აპოლონი (პეპელა)
Jump to navigation
Jump to search
აპოლონი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Parnassius apollo | |||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||
მოწყვლადი IUCN 3.1 Vulnerable : 16249 | |||||||||||||
|
აპოლონი (ლათ. Parnassius apollo) — დღის პეპელა აფროსნისებრთა ოჯახისა. ფრთების შლილი 9 სმ-მდეა. თეთრი ფრთები შავი და წითელი რგოლებითაა მოხატული. მუხლუხი შავია, გვერდებზე წითლად დაწინწკლული. აპოლონი ბინადრობს კლდისდუმასა და კლდისვაშლაზე. ჭუპრდება მიწაზე, თხელ პარკში. გავრცელებულია ევროპაში, კავკასიასა და სამხრეთ ციმბრიში, როგორც მთიან ადგილებში, ისე ველებზე. საქართველოში გვხვდება კავკასიური აპოლონი (ლათ. Parnassius apollo caucasicus). აპოლონი დაფრინავს ივნისსა და ივლისში.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დიდმანიძე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 514, თბ., 1975 წელი.