გერმანისტიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გერმანისტიკა (გერმ. Germanistik) – ჰუმანიტარული, აკადემიური და სამეცნიერო დარგი, რომელიც დაკავებულია გერმანული ენისა და გერმანულენოვანი ლიტერატურის აღწერითა და კვლევით მათი ისტორიული და თანამედროვე ვლენის ფორმებში. გერმანისტიკა ახდენს ახალ-ახალ შემეცნებათა დოკუმენტირებას და გადასცემს ამ სფეროებში დაგროვილ ცოდნას.

* რაკი გერმანულენოვან სივრცეში არსებულ ენობრივ მოცემულობათა და ლიტერატურათა შესწავლა, ერთი მხრივ ენათმეცნიერებას, ხოლო მეორე მხრივ ლიტერატურათმცოდნეობას უკავშირდება, ხშირად გერმანისტიკის შესწავლისა და კვლევის სფეროები ერთმანეთს ერწყმის.

გერმანისტიკა ბოლო 50 წლის განმავლობაში დიდი ტემპით ვითარდებოდა მსოფლიო მასშტაბითაც, ამის გამო 1980-იანი წლებიდან მოყოლებული გერმანისტთა შორის მკვიდრდება ორი ცნება;

ფართო გაგებით გერმანისტიკა ამოცანად ისახავს გერმანიკული ენებისა და ლიტერატურების, კულტურების კვლევას და ამდენად იგი შეიძლება გამოიყენებოდეს კრებით სახელწოდებად საკუთრივ გერმანული ფილოლოგიისა, ინგლისური ფილოლოგიისა (ანგლისტიკა) და ჩრდილოური ფილოლოგიისათვის (სკანდინავისტიკა).

გერმანისტიკის სამი ძირითადი დისციპლინა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე გერმანისტიკა იყოფა სამ ურთიერთმოსაზღვრე სპეციალურ ნაწილად;

სამივე ეს ცნება გერმანულენოვანი ლიტერატურის მეცნიერულ დაკვირვებას და კვლევას უკავშირდება, რომელსაც სწავლობენ და ასწავლიან. უშუალოდ იმას კი, თუ რას აღნიშნავს ეს სამი ცნება, საკმაოდ დიდი წინარეისტორია აქვს, რომელიც სათავეს ჰუმანიზმსა და ადრეულ ახალ ხანაში (XV საუკუნე) იღებს.

საბოლოო ჯამში გერმანისტიკა ერთი მხრივ გერმანული ენითა და ლიტერატურით, ხოლო მეორე მხრივ კი ფილოლოგიითა და ლიტერატურათმცოდნეობითაა დაკავებული.

გერმანისტიკა და ნაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანისტიკა, იმ ფორმითა და შინაარსით, რომლითაც დღეს ვიცნობთ, XIX საუკუნეში (განსაკუთრებით კი მის მეორე ნახევარში) ყალიბდებოდა. ეს ის დროა, როცა იწყება ლიტერატურულ-პოეტური, ლიტერატურულ-კრიტიკული და ფილოსოფიური დისკუსიები ენასა და ლიტერატურაზე, რითაც გერმანისტიკული საქმიანობის სხვადასხვა სფერო სამეცნიერო სახეს იმკვიდრებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გერმანისტიკის ცნების შემოსვლა-დამკვიდრება კულტურულსა და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

თავდაპირველად გერმანისტიკა აღნიშნავდა მეცნიერებას, რომელიც დაკავებული იყო გერმანული სამართლით, გერმანული კულტურით, საზოგადოდ გერმანულით. ის მოწოდებული იყო წვლილი შეეტანა გერმანელთა ნაციონალური სახელმწიფო წარმონაქმნის კონსოლიდირების საქმეში.
ისეთი ცნებები, როგორიცაა ნაციონალური ენა, ნაციონალური ლიტერატურა და ნაციონალური ფილოლოგია, მიუხედავად მათი დეფინიციური მრავალწახნაგოვნებისა, შეიძლება კორელატიურ ცნებებად განვიხილოთ.

