დედამიწის მეგობრები
Friends of the Earth | |
---|---|
აბრევიატურა | FoEI |
შეიქმნა | 1969 |
ტიპი | გარემოსდაცვითი ორგანიზაცია |
მიზანი |
ადამიანის უფლებების დაცვა ინვაირონმენტალიზმი |
ემსახურება რეგიონს | მსოფლიო |
წევრები | 73 ქვეყნის გარემოსდაცვითი ორგანიზაციები |
მნიშვნელოვანი პირები |
კარინ ნანსენი[1] იაგოდა მუნიჩი სილვია კიროა[2] |
ქვეყანა | დანია |
მოხალისე | ადგილობრივ აქტივისტთა 5 000-მდე ჯგუფი |
კავშირები | European Environmental Bureau |
foei.org |
დედამიწის მეგობრები (ინგლ. Friends of the Earth International, FoEl) ― მსოფლიოს 73 სახელმწიფოს გარემოსდაცვითი ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელი.[3] ორგანიზაცია 1969 წელს, სან-ფრანცისკოში დაფუძნდა დევის ბრაუერის, დონალდ ეითკენისა და გარი სოუსის მიერ მას შემდეგ, რაც ბრაუერი Sierra Club-ს გამოეყო][4] ატომური ენერგეტიკისადმი ორგანიზაციის დადებითი დამოკიდებულების გამო. ორგანიზაციის დაარსებისთვის 500 000$ შემოწირულობა ნავთობკომპანია Atlantic Richfield-ის მფლობელმა, რობერ ორვილ ანდერსონმა გაიღო.[5] „დედამიწის მეგობრები“ ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელი 1971 წელს გახდა, ოთხი ქვეყნის, აშშ-ის, შვედეთი-ის, გაერთიანებული სამეფო-სა, საფრანგეთის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ.[6]
ორგანიზაციის ამჟამინდელი სამდივნო ამსტერდამში, ნიდერლანდებში მდებარეობს. ქსელის კოორდინაციასა და მთავარ კამპანიებს სწორედ სამდივნო ახორციელებს.[7] ეროვნული ჯგუფების არჩეულ წარმომადგენელთა აღმასრულებელი კომიტეტი პოლიტიკას შეიმუშავებს და სამდივნოს საქმიანობას აკონტროლებს. 2016 წელს ორგანიზაციის თავმჯდომარედ ურუგვაელი აქტივისტი, კარინ ნანსენი აირჩიეს.[1]
მიმოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Friends of the Earth საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მთელი მსოფლიოს ეროვნულ ჯგუფებს აერთიანებს. ორგანიზაციის პროგრმები გარემოსდაცვით საკითხებზე ფოკუსირდება, წინა პლანზე სწევს სოციალურ, პოლიტიკურ და ადამიანის უფლებების კონტექსტს. გადასახადების პოლიტიკიდან გამომდინარე, ორგანიზაციის საერთაშორისო ფრთის შტაბ-ბინა ამსტერდამში, ნიდერლანდებში მდებარეობს.[8]
ორგანიზაციის ვებ-გვერდის თანახმად, ამჟამინდელი კამპანიების პრიორიტეებია: ეკონომიკური სამართლიანობა და ნეოლიბერალიზმთან წინააღმდეგობა, ტყეები და ბიომრავალფეროვნება, სურსათის სუვერენიტეტი, კლიმატის სამართლიანობა და ენერგია. ორგანიზაციის კამპანიების პრიორიტეტები შეხვედრაზეა შემუშავებულია, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ იმართება. ამასთან, Friends of the Earth გეგმავს კამპანიებს სხვა დარგებშიც, როგორებიცაა: გაუდაბნოება, ანტარქტიდა, ოკეანე, სამთომოპოვება, ექსტრაქტივიზმი და ატომური ენერგეტიკა.[9][10] 2016 წელს ორგანიზაციამ წამოიწყო კამპანია ხორცის ინტენსიური წარმოებისა და მოხმარების წინააღმდეგ.[11]
