იტალიის სერია A

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატი (სერია ა))
იტალიის სერია A
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
კონფედერაცია უეფა
დაარსდა 1898
(1929-დან
ახალი ფორმატით)
დივიზიონები 1
კლუბ. რაოდენობა 20
ქვეითდება სერია B
საშინაო თასები იტალიის თასი
იტალიის სუპერთასი
საერთაშ. თას(ებ)ი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა
უეფა-ს ევროპა ლიგა
მოქ. ჩემპიონი „მილანი“ (19-ჯერ)
ყველაზე ტიტულოვანი „იუვენტუსი“ (36-ჯერ)
ტვ პარტნიორები Sky Italia
Mediaset Premium
საიტი ოფიციალური
2022-23

იტალიის სერია A — ცნობილი როგორც Seria A TIM, პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა იტალიური კლუბებისთვის. წარმოადგენს იტალიის უმაღლეს საფეხბურთო ლიგას. გათამაშებაში ასპარეზობს 20 გუნდი. ლიგა 1929 წლიდან მოქმედებს.

იტალიის ჩემპიონის ტიტულს ფლობდა 16 კლუბი. ჩემპიონატს სამი დომინანტი გუნდი ჰყავდა ყოველთვის „იუვენტუსის“ (36 ტიტული), „მილანის“ (19) და „ინტერის“ (19) სახით[1]. მოქმედი ჩემპიონია „მილანი“.

უეფა-ს კოეფიციენტების რეიტინგში ჩემპიონატებს შორის, სერია A მეოთხე ადგილს იკავებს[2]. 2015–16 წლების სეზონში სერია A-ს მატჩებზე საშუალო დასწრება იყო 22.644 ადამიანი[3].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკუდეტოს ემბლემა, რომელსაც მოქმედი ჩემპიონი ატარებს საკუთარ მაისურზე.

სერია A-ს გათამაშებას ხშირად უწოდებენ ”სკუდეტო”-ს. იტალიის ჩემპიონატის ყველაზე წარმატებულ კლუბად ითვლება ტურინის იუვენტუსი, რომელმაც ტურნირი 36-ჯერ მოიგო. იუვენტუსს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ჩამოერთვა 2 სკუდეტო (2004–05, 2005–06) და აქედან ერთი გადაეცა მილანის ინტერს, ცნობილი სკანდალის – კალჩოპოლის გამო. იუვენტუსის შემდეგ სკუდეტოების რაოდენობით მოდიან მილანური გრანდები – მილანი და ინტერი, რომლებმაც 19–19-ჯერ მოიგეს ჩემპიონატი. ათჯერ ჩემპიონობის შემთხვევაში, გუნდს უფლება ეძლევა კლუბის ემბლემის (ლოგოს) თავზე ატაროს პატარა ოქროს ვარსკვლავი. ამგვარად იუვენტუსი ფლობს 3 ვარსკვლავს, ხოლო მილანი და ინტერი თითო-თითოს.

ფორმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიის მანძილზე, სერია A ძირითადად 16 ან 18 გუნდისგან შედგებოდა. 2004–05 წლების სეზონიდან ჩემპიონატში 20 გუნდი იღებს მონაწილეობას.

სერია A-ს ამჟამინდელი ფორმატი სტარტს იღებს 1929 წლიდან. 1898-დან–1929 წლამდე ჩემპიონატი ტარდებოდა რეგიონალური პრინიციპით, სადაც ყველა რეგიონს საკუთარი გუნდი ჰყავდა. სერია A-ში კლუბების რაოდენობა ყოველთვის იცვლებოდა.

1929–34: 18 კლუბი

1934–42: 16 კლუბი

1942–46: 18 კლუბი

1946–47: 20 კლუბი

1947–48: 21 კლუბი

1948–52: 20 კლუბი

1952–67: 18 კლუბი

1967–88: 16 კლუბი

1988–2004: 18 კლუბი

2004–დღემდე: 20 კლუბი

საფეხბურთო სეზონის განმავლობაში (აგვისტო-მაისი) ყველა კლუბი 2-ჯერ ხვდება ერთმანეთს. ამგვარად სეზონის განმავლობაში კლუბი მართავს 38 მატჩს (19-ს პირველ წრეში და მეორე 19-ს მეორეში). შეხვედრების მიმდევრობა ორივე წრეში იდენტურია.

