს. ტახტზე მისი ნათესავი ალი-ბეგი დანიშნეს. ალი-ბეგი ოსმალებს დიდ დახმარებას უწევდა, როგორც მამლუქთა, ასევე დამასკოს მმართველი, ჯანბერდი გაზალის წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობებში. 1522 წელს ის ფერატ-ფაშას მიერ გავრცელებულ ჭორების საფუძველზე მოკლეს. მისი სამფლობელო ოსმალთა სახელმწიფომ შეიერთა.

  • ზეინიდინ აჰმედ კარაჯა-ბეგი (1337-1353)[1]
  • გარსედინ ჰალილ ბეგი (1353-1386)
  • შაბან სული ბეგი (სევლი ბეგი) (1386-1398)
  • სადაკა ბეგი (1398-1399)
  • ნასირედდინ მეჰმედ ბეგი (1399-1442)
  • დულკადიროღლუ სულეიმან ბეგი (1442-1454)
  • მელიქ არსლან ბეგი (1454-1465)
  • შაჰ ბუდაკ ბეგი (1465-1467)
  • შეჰშუვარ ბეგი (1467-1472)
  • შაჰ ბუდაკ ბეგი (მეორედ) (1472-1480)
  • ალაუდავლე ბოზკურტ ბეგი (1480-1515)
  • დულკადიროღლუ ალი ბეგი (1515-1522)
  1. Yeni Rehber Ansiklopedisi, Türkiye Gazetesi, 1993 (თურქული)