კუმა-მანიჩის ღრმული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუმა-მანიჩის ღრმული

კუმა-მანიჩის ღრმული (რუს. Кумо-Манычская впадина) — ტექტონიკური ღარისებრი დადაბლება, რომელიც გამოჰყოფს იმიერკავკასიის აღმოსავლეთ ევროპის ვაკის სამხრეთ ნაწილის სტეპებისა და ნახევარუდაბნოებისაგან და აკავშირებს ყუბან-აზოვისპირა და კასპიისპირა დაბლობებს. სიგანე 20-30 კმ, ცენტრალურ ნაწილში ვიწროვდება 1-2 კმ-მდე. ანთროპოგენურ პერიოდში წარმოადგენდა ზღვის სრუტეს, რომელიც აკავშირებდა კასპიისა და შავი ზღვის აუზებს. ამჟამად კუმა-მანიჩის ღრმულის ქვაბულში მდებარეობს ტბები და წყალსაცავები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]