კლუბები გამარჯვებისათვის იღებენ 3 ქულას, 1 ქულა ეძლევათ ფრედ დამთავრების შემთხვევაში, ხოლო წაგებული გუნდი უქულოდ რჩება. თუ კლუბები დააგროვებენ ქულათა ერთი და იმავე რაოდენობას, ამ შემთხვევაში ადგილები გადანაწილდება გატანილი და გაშვებული ბურთების რაოდენობით. ჩემპიონატში ყველაზე მეტი ქულების დაგროვების შემთხვევაში, კლუბი გამოცხადდება გათამაშების გამარჯვებულად. 3 გუნდი, რომლებიც ჩემპიონატს ცხრილის ბოლო ნაწილში დაასრულებენ (მე-18, მე-19, მე-20 ადგილებზე), დაქვეითდებიან იტალიის ჩემპიონატის მეორე ლიგაში – სერია B-ში.

სერია A-ს პირველი 3 კლუბი, უფლებას იღებს მონაწილეობა მიიღოს მომავალი წლის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. აქედან პირველი 2 კლუბი პირდაპირ ერთვება ჯგუფური ეტაპიდან, ხოლო მესამე კლუბი ასპარეზობას იწყებს ჩემპონთა ლიგის III საკვალიფიკაციო რაუნდიდან, სადაც ჯგუფრ ეტაპზე მოსახვედრად მოუწევს ორმატჩიანი დაპირისპირება სხვა ქვეყნის კლუბთან. მე-4 და მე-5 ადგილების დაკავების შემთხვევაში, კლუბს უფლება ეძლევა მონაწილეობა მიიღოს უეფა-ს ევროპა ლიგაში. ამავე ტურნირში მონაწილეობის უფლება ეძლევა იტალიის თასის გამარჯვებულს, მაგრამ თუ იტალიის თასის გამარჯვებულმა უკვე გაიარა კვალიფიკაცია ჩემპიონთა ლიგის, ან ევროპა ლიგის გათამაშებებში, მაშინ მესამე საგზურის მფლობელი ხდება ჩემპიონატში მე-6 ადგილზე გასული კლუბი.

ჩემპიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი ჩემპიონები მეორე ადგილი ჩემპიონობის წლები
იუვენტუსი 36 21 1905, 1926, 1931, 1932, 1933, 1934, 1935, 1950, 1952, 1958, 1960, 1961, 1967, 1972, 1973, 1975, 1977, 1978, 1981, 1982, 1984, 1986, 1995, 1997, 1998, 2002, 2003, 2012, 2013, 2014, 2015, 2016, 2017, 2018, 2019, 2020
ინტერი 19 16 1910, 1920, 1930, 1938, 1940, 1953, 1954, 1963, 1965, 1966, 1971, 1980, 1989, 2006, 2007, 2008, 2009, 2010, 2021
მილანი 19 16 1901, 1906, 1907, 1951, 1955, 1957, 1959, 1962, 1968, 1979, 1988, 1992, 1993, 1994, 1996, 1999, 2004, 2011, 2022
ჯენოა 9 4 1898, 1899, 1900, 1902, 1903, 1904, 1915, 1923, 1924
ტორინო 7 6 1928, 1943, 1946, 1947, 1948, 1949, 1976
ბოლონია 7 4 1925, 1929, 1936, 1937, 1939, 1941, 1964
პრო ვერჩელი 7 1 1908, 1909, 1911, 1912, 1913, 1921, 1922
რომა 3 14 1942, 1983, 2001
ნაპოლი 2 7 1987, 1990
ლაციო 2 6 1974, 2000
ფიორენტინა 2 5 1956, 1969
კალიარი 1 1 1970
კაზალე 1 0 1914
ნოვეზე 1 0 1922
ელას ვერონა 1 0 1985
სამპდორია 1 0 1991
ინტერი ტურინი 0 2
მილანეზე 0 2
ვიჩენცა 0 2
ლივორნო 0 2
ალბა ტრასტევერე 0 2
ტორინეზე 0 1
ვენეცია 0 1
პიზა 0 1
სამპიერდარენეზე 0 1
ფორტიტუდო 0 1
სავოია 0 1
უდინეზე 0 1
პერუჯა 0 1
პარმა 0 1

