ანჯელა დევისი
ანჯელა დევისი | |
---|---|
დევისი 2010 წელს | |
დაბადების სახელი | ანჯელა ივონ დევისი |
გაუჩინარდა | 26 იანვარი, 1944 |
განათლება |
ბრენდეის უნივერსიტეტი კალიფორნიის უნივერსიტეტი ჰამბოლდტის უნივერსიტეტი |
საქმიანობა |
|
პარტია |
აშშ-ის კომუნისტური პარტია (1969-1991) დემოკრატიისა და სოციალიზმის კომიტეტი (1991-დღემდე) |
ანჯელა ივონ დევისი (ინგლ. Angela Yvonne Davis; დ. 26 იანვარი, 1944) — ამერიკელი პოლიტიკური აქტივისტი, ფილოსოფოსი, აკადემიკოსი, ავტორი და კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი. დევისი მარქსიზმის მიმდევარია და ხანგრძლივი დროის მანძილზე აშშ-ის კომუნისტური პარტიის წევრი იყო. აგრეთვე იგი დემოკრატიისა და სოციალიზმის კომიტეტის დამაარსებელი წევრია. დევისის კალამს ათზე მეტი წიგნი ეკუთვნის. მისი შემოქმედების მთავარი თემებია ფემინიზმი, კლასობრივი დაყოფა, რასიზმი და აშშ-ის სასჯელაღსრულებითი სისტემა.
დევისი ალაბამაში, ბირმინგემში, აფრო-ამერიკულ ოჯახში დაიბადა. ბრენდეის უნივერსიტეტში შეისწავლა ფრანგული ლიტერატურა, ხოლო ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტში განათლება ფილოსოფიის მიმართულებით მიიღო. გერმანიაში სწავლის პერიოდში იგი აქტიურად ჩაერთო უკიდურეს მემარცხენე პოლიტიკაში. აშშ-ში დაბრუნებული დევისი კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლობდა, შემდეგ კი აღმოსავლეთ გერმანიაში გადავიდა, სადაც ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი დოქტორის ხარისხით დაამთავრა. სამშობლოში დაბრუნებული დევისი კომუნისტურ პარტიას შეუერთდა და არაერთ მოძრაობაში ჩაერთო, მათ შორის იყო ფემინიზმის მეორე ტალღა და ვიეტნამის ომში აშშ-ის მონაწილეობის საწინააღმდეგო მოძრაობა. 1969 წელს იგი კალიფორნიის უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორის მოვალეობის შემსრულებელი გახდა, თუმცა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ კომუნისტური პარტიის წევრობის გამო მალევე გაათავისუფლა.
1970 წელს დევისის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი მარინის ოლქის სასამართლო დარბაზში შეიარაღებული თავდასხმის დროს იქნა გამოყენებული, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. დევისს სამ დანაშაულში დაედო ბრალი, მათ შორის განზრახ მკვლელობაში. იგი წელიწადზე მეტხანს იყო დაპატიმრებული, სანამ 1972 წელს ყველა ბრალდება არ მოეხსნა. 1970-იან წლებში დევისი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებს ეწვია. 1980-იან წლებში იგი ორჯერ იყო კომუნისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი. ამავე დროს იგი სან-ფრანცისკოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იყო. 1977 წელს დევისმა დააარსა კრიტიკული წინააღმდეგობის ორგანიზაცია. 1991 წელს იგი კალიფორნიის უნივერსიტეტში ფემინისტური მეცნიერებების დეპარტამენტს შეუერთდა და დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა. მან ეს თანამდებობა 2008 წელს დატოვა, რის შემდეგაც წერს და აქტიურადააა ჩართული სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობებში.