ორგანიზაციის საქმიანობა წარმატებულია და მათი კამპანიების მეშვეობით: შეიცვალა მსოფლიო ბანკის მოწოდებები გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების საკითხებთან მიმართებით, გაიმართა დებატები გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით, რათა აშშ-ში საუკეთესო საკანონმდებლო პოლიტიკა შეემუშავებინათ, მსოფლიო მასშტაბით შეჩერდა 150-ზე მეტი დესტრუქციული კაშხალი და წყლის პროექტი, დაწესდა საერთაშორისო რეგულაციები ვეშაპების ჭერაზე, გაიზარდა ზეწოლა და რეგულაციები შემუშავდა ღია კარიერების მიწებთან და ნავთობტანკერებთან დაკავშირებით.[12] კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ორგანიზაცია მხოლოდ მედიის ყურადღების მიქცევას ცდილობს, მაგრამ სინამდვილეში ადგილობრივებთან არ რჩება აქტუალური რთული პრობლემების მოსაგვარებლად და განვითარებად ქვეყნებში განვითარებას უშლის ხელს. ორგანიზაციას აკრიტიკებენ ნავთობთან და ბუნებრივ აირთან დაკავშირებული კომპანიებიდან მიღებული დიდი დაფინანსების გამო.[13]
ნავთობი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2018 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ალიკო დანგოტე, აფრიკის უმდიდრესი ადამიანი, ნიგერიაში, 6 180 აკრ ჭაობში 12 მილიარდი $-ის ნავთობის რაფინირების კომპლექსის აგებას აპირებდა, რაც კომპლექსს მსოფლიოში უდიდეს რაფირინების ცენტრად აქცევდა. 2022 წლისთვის რაფინირების ქარხანა 65 000 ბარელ ნედლ ნავთობს გადაამუშავებს ყოველდღიურად. ნიგერია აფრიკაში ნავთობის უდიდესი მწარმოებელია, მაგრამ რაფინირების ქარხნების დაბალი ხარისხისაა და ქვეყნის მასშტაბით გამოყენებული ნავთობის დიდი ნაწილი იმპორტირებულია. რადგანაც ქარხანა ნიგერის დელტიდან დაშორებით შენდება, ხოლო ნიგერიული ნავთობის დიდი ნაწილი მდინარის დელტის მახლობლად მოიპოვება, ლაგოსის რაფინირების ქარხნამდე გადასატანად 240 მილის სიგრძის წყალქვეშა მილსადენი გამოიყენება. ნიგერიაში არსებული მილსადენები კონტროლქვეშაა, ხოლო ზოგიერთი მათგანი მოქალაქეებმა და მეამბოხეთა ჯგუფის, Delta Avengers, წევრებმა ააფეთქეს, რომლებიც ნავთობის ინდუსტრიის მიერ გამოწვეული დაბიძნურებისა და სიღარიბის გამო არიან აღშფოთებული. აღნიშნული რაფინირებიც ქარხანა დანგოტეს ნიგერიულ ნავთობზე მონოპოლიას მიანიჭებს.[14]
2018 წლის 11 დეკემბერს „დედამიწის მეგობრების“ აფრიკის ჯგუფმა Shell Corporation-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გააპროტესტა. აქტივისტებმა დაადგინეს, რომ ნავთობმომპოვებელმა კომპანიამ 2015 წლის პარიზის შეთანხმებაზე, განსაკუთრებით, სათბურის აირების ემისიის შეღავათებისა და შეზღუდვების დაწესებაზე იქონია გავლენა.[15][16][17] დედამიწის მეგობრების ნიგერიის ფილიალის წარმომადგენელმა, რიტა უვაკამ აღნიშნა: „ეს დედამიწაზე ჯოჯოხეთს ჰგავს. მე ნიგერის დელტის ჯგუფებს წარმოვადგენ, რომლებზეც დიდი დამაბინძურებლები ახდენენ გავლენას... ამ დიდი დამაბინძურებლების ჩამოსვლა არა მხოლოდ ჩვენი, როგორც მხარეთა კონფერენციის დელეგატების, არამედ დედამიწისთვის სილის გაწვნაა.“[18]
ქსელის სტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კონკრეტული ქვეყნის წევრ ორგანიზაციებს დედამიწის მეგობრების შესაბამისი სახელი ან მშობლიურ ენაზე თარგმნილი ექვივალენტური სახელწოდება შეიძლება ჰქონდეთ, მაგალითად, „დედამიწის მეგობრები (აშშ)“, „დედამიწის მეგობრები (იუჩი)(ინგლისი, უელსი, ჩრდილოეთი ირლანდია)“, „Amigos de la Tierra“ (ესპანეთი და არგენტინა). წევრი ჯგუფების თითქმის ნახევარი სხვადასხვა წარმოშობისაა და შემდეგაა მიერთებული ქსელთან, როგორიცაა: Pro Natura (შვეიცარია), გარემოსდაცვითი მოძრაობის კორეული ფედერაცია, გარემოსდაცვითი უფლებების მოქმედება (დედამიწის მეგობრები, ნიგერია) და ინდონეზიის გარემოსდაცვითი ფორუმი.