ბომბარდირები სეზონების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი ეროვნება მოთამაშე[4] კლუბი გოლების რაოდენობა
1929–30 იტალიის დროშა ჯუზეპე მეაცა ინტერი 31
1930–31 იტალიის დროშა როდოლფო ვოლკი რომა 29
1931–32 იტალიის დროშა ანჯელო სკიავიო ბოლონია 25
ურუგვაის დროშა პედრო პეტრონე ფიორენტინა
1932–33 იტალიის დროშა ფელიჩე ბორელი იუვენტუსი 29
1933–34 იტალიის დროშა ფელიჩე ბორელი (2) იუვენტუსი 31
1934–35 არგენტინის დროშა/იტალიის დროშა ენრიკე გუაიტა რომა 28
1935–36 იტალიის დროშა ჯუზეპე მეაცა (2) ინტერი 25
1936–37 იტალიის დროშა სილვიო პიოლა ლაციო 21
1937–38 იტალიის დროშა ჯუზეპე მეაცა (3) ინტერი 20
1938–39 ურუგვაის დროშა/იტალიის დროშა ეტორე პურიჩელი ბოლონია 19
იტალიის დროშა ალდო ბოფი მილანი
1939–40 იტალიის დროშა ალდო ბოფი (2) მილანი 24
1940–41 ურუგვაის დროშა/იტალიის დროშა ეტორე პურიჩელი (2) ბოლონია 22
1941–42 იტალიის დროშა ალდო ბოფი (3) მილანი 22
1942–43 იტალიის დროშა სილვიო პიოლა (2) ლაციო 21
1945–46 იტალიის დროშა ეუსებიო კასტილიანო ტორინო 13
1946–47 იტალიის დროშა ვალენტინო მაცოლა ტორინო 29
1947–48 იტალიის დროშა ჯამპიერო ბონიპერტი იუვენტუსი 27
1948–49 უნგრეთის დროშა იშტვან ნიერში ინტერი 26
1949–50 შვედეთის დროშა გუნარ ნორდალი მილანი 35
1950–51 შვედეთის დროშა გუნარ ნორდალი (2) მილანი 34
1951–52 დანიის დროშა იონ ჰანსენი იუვენტუსი 30
1952–53 შვედეთის დროშა გუნარ ნორდალი (3) მილანი 26
1953–54 შვედეთის დროშა გუნარ ნორდალი (4) მილანი 23
1954–55 შვედეთის დროშა გუნარ ნორდალი (5) მილანი 26
1955–56 იტალიის დროშა ჯინო პივატელი ბოლონია 29
1956–57 ბრაზილიის დროშა/იტალიის დროშა დინო და კოშტა რომა 22
1957–58 უელსის დროშა ჯონ ჩარლზი იუვენტუსი 28
1958–59 არგენტინის დროშა/იტალიის დროშა ანტონიო ანჯელილო ინტერი 33
1959–60 არგენტინის დროშა/იტალიის დროშა ომარ სივორი იუვენტუსი 28
1960–61 იტალიის დროშა სერჯო ბრიგენტი სამპდორია 27
1961–62 ბრაზილიის დროშა/იტალიის დროშა ჟოზე ალტაფინი მილანი 22
იტალიის დროშა აურელიო მილანი ფიორენტინა
1962–63 დანიის დროშა ჰარალდ ნილსენი ბოლონია 19
არგენტინის დროშა პედრო მანფრედინი რომა
1963–64 დანიის დროშა ჰარალდ ნილსენი (2) ბოლონია 21
1964–65 იტალიის დროშა სანდრო მაცოლა ინტერი 17
იტალიის დროშა ალბერტო ორლანდო ფიორენტინა
1965–66 ბრაზილიის დროშა ლუის ვინისიო ვიჩენცა 25
1966–67 იტალიის დროშა ლუიჯი რივა კალიარი 18
1967–68 იტალიის დროშა პიერინო პრატი მილანი 15
1968–69 იტალიის დროშა ლუიჯი რივა (2) კალიარი 21
1969–70 იტალიის დროშა ლუიჯი რივა (3) კალიარი 21
1970–71 იტალიის დროშა რობერტო ბონინსენია ინტერი 24
1971–72 იტალიის დროშა რობერტო ბონინსენია (2) ინტერი 22
1972–73 იტალიის დროშა ჯუზეპე სავოლდი ბოლონია 17
იტალიის დროშა პაოლო პულიჩი ტორინო
