გრან-სასო-ე-მონტი-დელა-ლაგა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრან-სასო-ე-მონტი-დელა-ლაგა

Gran Sasso e Monti della Laga

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
Gran Sasso mountain CIMG2759.JPG
მდებარეობა იტალიის დროშა იტალია
უახლოესი ქალაქი ლ’აკვილა, ტერამო
კოორდინატები 42°31′36″ ჩ. გ. 13°32′11″ ა. გ. / 42.52667° ჩ. გ. 13.53639° ა. გ. / 42.52667; 13.53639
ფართობი 2 014 კმ²
დაარსდა 1991
მმართველი ორგანო ოფიციალური საიტი
აბრუცის არჩვები

გრან-სასო-ე-მონტი-დელა-ლაგა (იტალ. Gran Sasso e Monti della Laga) — ბუნების პარკი იტალიაში. შეიქმნა 1991 წელს და მოიცავს 2 014 კმ² ტერიტორიას. ლანდშაფტი ძირითადად მთიანია. პარკის სამმართველო მდებარეობს ლ'აკვილის პროვინციაში.

პარკის ტერიტორიაზე, გრან-სასოს მწვერვალსა და მონტი-დელა-ლაგის ქედს შორის გაივლის გრან-სასოს-ე-მონტი-დელა-ლაგის ეროვნული პარკის დიდი გზატკეცილი.

გეოგრაფია[რედაქტირება]

პარკი ერთ-ერთი უდიდესი დაცული ტერიტორიაა ევროპაში. მისი ძირითადი ნაწილი მიეკუთვნება გრან-სასოს მთის მასივს, რომელიც სჭარბობს არსებულ ლანდშაფტში. ეს მთები ვერტიკალურადაა აღმართული კამპო-იმპერატორეს უზარმაზარ მინდვრებში. აღმოსავლეთით აღმართულია შთამბეჭდავი მწვერვალი პარეტონე, რომელიც მუდმივი თოვლის, კლდეებისა და ქარების კერაა. ჩრდილოეთით გადაჭიმულია მონტი-დელა-ლაგის მთის მასივი, სადაც ჩერდება ათასობით გადამფრენი ფრინველი. ეს არეალი მთლიანადაა დაფარული წიფლის, სოჭის, თურქული მუხისა და წაბლის ხეებით. აქვეა 200 კმ სიგრძის საცხენოსნო გზები.

ველური ბუნება[რედაქტირება]

პარკი მოიცავს ბიოლოგიურად ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან არეალს ევროპაში. კლიმატი გარდამავალია ხმელთაშუაზღვიურსა და ევროპულს შორის. გავრცელებულია მცენარის ორი ათსზე მეტი სახეობა, რომელთაგან ზოგიერთი ენდემია. მათ შორისაა აბრუცის ედელვაისი. არანაკლებ მდიდარია ფაუნა. წარმოდგენილ ცხოველთა შორის ძალიან ბევრი უიშვიათესი სახეობაა, რომელთაგან აღსანიშნავია აბრუცის არჩვი, იტალიური მგელი, შველი, ველური კატები, გარეული ტახები, მელიები და ციყვები. ფრინველთა შორის აღსანიშნავია მთის არწივი, თეთრწინწკლებიანი კოდალა, კაკაჩა და შავარდენი. ასევე გავრცელებულია მწერები, რომელთა შორისაა პეპელა აპოლონი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]