ღვია
Jump to navigation
Jump to search
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ღვია}} |
ღვია (ლათ. Juniperuc sabina) — საშუალო სიმაღლის წიწვოვანი ხებუჩქი ან ბუჩქი, ზოგჯერ მიწაზე გართხმული. ყვავილები ერთ ან ორსქესიანია, მამრობითი-ოვალურ თავთავებში, მდედრობითი-თავკენწერა გირჩებში. წიწვი ეკლიანი, გაბასრული, ტევრისებრი, ტოტებისკენ დახრილი.
გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იზრდება სუბალპურ ზონაში კლდეებზე, კავკასიური დეკას გამეჩხერებულ ნარგავებში, ფიჭვოვან ტყეებში.
ქიმიური შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ღვიის კენკრა შეიცავს ეთერზეთებს, გლუკოზას, ფისს, ვაშლის, ძმრის და ჭიანჭველ მჟავებს, სხვადასხვა ფიტოანციდებს და სხვა ნივთიერებებს.
გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ხალხურ მედიცინაში ღვიის კენკრისგან ამზადებენ ნაყენს, რომელსაც იყენებენ როგორც მადეზინფიცირებულ და შარდმდენ საშუალებას. მათ იყენებენ აგრეთვე ლიქიორის ჩამომსხმელ წარმოებაში.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იმერეთის სამკურნალო ფლორა დაარქივებული 2007-10-12 საიტზე Wayback Machine.