ინალიდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინალიდები
ინალიდების დინასტია
İnaloğulları ან Yinaloğulları


1098 — 1183
დედაქალაქი ამიდა (დიარბაქირი)
ენა თურქული
რელიგია ისლამი
მმართველობის ფორმა საამირო
დინასტია ინალიდები
 - 1095–1096 სადრი (პირველი)
 - 1142–1183 მაჰმუდი (უკანასკნელი)

ინალიდები (თურქ. İnaloğulları ან Yinaloğulları) — მცირე სამთავრო (ბეილიქი), რომელიც 1098 წლიდან 1183 წლამდე არსებობდა. მდებარეობდა აღმოსავლეთ ანატოლიაში (დღევანდელი თურქეთი) და მოიცავდა ამიდის (დიარბაქირი) მიმდებარე ტერიტორიებს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1092 წელს სელჩუკთა იმპერიის სულთანი მელიქ-შაჰი გარდაიცვალა, რასაც შინა არეულობები მოჰყვა და შედეგად, იმპერიას დასავლეთ პროვინციები გამოეყო. ამ დროს ქალაქ ამიდას (დიარბაქირი) სადრი განაგებდა. მან წარმატებით მოიგერია ყველა ის თურქმანი სარდალი, რომელმაც ამიდის აღება სცადა. 1096 წელს სადრი გარდაიცვალა და ტახტზე მისი მემკვიდრე ინალი ავიდა, რომელმაც სამთავროს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა მისი მმართველობა ძალიან მოკლე აღმოჩნდა. ინალის მემკვიდრე იბრაჰიმი იძულებული გახდა უფრო ძლიერი მეზობლის სიუზერანობა ეღიარებინა, თავდაპირველად ასეთები იყვნენ: დამასკოს სელჩუკთა დინასტია, შემდეგ სელჩუკთა იმპერია, შემდეგ რუმის სასულთნო (1105) და საბოლოოდ შაჰარმენები (1109).

1110 წელს ტახტზე ილ-ალდი ადის, რომლის მმართველობის დროს ინალოღულარები შედარებით გაძლიერდნენ. მან შაჰარმენების მიმდებარე ტერიტორიები დაიკავა და 1124 წელს ისმაილიზმის (რელიგიური სექტა) მიმდევრების წინააღმდეგაც გაილაშქრა. 1133 წელს სამთავროს სამხრეთიდან ახლად შექმნილმა ზენგიდთა დინასტიამ შეუქმნა საფრთხე, რომლის ამირა ზანჯიმ, მარდინის ართუქიდ ამირა ჰასამ-ად-დინ თიმურთაშთან ერთობლივად დალაშქრა და მოარბია ინალიდების სამთავრო და ქალაქი ამიდაც ალყაში მოაქცია, მაგრამ 1134 წელს იძლებული გახდა ალყა მოეხსნა.

1142 წელს ილ-ალდის სიკვდილის შემდეგ ძალაუფლება ფაქტობრივად სამთავროს ვეზირ მუედინ ნისანოღლუს ხელში აღმოჩნდა. 1151 წელს, მარდინის ართუქიდმა ამირა თიმურ-თაშმა საბოლოოდ მაინც შეძლო ამიდის დაპყრობა. ჰასანქეიფის ართუქიდების ამირა, ნურ ად-დინმა სალადინს მოსულის ამირის მასუდ I-ის წინააღმდეგ დახმარება აღუთქვა, იმ პირობით თუ ის ქალაქ ამიდას მიიღებდა. მოკავშირებმა ერთიანი ძალებით ალყაში მოაქციეს ქალაქი და 1183 წლის, 9 მაის ის ნურ ად-დინის სამფლობელო გახდა.

მართველთა სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მმართველი მმართველობის პერიოდი
სადრი 1095–1096
ინალი 1096–1098
იბრაჰიმი 1098–1110
ილ-ალდი 1110–1142
მაჰმუდი 1142–1183

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]