თანამედროვე გერმანისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანისტიკა დღეს უკვე აღარაა ნაციონალური მეცნიერება იმ აზრით, რომლითაც ის ჩაფიქრებული იყო მისი დაფუძნების ჟამს. იგი წარმოადგენს სამეცნიერო პროგრამატულ, საკლასიფიკაციო ცნებას და მთელ გერმანულენოვან სამყაროში ისტორიულად არსებულ ენაზე შექმნილი მასალის კვლევითაა დაკავებული. გერმანისტიკას ავსტრიაში, შვეიცარიაში, ლუქსემბურგში, ლიხტენშტაინსა და ბელგიაშიც გერმანისტიკა ჰქვია.

პარონიმია ტერმინოლოგიაში: გერმანისტიკული, თუ გერმანული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართულ ენაში გერმანისტიკის სამი მიმართულების (ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა, მედიევისტიკა) სახელდებად გამოიყენებენ სიტყვაფორმას 'გერმანისტიკულს' და არა 'გერმანულს' იმ მიზეზის გამო, რომ გერმანულენოვანი სივრცე მხოლოდ გერმანიით არ შემოიფარგლება.

გარდა ამისა, რახან არსებობს დღემდე საკმაოდ საკამათოდ ქცეული საზღვარგარეთული გერმანისტიკის ცნებაც, რომელიც პრინციპულად გულისხმობს გერმანიის სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ (არამარტო ავსტრიის, შვეიცარიის...) არსებულ არაგერმანულ, მაგრამ გერმანული ენითა და ლიტერატურით დაკავებულ (უცხოურ) გერმანისტიკებს, ხოლო ცნებებით "გერმანული ენათმეცნიერება", "გერმანული ლიტერატურათმცოდნეობა", "გერმანული მედიევისტიკა" კი მხოლოდ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი გერმანისტიკული სამეცნიერო დარგები გაიგება, ერიდებიან ამ ცნებათა (- Deutsche Sprachwissenschaft, Deutsche Literaturwissenschaft, Deutsche Mediävistik) გამოყენებას და ამბობენ "Germanistische Sprachwissenschaft", "Germanistische Literaturwissenschaft", "Germanistische Mediävistik".

მაშასადამე მართებული ფორმები არის გერმანისტიკული (და არა გერმანული) ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა და მედიევისტიკა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Internationales Germanistenlexikon 1800 - 1950, Hrsg. und eingel. von Christoph König; Bearb. von Birgit Wägenbaur in Zusammenarbeit mit Andrea Frindt , Hanne Knickmann , Volker Michel und Karla Rommel ; 3 Bände u. 1 CD-ROM ; Berlin , New York : de Gruyter ; 2003
  • Helmut Arntzen: Unsinn und Sinn der Germanistik. Weinheim 1996.
  • Klaus-Michael Bogdal, Kai Kauffmann, Georg Mein, unter Mitarbeit von Meinolf Schumacher und Johannes Volmert: BA-Studium Germanistik. Ein Lehrbuch (Rowohlts Enzyklopädie 55682), Reinbek bei Hamburg: Rowohlt Taschenbuch Verlag 2008 ISBN 978-3-499-55682-1
  • Gabriele Graefen / Martina Liedke: Germanistische Sprachwissenschaft. Deutsch als Erst-, Zweit- oder Fremdsprache, (UTB 8381), Francke, Tübingen 2008, ISBN 978-3-8252-8381-0
  • Thomas Rathmann (Hg.): Texte, Wissen, Qualifikationen - Ein Wegweiser für Germanisten, Berlin 2000.
  • Jürgen H. Petersen/Martina Wagner-Egelhaaf (Hrsg.): Einführung in die neuere deutsche Literaturwissenschaft, Berlin 2006. ISBN 978-3-503-07959-9
  • Jürgen Wertheimer: Wozu Germanistik? წიგნში: Florian Keisinger u. a. (Hrsg.): Wozu Geisteswissenschaften? Kontroverse Argumente für eine überfällige Debatte, Frankfurt a. M./New York 2003 ISBN 3-593-37336-X
  • Harald Wiese: Eine Zeitreise zu den Ursprüngen unserer Sprache. Wie die Indogermanistik unsere Wörter erklärt, Logos Verlag Berlin, 2007, ISBN 978-3-8325-1601-7.
  • Thomas Anz (Hg.): Handbuch Literaturwissenschaft. 3 Bde. Stuttgart 2007.