მერი მაკლეოდ ბეთუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მერი მაკლეოდ ბეთუნი
ინგლ. Mary McLeod Bethune
დაბადების თარიღი 10 ივლისი, 1875(1875-07-10)[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი Mayesville
გარდაცვალების თარიღი 18 მაისი, 1955(1955-05-18)[1] [2] [3] [4] (79 წლის)
გარდაცვალების ადგილი Daytona Beach
მოქალაქეობა აშშ
განათლება Barber–Scotia College, Moody Bible Institute და Johnson C. Smith University
ეროვნება აფრო-ამერიკელები[5] [6] [7] [8]
ჯილდოები სპინგარნის მედალი[9] , ქალების ეროვნული დიდების დარბაზი[10] და ფლორიდის ქალთა დიდების დარბაზი[11]

მერი ჯეინ მაკლეოდ ბეთუნი (ინგლ. Mary Jane McLeod Bethune, დ. 10 ივლისი, 1875, მაისვილი, სამხრეთ კაროლინა, აშშ — გ. 18 მაისი, 1955, დეიტონ-ბიჩი, ფლორიდა, აშშ) — ამერიკელი მასწავლებელი, საზოგადო მოღვაწე, აქტივისტი, შეერთებული შტატებში მცხოვრები ფერადკანიანი მოქალაქეების უფლებების დამცველი და ფილანთროპი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერი მაკლეოდი დაიბადა 1875 წელს სამხრეთ კაროლინაში. იგი იყო 17 შვილიდან მე-15 ბავშვი ყოფილი მონების სემ და პეტსი მაკლეოდების ოჯახში.[12][13][14] მერი ბავშვობიდან ეხმარებოდა მშობლებს მუშაობაში.[15] 1895 წელს დაამთავრა კოლეჯი. მოგვიანებით მაკლეოდი მისიონერობაზე ოცნებობდა, მაგრამ არცერთ ეკლესიას არ სურდა მისი დაფინანსება. 1898 წელს მერი დაქორწინდა ალბერტუს ბეთუნზე. მუშაობდა მასწავლებლად სამხრეთის პატარა სკოლებში.[12]

1904 წელს ბეთუნის ქორწინება დასრულდა. იგი და მისი ვაჟი ფლორიდაში გადავიდნენ საცხოვრებლად. აქ დეიტონ-ბიჩზე მან გახსნა საკუთარი სკოლა და ინსტიტუტი ფერადკანიანი გოგონებისათვის.[12]1929 წელს სკოლა გაერთიანდა მამაკაცთა კოლეჯთან და გახდა ფერადკანიანთა უნივერსიტეტი Bethune-Cookman University[en].[12] ბეთუნი უნივერსიტეტის დირექტორად მუშაობდა 1942 წლამდე, და ასევე უნივერსიტეტის დირექტორი იყო 1946-1947 წლებში. მისი ხელმძღვანელობით დაწესებულებამ მიიღო სრული აკრედიტაცია და გაიზარდა 1000 ადამიანამდე.[12]

ბეთუნი იყო აფროამერიკელების უფლებების აქტივისტი და გენდერული თანასწორობის მომხრე.1935 წელს იგი აირჩიეს ფერადკანიან ქალთა ეროვნული საბჭოს პრეზიდენტად,[16] რომელსაც 1949 წლამდე იკავებდა.ბეთუნის საზოგადოებრივი სამსახური თვალსაჩინო გახდა ეროვნულ დონეზე. 1936 წელს პრეზიდენტმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა იგი აირჩია კონსულტანტად ფერადკანიანთა საკითხებში.მერი მაკლეიდი 1940 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მსახურობდა ფერადკანიანთა წინსვლის ეროვნული ასოციაციის (NAACP) ვიცე-პრეზიდენტად.[12] ბეთუნი ასევე წერდა სტატიებს წამყვან ფერადკანიანთა გაზეთში Chicago Defender და Pittsburgh Courier.[15]

ბეთუნი 1955 წელს გარდაიცვალა მიოკარდიუმის ინფარქტით. 1974 წელს მას ძეგლი დაუდგეს ვაშინგტონში, ხოლო 1985 წელს მის ხსოვნის საპატივსაცემოდ შეერთებულ შტატებში გამოუშვეს საფოსტო მარკა.[15]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეთუნმა მიიღო მრავალი ჯილდო ცხოვრების მანძილზე გაწეული საქმიანობისთვის, მათ შორის:

  • ღირსების ეროვნული ორდერი (1949);
  • ქალთა ეროვნულ დიდების დარბაზის წევრი (1973);[17]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Discogs — 2000.
  4. 4.0 4.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. https://documents.alexanderstreet.com/c/1007600702
  6. https://www.nps.gov/mamc/learn/historyculture/the-council-house.htm
  7. Smith J. C. Notable Black American Women
  8. BlackPast.org — 2004.
  9. https://www.britannica.com/topic/Spingarn-Medal
  10. https://www.womenofthehall.org/inductee/mary-mcleod-bethune/
  11. http://flwomenshalloffame.org/bio/mary-mcleod-bethune/
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 12.5 Mary McLeod Bethune, Энциклопедия Британника, დაარქივებულია ორიგინალიდან (9 მაისი, 2020)
  13. Bethune Cookman College Founder's Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-29. Retrieved on January 11, 2008.
  14. Landfall, Dolores and Sims, J. (Summer, 1976). «Mary McLeod Bethune: The Educator; Also Including a Selected Annotated Bibliography», Journal of Negro Education. 45 (3) pp. 342—359.
  15. 15.0 15.1 15.2 „Mary McLeod Bethune“. National Women's History Museums (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-25. ციტირების თარიღი: 2017-12-30.
  16. National Council of Negro Women
  17. Mary McLeod Bethune. ციტირების თარიღი: 2020-03-20 National Women’s Hall of Fame. Retrieved on January 11, 2008.