ევროპის ბალახის ჰოკეის ფედერაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ევროპის ბალახის ჰოკეის ფედერაცია შეიქმნა 1969 წელს ქალაქ კარდიფში იტალიის, პოლონეთის, საფრანგეთის და უელსის ბალახის ჰოკეის ფედერაციების ინიციატივით. ფედერაცია ხელმძძღვანელობს ბალახის ჰოკეის განვითარებას ევროპაში. იგი ამავდროულად წარმოადგენს ბალახის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციას ევროპულ ქვეყნებში.

ფედერაციის უნაღლესი ორგანოა ასამბლეა, რომელსაც იწვევენ ორ წელიწადში ერთხელ. ასამბლეებს შორის ფედერაციის მუშაობას ხელმძღვანელობს კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტი, გენერალური მდივანი და 5 წევრი. მათ ასამბლეაზე ირჩევენ ოთხი წლის ვადით. კომიტეტი ყოველ წლიურად ატარებს სხდომას (არანაკლებ ერთსა წელიწადში) სადაც განიხილავს მიმდინარე საკითხებს. გარდა ამისა ფედერაციაში ყოველდღიურ სამუშაოებს უძღვებია დარგობრივი კომიტეტები (საფინანსო, მარკეტინგის, სამწვრთნელო, საკლუბო, სამედიცინო, ჰოკეის დახურულ დარბაზებში და სხვა) ფედერაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ბრიუსელში. ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული.

ამჟამინდელი პრეზიდენტია - მარტინ გოტრაიჯი(ინგლისი)

ფედერაცია აერთიანებს 45 ქვეყანას.

ქვეყნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპა
დროშა: ავსტრია ავსტრია დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი დროშა: ბელარუსი ბელარუსი დროშა: ბელგია ბელგია დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი
დროშა: გერმანია გერმანია გიბრალტარის დროშა გიბრალტარი დროშა: დანია დანია დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო დროშა: ესპანეთი ესპანეთი
დროშა: ესტონეთი ესტონეთი დროშა: თურქეთი თურქეთი დროშა: ინგლისი ინგლისი დროშა: ირლანდიის რესპუბლიკა ირლანდია ისრაელის დროშა ისრაელი
იტალიის დროშა იტალია დროშა: კვიპროსი კვიპროსი Flag of Latvia.svg ლატვია ლიტვის დროშა ლიტვა ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი
დროშა: მაკედონია მაკედონია მალტის დროშა მალტა მოლდოვის დროშა მოლდოვა დროშა: ნორვეგია ნორვეგია დროშა: პოლონეთი პოლონეთი
დროშა: პორტუგალია პორტუგალია დროშა: რუმინეთი რუმინეთი დროშა: რუსეთი რუსეთი საბერძნეთის დროშა საბერძნეთი დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
დროშა: საქართველო საქართველო დროშა: სერბეთი სერბეთი სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი სლოვენიის დროშა სლოვენია დროშა: სომხეთი სომხეთი
დროშა: უკრაინა უკრაინა დროშა: უელსი უელსი დროშა: უნგრეთი უნგრეთი დროშა: ფინეთი ფინეთი დროშა: შვედეთი შვედეთი
დროშა: შვეიცარია შვეიცარია დროშა: ჩეხეთი ჩეხეთი დროშა: შოტლანდია შოტლანდია ხორვატიის დროშა ხორვატია დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები


ფედერაცია თავისი ეგიდით ატარებს:

გარდა ამისა ტარდება რეგიონალური ტურნირები:

  • ალპების თასი
  • ბალტიკის თასი
  • პანიონიის თასი
  • სელტიკის თასი
  • ჩრდილოეთის თასი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სპორტის ენციკლოპედია. თბილისი. 2006
  • Хоккей с мячом. Хоккей на траве. Справочник. Москва. изд. „ФиС“ 1979
  • МОК и международные спортивные обьединения. Москва. изд. „ФиС“ 1979

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]