გერმანისტიკული ენათმეცნიერება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გერმანისტიკული ენათმეცნიერება, ან გერმანისტიკული ლინგვისტიკა (გერმ. Germanistische Linguistik, შემოკლებით GL) — გერმანისტიკის ერთ-ერთი სამეცნიერო-კვლევითი დარგი, სასწავლო-აკადემიური ფილოლოგიური დისციპლინა გერმანულენოვანსა და სხვაენოვან ქვეყნების უნივერსიტეტებში.

გერმანისტიკულ ენათმეცნიერებას ხშირად ენის გერმანისტიკასაც (გერმ. Sprachgermanistik) უწოდებენ. ასევე მსგავსი ფორმითაა ნაწარმოები ლიტერატურის გერმანისტიკა (გერმ. Literaturgermanistik), რომლითაც გერმანისტიკულ ლიტერატურათმცოდნეობას აღნიშნავენ.

გერმანული და გერმანისტიკული ენათმეცნიერება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თუ ტერმინით "გერმანული ენათმეცნიერება" გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ უნივერსიტეტებში სრულიად განსხვავებული ქვეყნების ენების ( - ინგლისური, ესპანური, ბულგარული, სერბულ-ხორვატული, ჩინური, იაპონური და ა.შ.) სამეცნიერო კვლევას აღნიშნავენ, "გერმანისტიკული ენათმეცნიერება" აღნიშნავს მხოლოდ გერმანულ ენის მეცნიერულ შესწავლასა და კვლევას.

გერმანისტიკული ენათმეცნიერება გერმანულენოვან უნივერსიტეტებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანისტიკული ენათმეცნიერება წარმოადგენს გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიისა და ლუქსემბურგის უნივერსიტეტებში სამიდან ერთ-ერთ არჩევით დარგს გერმანისტიკული ლიტერატურათმცოდნეობისა და მედიევისტიკის გვერდით.

გერმანისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები პირველი ოთხი სემესტრის განმავლობაში გერმანისტიკის სამივე დარგს გადიან როგორც ამ დარგის საფუძველს, შესავალი საგნების სახით, ხოლო მოგვიანებით კი სტუდენტებს შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ სამი გერმანისტიკული მიმართულებიდან სამივე აირჩიონ, თუ არა. საერთო მინიმუმად ორი დარგია მიჩნეული.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]