კიოტირო მაცურა
იერსახე
| კიოტირო მაცურა | |
| იუნესკოს გენერალური დირექტორი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 1999 – 2009 | |
| წინამორბედი | ფედერიკო მაიორ სარაგოსა |
| მემკვიდრე | ირინა ბოკოვა |
| დაბადებული | 29 სექტემბერი, 1937 ტოკიო, იაპონია |
| მოქალაქეობა | |
| განათლება | ტოკიოს უნივერსიტეტი |
| პროფესია | დიპლომატი |
| ხელმოწერა | |
კიოტირო მაცურა (იაპონ. 松浦 晃一郎; დ. 29 სექტემბერი, 1937, ტოკიო, იაპონია) — იაპონელი პოლიტიკოსი და დიპლომატი. იუნესკოს გენერალური დირექტორი 1999-2009 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1937 წელს. 1959 წელს დაამთავრა ტოკიოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 1961 წელს აშშ-ის ჰეივერფორდის ეკონომიკური კოლეჯი. 1992-1994 წლებში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. მუშაობდა დიპლომატად. 1994-1999 წლებში იყო იაპონიის ელჩი საფრანგეთში, ანდორასა და ჯიბუტში.
1999 წლის 20 ოქტომბერს აირჩიეს იუნესკოს გენერალურ დირექტორად. 15 ნოემბერს გახდა იუნესკოს მე-9 გენერალური დირექტორი და აზიის პირველი წარმომადგენელი ამ თანამდებობაზე. 2005 წლის 12 ოქტომბერს მეორე ვადით აირჩიეს გენერალურ დირექტორად. 2008 წლიდან არის რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[1].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Глава ЮНЕСКО стал почетным доктором РУДН. // vz.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-05. ციტირების თარიღი: 2012-4-5.
| |||||