იტალიის დროშა ჯანი რივერა მილანი
1973–74 იტალიის დროშა ჯორჯო კინალია ლაციო 24
1974–75 იტალიის დროშა პაოლო პულიჩი (2) ტორინო 18
1975–76 იტალიის დროშა პაოლო პულიჩი (3) ტორინო 21
1976–77 იტალიის დროშა ფრანჩესკო გრაციანი ტორინო 21
1977–78 იტალიის დროშა პაოლო როსი ვიჩენცა 24
1978–79 იტალიის დროშა ბრუნო ჯორდანო ლაციო 19
1979–80 იტალიის დროშა რობერტო ბეტეგა იუვენტუსი 16
1980–81 იტალიის დროშა რობერტო პრუცო რომა 18
1981–82 იტალიის დროშა რობერტო პრუცო (2) რომა 15
1982–83 საფრანგეთის დროშა მიშელ პლატინი იუვენტუსი 16
1983–84 საფრანგეთის დროშა მიშელ პლატინი (2) იუვენტუსი 20
1984–85 საფრანგეთის დროშა მიშელ პლატინი (3) იუვენტუსი 18
1985–86 იტალიის დროშა რობერტო პრუცო (3) რომა 19
1986–87 იტალიის დროშა პიეტრო პაოლო ვირდისი მილანი 17
1987–88 არგენტინის დროშა დიეგო მარადონა ნაპოლი 15
1988–89 იტალიის დროშა ალდო სერენა ინტერი 22
1989–90 ნიდერლანდების დროშა მარკო ვან ბასტენი მილანი 19
1990–91 იტალიის დროშა ჯანლუკა ვიალი სამპდორია 19
1991–92 ნიდერლანდების დროშა მარკო ვან ბასტენი (2) მილანი 25
1992–93 იტალიის დროშა ჯუზეპე სინიორი ლაციო 26
1993–94 იტალიის დროშა ჯუზეპე სინიორი (2) ლაციო 23
1994–95 არგენტინის დროშა გაბრიელ ბატისტუტა ფიორენტინა 26
1995–96 იტალიის დროშა იგორ პროტი ბარი 24
იტალიის დროშა ჯუზეპე სინიორი (3) ლაციო
1996–97 იტალიის დროშა ფილიპო ინძაგი ატალანტა 24
1997–98 გერმანიის დროშა ოლივერ ბირჰოფი უდინეზე 27
1998–99 ბრაზილიის დროშა მარსიო ამოროზო უდინეზე 22
1999–2000 უკრაინის დროშა ანდრეი შევჩენკო მილანი 24
2000–01 არგენტინის დროშა ერნან კრესპო ლაციო 26
2001–02 საფრანგეთის დროშა დავიდ ტრეზეგე იუვენტუსი 24
იტალიის დროშა დარიო უბნერი პიაჩენცა
2002–03 იტალიის დროშა კრისტიან ვიერი ინტერი 24
2003–04 უკრაინის დროშა ანდრეი შევჩენკო (2) მილანი 24
2004–05 იტალიის დროშა კრისტიანო ლუკარელი ლივორნო 24
2005–06 იტალიის დროშა ლუკა ტონი ფიორენტინა 31
2006–07 იტალიის დროშა ფრანჩესკო ტოტი რომა 26
2007–08 იტალიის დროშა ალესანდრო დელ პიერო იუვენტუსი 21
2008–09 შვედეთის დროშა ზლატან იბრაჰიმოვიჩი იუვენტუსი 25
2009–10 იტალიის დროშა ანტონიო დი ნატალე უდინეზე 29
2010–11 იტალიის დროშა ანტონიო დი ნატალე (2) უდინეზე 28
2011–12 შვედეთის დროშა ზლატან იბრაჰიმოვიჩი (2) მილანი 28
2012–13 ურუგვაის დროშა ედინსონ კავანი ნაპოლი 29
2013–14 იტალიის დროშა ჩირო იმობილე ტორინო 22
2014–15 იტალიის დროშა ლუკა ტონი (2) ელას ვერონა 22
არგენტინის დროშა მაურო იკარდი ინტერი
2015–16 არგენტინის დროშა გონსალო იგუაინი ნაპოლი 36
2016–17 ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ედინ ჯეკო რომა 29
2017–18 იტალიის დროშა ჩირო იმობილე (2) ლაციო 29
არგენტინის დროშა მაურო იკარდი ინტერი

რეკორდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველაზე მეტი გოლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სილვიო პიოლა
ადგილი ფეხბურთელი[5] წლები გოლი
1 იტალიის დროშა სილვიო პიოლა 1929–1954 274
2 იტალიის დროშა ფრანჩესკო ტოტი 1992–2017 250
3 შვედეთის დროშა გუნარ ნორდალი 1948–1958 225
4 ბრაზილიის დროშა/იტალიის დროშა ჟოზე ალტაფინი 1958–1976 216
იტალიის დროშა ჯუზეპე მეაცა 1929–1947
6 იტალიის დროშა ანტონიო დი ნატალე 2002–2016 209
7 იტალიის დროშა რობერტო ბაჯო 1986–2004 205
8 შვედეთის დროშა კურტ ჰამრინი 1956–1971 190
9 იტალიის დროშა ჯუზეპე სინიორი 1991–2004 188
იტალიის დროშა ალესანდრო დელ პიერო 1993–2012
იტალიის დროშა ალბერტო ჯილარდინო 1999–2017

ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაოლო მალდინი
ადგილი ფეხბურთელი[6] წლები გოლი
1 იტალიის დროშა პაოლო მალდინი 1985–2009 647
2 იტალიის დროშა ჯანლუიჯი ბუფონი 1995–2018 640
3 იტალიის დროშა ფრანჩესკო ტოტი 1992–2017 619
4 არგენტინის დროშა ხავიერ ძანეტი 1995–2014 615
5 იტალიის დროშა ჯანლუკა პალიუკა 1987–2007 592
6 იტალიის დროშა დინო ძოფი 1961–1983 570
7 იტალიის დროშა პიეტრო ვერხოვოდი 1980–2000 562
8 იტალიის დროშა რობერტო მანჩინი 1981–2000 541
9 იტალიის დროშა სილვიო პიოლა 1929–1954 537
10 იტალიის დროშა ენრიკო ალბერტოზი 1958–1980 532

ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯოვანი ტრაპატონი
მწვრთნელი[7] ჩემპიონი ჩემპიონობის წლები
იტალიის დროშა ჯოვანი ტრაპატონი 7 1977, 1978, 1981, 1982, 1984, 1986, 1989
იტალიის დროშა ფაბიო კაპელო 5 1992, 1993, 1994, 1996, 2001
იტალიის დროშა მარჩელო ლიპი 1995, 1997, 1998, 2002, 2003
იტალიის დროშა მასიმილიანო ალეგრი 2011, 2015, 2016, 2017, 2018
ავსტრიის დროშა ჰერმან ფელსნერი 4 1925, 1929, 1939, 1941
იტალიის დროშა კარლო კარკანო 1931, 1932, 1933, 1934
უნგრეთის დროშა არპად ვეისი 3 1930, 1936, 1937
იტალიის დროშა კარლო პაროლა 1950, 1952, 1975
არგენტინის დროშა ელენიო ერერა 1963, 1965, 1966
იტალიის დროშა რობერტო მანჩინი 2006, 2007, 2008
იტალიის დროშა ანტონიო კონტე 2012, 2013, 2014
იტალიის დროშა ლუიჯი ფერერო 2 1946, 1947
იტალიის დროშა ალფრედო ფონი 1953, 1954
იტალიის დროშა ფულვიო ბერნარდინი 1956, 1964
იტალიის დროშა ნერეო როკო 1962, 1968
ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩესტმირ ვიცპალეკი 1972, 1973
შვედეთის დროშა ნილს ლიდჰოლმი 1979, 1983
პორტუგალიის დროშა ჟოზე მოურინიო 2009, 2010

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Italy - List of Champions. rsssf.com. ციტირების თარიღი: 4 ივლისი 2017.
  2. UEFA rankings for club competitions. uefa.com. ციტირების თარიღი: 4 ივლისი 2017.
  3. Italy » Serie A 2015/2016 » Attendance » Home matches. worldfootball.net. ციტირების თარიღი: 4 ივლისი 2017.
  4. Italy - Serie A Top Scorers. rsssf.com. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2017.
  5. „Italy - All-Time Topscorers in Serie A“. rsssf.com. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2017.
  6. „Italy - All-Time Most Matches Played in Serie A“. rsssf.com. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2017.
  7. Italy - Coaches of Championship Teams. rsssf.com. ციტირების თარიღი: 29 September 2017.