დედამიწის მეგობრების საერთაშორისო ქსელის სამდიივნო ამსტერდამში მდებარეობს, ხოლო აღმასრულებელი კომიტეტი ცნობილია, როგორც ExCom.[19] აღმასრულებელი კომიტეტი ორგანიზაციის წევრი ჯგუფების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული, რომლებსაც ყოველ ორ წელიწადში ერთხეულ, გენერალურ შეხვედრაზე ირჩევენ.[20] ამავე შეხვედრაზე შეიმუშავებენ საერთო პოლიტიკასა და პრიორიტეტული მოქმედებების ჩამონათვალს.
გარდა ორგანიზაციის დებულებების ფარგლებში მუშაობისა, ეროვნულ ჯგუფებს თავიანთი კამპანიების თავისუფლად გატარების უფლება და ორმხრივი ან მრავალმხრივი მოქმედებების უფლება აქვთ, თუკი ქმედებები ორგანიზაციის საერთაშორისო დონეზე მიღებულ პოლიტიკას არ ეწინააღმდეგება.
პერიოდული გამოცემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Meat Atlas ყოველწლიური მოხსენებაა ინტენსიური ფერმერობის მეთოდებთან და გავლენასთან დაკავშირებით. პერიოდული გამოცემა 27 ესესგან შედგება, რომლებშიც ხორცის წარმოებასა და მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხებია გაანალიზებული. Meat Atlas „დედამიწის მეგობრებისა“ და „ჰაინრიხ ბიოლის ფონდის“ ერთობლივი პერიოდული გამოცემაა.[21]
ცნობილი მხარდამჭერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- როკ-მუსიკოსი ჯორჯ ჰარისონი დედამიწის მეგობრებთან ასოცირებული გახდა მას შემდეგ, რაც 1980 წელს ლონდონში ანტიბირთვულ დემონსტრაციებს დაესწრო. მან 1989 წელს გამოშვებული საუკეთესო ჰიტების ალბომი, „Best of Dark Horse“, დედამიწის მეგობრებსა და სხვა გარემოსდაცვით ორგანიზაციებს მიუძღვნა.[22]
- ჯეი ქეი, ჯაზ და ეისიდ ჯაზ ბენდის, Jamiroquai, წამყვანი ვოკალისტი, ცნობილია ალბომებიდან მიღებული შემოსავლების ნაწილის დედამიწის მეგობრებისა და ოქსფამისათვის გადარიცხვით.
- ტომ იორკი, Radiohead-ის წამყვანი მომღერალი, საჯაროდ მხარს უჭერდა დედამიწის მეგობრების არაერთ კამპანიას.
- „დედამიწის მეგობრები (იუჩი)“-ის მიერ წამოწყებულ კლიმატის ცვლილების კამპანიას, „The Big Ask“, მხარი დაუჭირეს: ჯუდ ლოუმ,[23] ედიტ ბოუმანმა, დეივიდ კამერონმა, დეივიდ მილიბენდმა, ტომ იორკმა, სტივენ მერჩანტმა და სხვ.[24]
წევრი ორგანიზაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აზია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დედამიწის მეგობრები (იაპონია)
- ინდონეზიის გარემოს ფორუმი, ინდონეზია
- გარემოსდაცვითი მოძრაობის კორეული ფედერაცია
- დედამიწის მეგობრები (ახლო აღმოსავლეთი)
- გარემოსდაცვითი სამართლიანობის ცენტრი, შრი-ლანკა
- ბუნების მეგობრებ (მალაიზია) (Sahabat Alam Malaysia)
ევროპა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დედამიწის მეგობრები (ევროპა), ბრიუსელი
- დედამიწის ახალგაზრდა მეგობრები (ევროპა), ბრიუსელი
- დედამიწის მეგობრები (საფრანგეთი)
- დედამიწის მეგობრები (შოტლანდია)
- Pro Natura (შვეიცარია)
- დედამიწის მეგობრები (Amigos de la tierra, ესპანეთი)
- Bund für Umwelt und Naturschutz Deutschland, გერმანია)
- დედამიწის მეგობრები, ინგლისი, უელსი და ჩრდილოეთი ირლანდია,
- GLOBAL 2000, ავსტრია
- დედამიწის მეგობრები, მალტა
- დედამიწის მეგობრები, ფინეთი
- დედამიწის მეგობრები, უნგრეთი
- მწვანე მოქმედება, ხორვატია
- Hnutí DUHA (ცისარტყელის მოძრაობა), ჩეხეთის რესპუბლიკა
- Milieudefensie, ნიდერლანდები
- ბუნების კონსერვაციის ნორვეგიული საზოგადოება, ნორვეგია
- NOAH, დანია
ჩრდილოეთი ამერიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოკეანეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დედამიწის მეგობრები (ავსტრალია)
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Brian Doherty and Timothy Doyle, Environmentalism, Resistance and Solidarity. The Politics of Friends of the Earth International (Basingstoke: Palgrave, 2013). [1]
