გიორგი ილურიძე
|
„ზესტაფონში“ | |||
| პირადი მონაცემები | |||
|---|---|---|---|
| სრული სახელი | გიორგი ილურიძე | ||
| დაბადების თარიღი | 20 თებერვალი, 1992 | ||
| დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
| სიმაღლე | 180 სმ | ||
| სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
| საკლუბო ინფორმაცია | |||
| მიმდინარე კლუბი | თელავი | ||
| ნომერი | 21 | ||
| ახალგაზრდული კარიერა | |||
| 2001–2010 | დინამო თბილისი | ||
| პროფესიონალური კარიერა* | |||
| წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
| 2010–2011 | ანჟი მაჰაჩყალა | 5 | (0) |
| 2012–2013 | დილა გორი | 31 | (5) |
| 2013–2014 | ჰაიდუკი სპლიტი | 15 | (1) |
| 2014 | ერმისი | 0 | (0) |
| 2014–2015 | ზესტაფონი | 18 | (6) |
| 2015–2016 | დილა გორი | 9 | (1) |
| 2016 | სკა-ხაბაროვსკი | 9 | (0) |
| 2016–2018 | ეთნიკოს ახნა | 31 | (0) |
| 2018–2019 | დინამო ბათუმი | 31 | (6) |
| 2020–2023 | სამტრედია | 48 | (5) |
| 2023– | თელავი | 8 | (1) |
| ეროვნული ნაკრები | |||
| 2008–2009 | საქართველო 19-წლ. | 3 | (5) |
| 2009–2011 | საქართველო 21-წლ. | 3 | (3) |
| 2013– | საქართველო | 0 | (0) |
|
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 21 აპრილი, 2023 | |||
გიორგი ილურიძე (დ. 20 თებერვალი, 1992, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. 2023 წლიდან იცავს საფეხბურთო კლუბ „თელავის“ ღირსებას.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დედაქალაქურ კლუბ „დინამოსა“ და ახალგაზრდული ნაკრებში ჩატარებული მატჩების შემდეგ შემჩნეული იქნა მაჰაჩყალის „ანჟის“ სკაუტების მიერ, რომელთანაც 2010 წელს კონტრაქტს მოაწერა ხელი, პირველი რუსული დებიუტი ჩაატარა 2010 წლის 6 მაისს, 18 წლის ასაკში მოსკოვის „სპარტაკის“ წინააღმდეგ, სადაც 3:0 დამარცხდნენ, ილურიძე მატჩში 75-ე წუთზე ჩაერთო მიხაილ ბაკაევის ნაცვლად.[1] ამას გარდა მან კიდევ 4 მატჩი ჩაატარა მთავარ გუნდში, 2011 წლის დასრულებამდე ტრავმების გამო მას „ანჟის“ ახალგაზრდულ გუნდში მოუწია თამაშის გაგრძელება.[2][3] 2012 წლის დასაწყისში მან გორის „დილასთან“ გააფორმა კონტრაქტი და უკან სამშობლოში, საქართველოში დაბრუნდა, სადაც წელიწად ნახევარი გაატარა. 2013 წლის აგვისტოს ბოლოს ხორვატიულ კლუბში სპლიტის „ჰაიდუკში“ გადაინაცვლა,[4] ილურიძით ეს კლუბი მას შემდეგ დაინტერესდა რაც ევროპის ლიგის შესარჩევ ეტაპზე გორის „დილამ“ ზუსტად ილურიძის სოლო რეიდის შემდეგ გატანილი გოლით დაამარცხა ჰაიდუკი.[5][6] მას დებიუტი „ჰაიდუკში“ იმავე წლის 14 სექტემბერს ჰქონდა, სადაც „ჰაიდუკმა“ დედაქალაქელები, ზაგრების დინამო 2:0 დაამარცხეს.
16 აპრილს ორივე მხარის შეთანხმების საფუძველზე გიორგი ილურიძემ კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.[7]
სანაკრებო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოს 19 და 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებში თამაშის შემდეგ, ილურიძე გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში ფიფა-ს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის I ჯგუფის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 2013 წლის აგვისტოში, საფრანგეთისა და ფინეთის წინააღმდეგ,[8] მაგრამ ტრავმების გამო მან ვერ შეძლო შეერთებოდა გუნდს.
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უმაღლესი ლიგა მეორე ადგილი: 2012/2013
- საქართველოს თასის გამარჯვებული: 2011/2012
- საქართველოს სუპერთასის ფინალისტი: 2012/2013
- საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული: 2014/2015
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე
- ↑ დაარქივებული 2013-10-29 საიტზე Wayback Machine. Махачкалинцы едут в Санкт-Петербург с тремя потерями
- ↑ დაარქივებული 2013-10-29 საიტზე Wayback Machine. Илуридзе не поможет «Анжи» во встрече с «Рубином»
- ↑ გიორგი ილურიძე: “ჩემი აზრით, ამ სეზონში „ჰაიდუკი“ ჩემპიონი გახდება” ,საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 2 აგვისტო, 2013.
- ↑ გორის დილამ ჰაიდუკი დაამარცხა და ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა ,საინფორმაციო სააგენტო „ტაბულა“, 9 აგვისტო, 2013.
- ↑ "Giorgi Iluridze je novi igrač Hajduka!" at Hajduk.hr
- ↑ სპლიტის „ჰაიდუკმა“ გიორგი ილურიძეს კონტრაქტი გაუწყვიტა // sportall.ge
- ↑ უზომოდ ბედნიერი ვარ! - გიორგი ილურიძე ჯერ ნაკრებში, მერე... „ჰაიდუკში“ // sportall.ge
- დაბადებული 20 თებერვალი
- დაბადებული 1992
- ილურიძეები
- ქართველი ფეხბურთელები
- თბილისის დინამოს ფეხბურთელები
- რუსეთის პრემიერ ლიგის ფეხბურთელები
- მაჰაჩყალის ანჟის ფეხბურთელები
- ხაბაროვსკის სკა-ენერგიას ფეხბურთელები
- ეროვნული ლიგის ფეხბურთელები
- ზესტაფონის ფეხბურთელები
- გორის დილას ფეხბურთელები
- ერმისის ფეხბურთელები
- ბათუმის დინამოს ფეხბურთელები
- სამტრედიის ფეხბურთელები
- თელავის ფეხბურთელები
- ცოცხალი ადამიანები