კუმა
იერსახე
კუმა — მდინარე ჩრდილო კავკასიაში. სიგრძე 802 კმ, აუზის ფართი 33,5 ათასი კმ². სათავე აქვს კლდოვანი ქედის ჩრდილო კალთებზე. ზემოთში მიედინება მაღალ და ციცაბო ფერდობიან ხეობაში, შუაწელში ხეობა განიერია. კასპიისპირა დაბლობზე მდინარის კალაპოტი იტოტება და წყალი ვეღარ აღწევს კასპიის ზღვამდე. უმთავრესად საზრდოობს წვიმსა და თოვლის წყლით. საშუალო წლიური ხარჯი შუაწელში 10,9 მ³/წმ. იყინება ნოემბრის ბოლოს — დეკემბრის დასაწყისში, ყინულძვრა მარტის დასაწყისშია. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე. მდინარეს იყენებენ სარწყავად. გაყვანილია თერგ-კუმისა და კუმა-მანიჩის არხები. კუმას ნაპირზეა ქალაქები: მინერალნიე-ვოდი, ზელენოკუმსკი, პრიკუმსკი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 70.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Река Кума на АкваЭксперт. Ру დაარქივებული 2011-04-19 საიტზე Wayback Machine.