ევროპის ავტომაგისტრალი E117

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Tabliczka E117.svg

ევროპის ავტომაგისტრალი E117 - ევროპის ავტომაგისტრალი კავკასიაში, რომელიც რუსეთის სამხრეთ ნაწილს აკავშირებს სომხეთთან საქართველოს გავლით.

მარშრუტი იწყება ქალაქ მინერალურ წყლებთან რუსეთში, საქართველოში, ძირითადად, ემთხვევა საქართველოს სამხედრო გზას, ხოლო სომხეთში ერევნის გავლით მიდის ირანის საზღვრამდე.

ავტომაგისტრალის სიგრძეა 1050 კილომეტრი.

მინერალური წყლების შემდეგ, ბესლანამდე ავტომაგისტრალი გადაკვეთს ევროპის ავტომაგისტრალს E50. თბილისში ის გადაკვეთს ევროპის ავტომაგისტრალს E60. მარშრუტის დასასრულს, ქალაქ მეღრიში ის უერთდება ევროპის ავტომაგისტრალს E002

მარშრუტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

E117 route.svg


გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]