პოლიტიკური ძალადობის მხარდაჭერაში ბრალდების გამო დევისი მუდმივად აშშ-ის მთავრობის მძაფრი კრიტიკის ობიექტი იყო. მას ასევე აკრიტიკებდნენ საბჭოთა კავშირის მხარდაჭერის გამო.[1]
დევისს არაერთი საპატიო ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორისაა საბჭოთა კავშირის საერთაშორისო ლენინური პრემია "ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის". 2019 წელს დევისი აშშ-ის ქალთა ეროვნულ დიდების დარბაზში შეიყვანეს.[2] 2020 წელს ჟურნალ ტაიმის გამოცემაში „100 წლის ქალი“ იგი 1971 წლის „წლის ქალად“ დასახელდა.[3] ამავე წელს დევისი აგრეთვე ტაიმის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის მოხვდა.[4]
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანჯელა დევისი 1944 წლის 26 იანვარს[5] ალაბამას შტატის ქალაქ ბირმინგემში დაიბადა. მისი ოჯახი „დინამიტის გორაკის“ უბანში ცხოვრობდა, რომელიც 1950-იან წლებში იქ დასახლებული საშუალო ფენის შავკანიანი მოსახლეობის დაშინებისა და მათთვის იქაურობის დატოვების იძულების მიზნით დაიბომბა. დევისი ხშირად ბიძის ფერმაში, აგრეთვე ნიუ-იორკში მეგობრებთან ერთად ატარებდა დროს.[6] მას ჰყავს ორი ძმა, ბენი და რეჯინალდი და ერთი და, ფენია. 1960-იანი წლების დასასრულს და 1970-იანი წლების დასაწყისში ბენი საფეხბურთო ნაკრებებში, კლივლენდის ბრაუნდი და დეტროიტ ლაიონსი, მცველის პოზიციაზე თამაშობდა.[7]
დევისმა დაწყებითი განათლება კერი ტაგლის სკოლაში მიიღო, რის შემდეგაც პარკერის საშუალო სკოლაში სწავლობდა. ამ პერიოდში მისი დედა, სალი ებლ დევისი, სამხრეთელ შავკანიანთა ახალგაზრდული კონგრესის წამყვანი ორგანიზატორი და ეროვნული ოფიცერი იყო. ამ კომუნისტური პარტიის ზეგავლენის მქონე ორგანიზაციის მიზანს სამხრეთელ აფრო-ამერიკელებს შორის ალიანსების შექმნა წარმოადგენდა. დევისი კომუნისტ ორგანიზატორებსა და მოაზროვნეებს შორის გაიზარდა, რომლებმაც მის ინტელექტუალ განვითარებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინეს.[8]
დევისი ტაძრის ახალგაზრდული გუნდის წევრი იყო და საკვირაო სკოლას რეგულარურად ესწრებოდა. იგი მის პოლიტიკურ ჩართულობაში დამსახურებას ამერიკის შეერთებული შტატების გოგონათა სკაუტების ორგანიზაციას მიაწერს. როგორც სკაუტი გოგონა, დევისი ბირმინგემში რასობრივ სეგრეგაციას აპროტესტებდა.[9]
საშუალო სკოლის პირველ წელს საზოგადოების სამსახურში ამერიკის მეგობართა კომიტეტმა დევისი პროგრამაში ჩართო, რომლის ფარგლებშიც სამხრეთელი შავკანიანი მოსწავლეები ჩრდილოეთის ინტეგრირებულ სკოლებში გადაჰყავდათ. დევისმა სწავლა მანჰეტენის უბან გრინვიჩ-ვილიჯში მდებარე ელისაბედ ირვინის საშუალო სკოლაში გადაწყვიტა, სადაც ახალგაზრდულ კომუნისტურ დაჯგუფებას შეუერთდა.[10]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანჯელა დევისი — AllMovie
- „Davis quotations“. Black History Daily.
- Angela Davis — C-SPAN
- ანჯელა დევისი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- „Angela Davis“. Encyclopedia of Alabama. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-13. ციტირების თარიღი: 2021-02-21.
- Angela Davis Ephemera Collection, W.S. Hoole Special Collections Library.
- Film clip, Davis speaking at Florida A&M University's Black History Month convocation (1979).
- The New York Times archive of Davis-related articles, nytimes.com;
- Angela Y. Davis Papers, 1937-2017 MC 940. Schlesinger Library, Radcliffe Institute, Harvard University, Cambridge, Mass.
- Angela Y. Davis Collection of the Schlesinger Library A/D260. Schlesinger Library, Radcliffe Institute, Harvard University, Cambridge, Mass.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The Real Stain on Angela Davis’ Legacy Is Her Support for Tyranny.
- ↑ Davis, Angela.
- ↑ Magazine, Time. 100 Women of the Year. Time Magazine.
- ↑ Angela Davis: The 100 Most Influential People of 2020.[მკვდარი ბმული]
- ↑ Angela Davis (January 26, 1944). National Archives and Records Administration.
- ↑ Davis, Angela Yvonne (March 1989). „Rocks“, Angela Davis: An Autobiography. New York City: International Publishers. ISBN 0-7178-0667-7.
- ↑ Aptheker, Bettina (1999) The Morning Breaks: The Trial of Angela Davis, 2nd, Ithaca, New York: Cornell University Press. ISBN 0801485975.
- ↑ Kum-Kum Bhavnani, Bhavnani; Davis, Angela (Spring 1989). „Complexity, Activism, Optimism: An Interview with Angela Y. Davis“. Feminist Review (31): 66–81.
- ↑ "The Radicalization of Angela Davis," Ebony, July 1971: n.p., Mag.
- ↑ Bubbins, Harry. (2018-01-26) Angela Davis: Her Greenwich Village Connections en-US.
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - აგვისტო 2021
- დაბადებული 1944
- დაბადებული 26 იანვარი
- ამერიკელი საზოგადო მოღვაწეები
- აფრო-ამერიკელი ქალი მწერლები
- ამერიკელი ფემინისტები
- აფრო-ამერიკელი ფემინისტები
- მარქსისტი მწერლები
- პოსტმოდერნისტი ფემინისტები
- XX საუკუნის ამერიკელი ქალი მწერლები
- ქალი ავტობიოგრაფები
- აფრო-ამერიკელი საზოგადო მოღვაწეები
- ამერიკელი პოლიტიკოსი ქალები