- Jan-Henrik Meyer, “'Where do we go from Wyhl?' Transnational Anti-Nuclear Protest targeting European and International Organisations in the 1970s,” Historical Social Research 39: 1 (2014): 212–235. [2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- Article of Friends of the Earth France "Multinationals : Ecologists See Red"
- Friends of the Earth International YouTube channel
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Karin Nansen new chair Friends of the Earth International. Friends of the Earth International (2017-01-12). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-16. ციტირების თარიღი: 2017-02-15
- ↑ Excom. Friends of the Earth International (April 2014). ციტირების თარიღი: 2017-02-15
- ↑ About Friends of the Earth International. Friends of the Earth International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-04. ციტირების თარიღი: 2009-06-25
- ↑ Thomson, Jennifer (2017). "Surviving the 1970s: The Case of Friends of the Earth", Environmental History. Vol. 22(2), p. 235
- ↑ Shellenberger, Michael. Why Renewables Advocates Protect Fossil Fuel Interests, Not The Climate en. ციტირების თარიღი: 2019-06-18
- ↑ History (April 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 აპრილი 2014. ციტირების თარიღი: 25 May 2016
- ↑ „Friends of the Earth ticked off over claims in anti-fracking leaflet“. The Guardian. 4 January 2017. ციტირების თარიღი: 16 October 2018.
- ↑ Our work. Friends of the earth UK. ციტირების თარიღი: 16 October 2018
- ↑ Home - Friends of the earth international. ციტირების თარიღი: 25 May 2016
- ↑ Meyer, Jan-Henrik (2014). „"Where do we go from Wyhl?" Transnational Anti-Nuclear Protest targeting European and International Organizations in the 1970s“. Historical Social Research. 39 (1): 212–235. doi:10.12759/hsr.39.2014.1.212-235. ციტირების თარიღი: 25 May 2016.
- ↑ Home - Friends of the earth international. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 25 May 2016
- ↑ United States of America - Friends of the Earth International. foei.org (8 November 2013). ციტირების თარიღი: 18 January 2017
- ↑ „Greenpeace and Friends of the Earth hit back over 'out-of-touch' criticism“. The Guardian. 13 June 2011. ციტირების თარიღი: 16 October 2018.
- ↑ Edozien, Frankie (2018-10-09). „In Nigeria, Plans for the World's Largest Refinery“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2018-12-11.
- ↑ Aronoff, Kate. (2018-12-08) Shell Oil Executive Boasts That His Company Influenced the Paris Agreement en-US. ციტირების თარიღი: 2018-12-11
- ↑ Shell Oil Executive Boasts That His Company Influenced The Paris Agreement en-US (11 December 2018). ციტირების თარიღი: 2018-12-11
- ↑ What Shell knew and how it once stalled international climate negotiations en. ციტირების თარიღი: 2018-12-11
- ↑ Democracy Now!, Top U.S. & World Headlines — December 11, 2018, https://www.youtube.com/watch?v=Sv8wvzTJV2I. წაკითხვის თარიღი: 2018-12-11
- ↑ International secretariat. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 მაისი 2010. ციტირების თარიღი: 25 May 2016
- ↑ Home - Friends of the earth international. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 აპრილი 2010. ციტირების თარიღი: 25 May 2016
- ↑ Meat Atlas, Friends of the Earth, download Meat Atlas დაარქივებული 2016-07-29 საიტზე Wayback Machine. as pdf
- ↑ Harry, Bill (2003). The George Harrison Encyclopedia. London: Virgin Books, გვ. 28, 85. ISBN 978-0753508220.
- ↑ Radiohead's Thom Yorke to guest-edit Observer Magazine published March 20, 2008.
- ↑ Big names back The Big Ask. Friends of the Earth. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ივლისი 2008. ციტირების თარიღი: 25 May 2016