კაკაჩა
იერსახე
| კაკაჩა | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
ჩვეულებრივი კაკაჩა (Buteo buteo) | |||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||
| Buteo (Lacepede, 1799) | |||||||||||||
| |||||||||||||
კაკაჩა (ლათ. Buteo) — მტაცებელ ფრინველთა გვარი ქორისნაირთა რიგისა.[1] ცნობილია 26-31 სახეობა, გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, მადაგასკარზე, ჰავაის კუნძულებზე, ამერიკაში. საქართველოში ბინადრობს ჩვეულებრივი კაკაჩა (ლათ. Buteo buteo), ხოლო ზამთარში შემომფრენია ფეხბანჯგვლიანი კაკაჩა (ლათ. Buteo lagopus). კაკაჩის სხეულის სიგრძე 46-57 სმ აღწევს, ფრთების შლილი 110-130 სმ. დედალი ტანად მამალზე დიდია. იკვებებიან თაგვისებრი მღრღნელებით, პატარ-პატარა ფრინველებით და სხვა. საქართველოში ჩვეულებრივი კაკაჩის 2 ქვესახეობა გვხვდება: ქარცი კაკაჩა (ლათ. Buteo buteo vulpinus), რომელიც მცირე კავკასიონზე ბუდობს და კავკასიური კაკაჩა (ლათ. Buteo buteo menetriesi), რომელიც მეტწილად კავკასიონზე გვხვდება, სასარგებლო ფრინველია, საჭიროებენ დაცვას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 324.